მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხე ფესვებიდან იწყება და არა ნავთობ-გაზიდან - 19 სექტემბერი 2016

რეპოტაჟი ჰერეთიდან

myrights.ge

ქრონიკა პლუსისაინგილოში (ისტორიული ჰერეთი) მიემგზავრება. დღვანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ მხარე სამი რაიონისგან - კახის, ზაქათლისა და ბელაქნისგან შედგება. კახში მართლმადიდებელ-ქრისტიანი, ზაქათალასა და ბელაქანი კი უპირატესად გამაჰმადიანებული ქართველები ცხოვრობენ. თბილისის ყურადღების გარეშე პირველებს ძირძელი მიწის დატოვება, ხოლო დანარჩენებს იძულებითი ასიმილაცია მოუწევთ. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

თბილისიდან სამარშრუტო ტაქსს მივყვებით, რომელიც ზაქათლის ქართულ სოფლებამდე მიდის. გზად კახელებს სოფლის ნობათი გამოუტანიათ, ძირითადად ჩურჩხელები და სასმელები. ასეთივე სიტუაციაა შუა გზაზე, ბარჯისხევში, სადაც შესვენებას ვაკეთებთ. აქ ყველაფერი ლარი ღირს - ჩურჩხელა, თონის პური, ყველის ნაჭერი, სიმინდი და .. მოვაჭრეებმა მგზავრი ლამის ხელით დაიჭირონ და თავის სავაჭრო დახლთან მიიყვანონ.

ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე ქიზიყში განსაკუთრებით თვალშისაცემია. ცენტრალური გზის პირას მდგარი სახლები ლამის ინგრევა და ყურადღების მიმქცევი არავინაა. ლამის ვერც ერთ სახლს ვერ ნახავთ, სარემონტო-აღდგენითი სამუშოები რომ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ რა მცირე დაკვირვებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანების რეალური ყოფა გააცნობიერო. სიცოცხლის მცირე ნიშანწყალი წნორის ცენტრში შეინიშნება.

ლაგოდეხის რაიონში იგივე სულისკვეთება შეინიშნება. ერთ დროს წელში გამართული, აყვავებული მხარე, ახლა ერთგვარ ჩიხს წარმოადგენს, საიდანაც ადამიანები გაქცევას ცდილობენ სარჩო-საბადებლის საშოვნელად. აქ პროგრესის ნიშანწყალი საერთოდ არ შეინიშნება. თითქოს უცბად ეს ულამაზაესი მხარე ღვთისგანაც დავიწყებული აღმოჩნდა.

ერთადერთი ლაგოდეხის მრავალჭირნახული იუსტიციის სახლის მშენებლობა, როგორც იქნა, დასრულებულია. თუ ამ საქმეშიქრონიკა პლუსისსტატიებმაც დადებითი როლი ითამაშა, ეს მხოლოდ გაგვახარებს. თორემ გავმეორდებით, ლამის ოთხი წლის განმავლობაში ლაგოდეხის ცენტრში ღრმად გაჭრილი ორმო ისგასაოცარისიმბოლო იყო, რომელიცქოცთაოთხწლიან .. მმართველობას ახასიათებდა. კარზე მოდგა შემოდგომა და არჩევნები, დასტურ იუსტიციის სახლი ლაგოდეხშო აშენებული დაგვხვდა, მაგრამ შავი ყორანი უკვე ვეღარ გათეთრდების, მხატვრული ფილმები გოგამ კი არა, თვით რომან პოლანსკიმ რომ გადაიღოს. ამ სიუჟეტს მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდებით.

როგორც იქნა, საზღვარს მივადექით. ქართული მხარე ადვილად გავიარეთ, წინა ხელისუფლებისას ჩაყრილი საფუძველი აქ, ერთი შეხედვით, კარგად მუშაობს. როგორც ამბობენ, გარკვეული ხარვეზები არის, მაგრამ არა თვალშისაცემი. ბობოლა, დიდჯიპიანი აზერბაიჯანელი სასაზღვრო კონტროლის ურიგოდ გასვლას ცდილობს. მესაზღვრე უხსნის, რომაქ ეგრე არ ხდება“, რიგი როცა მოუწევს, მაშინ გაივლის, არადა, მგზავრი სხვას მიჩეულია და მოკლება არ უნდა.

აზერბაიჯანულ მხარეს ისევლეგენდარულისასაზღვრო-გამშვები პუნქტი გვხვდება. აქ ყველაფერი სანიმუშოდ გაკეთებულია თვითონ ადმინისტრაციისთვის, მანქანებისთვის, მათ შორის თურქული ტრაილერებისთვის და .. აი ადამიანებისთვის მარცხენა მხარეს ერთი ვიწრო გასასვლელია, სადაც დაგებული გზა ნგრევის პირასაა. ლამის, ხტუნვა-ხტუნვით უნდა იარო, რომ პუნქტამდე მიაღწიო. იქვე გვერდით ყვავილებისთვის უფრო მეტი სივრცეა გამოყოფილი, ვიდრე მგზავრებისთვის. ამ ყვავილნარის შუაგულშიც თითო-ოროლა ვარდი თუ ხარობს, მეტი არაფერი.

სიმბოლიზმს რა ვუყოთ, აქედანვე კარგად ჩანს, თუ რა ღირებულებას წარმოადგენს ამ ქვეყანაში ადამიანი. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას მოქალაქე არ ადარდებს, თორემ თუნდაც სასაზღვრო სივრცეს ასე არ გაანაწილებდა.

აქაც ადვილად გადავდივართ, პასპორტები მოწმდება და შიგნით შესაბამისი ბეჭდები ირტყმება. ჩანთები საბაჟო კონტროლს გადის. ვსხდებით და ბელაქნისკენ მივეშურებით. აქ გარეგნულად ყველაფერი კარგად გამოიყურება - გზები გაკეთებულია, ცენტრალური ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია. ერთ შეხედვით, გექმნება შთაბეჭდილება, რომ სოციალურ-ეკონომიკურად წელში გამართულ ქვეყანაში მოხვდი, სადაც, როგორც მინიმუმი, ხალხს ცხოვრება არ უჭირს. მაგრამ ასე მხოლოდ გარეგნული წარმოდგენითაა.

რეალურად, მოსახლეობა აქაც ისევე არსებობისთვის იბრძვის, როგორც მთელ ყოფილ საბჭოეთში. გარეგნული მხარე მეტ-ნაკლებად იცვლება, ხოლო შინაარსი იგივე რჩება. სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია-მექრთამეობა ისევ ჩვეულებრივი ამბავია, საგზაო პატრული ღიად ქრთამზე მუშაობს, თუ ფეხი დაგიცდა და სამართალდამცავებს ჩაუვარდი, კაიოთუზბირითუ არ გადაიხარდე, „წესრიგის დამცველებსმშვიდობიანად თავს ვერ დააღწევ და ..

ცნობილი კრიზისის შემდეგ ნავთობის ფასმა იმატა, მაგრამ ეს რიგითი აზერბაიჯანელების ცხოვრებას არ დატყობია. აქაური მანათი დოლართან მიმართებაში ისევ დაცემულია, .. შავ  ბაზარზე ერთ დოლარს, 1,75 მანათად თუ იყიდი. ინფლაციამ თავისი საქმე გააკეთა. ფასები ყველაფერზე მომატებულია. ეს პროცესი ხელფასი-პენსიებზე სათანადოდ არ ასახულა. ხელისუფლებამ მცირედით გაზარდა, მაგრამ არსებულ ინფლაციასთან შედარებით ეს არაფერს ნიშნავს.

ქვეყანაში ხელისუფლება, .. ელიტა და მოსახლეობა სხვადასხვა ცხოვრებით სულდგმულობს. იქაურ ტელევიზიებს რომ უყურო, კიდევ ერთხელ თავი აღორძინებულ ქვეყანაში გეგონება. პრეზიდენტი ალიევი ყოველდღე ახალ-ახალ ობიექტებს საზეიმოდ ხსნის. უკვე წამოზრდილი ოჯახობაც მუდმივად გვერდით დაყვება. ეჰ, სიმბოლოებს რა ვუყოთ, მეთურს ხომ მემკვიდრეები ეზრდებიან. საკითხავია, ვინ იქნება მისინათელი იდეებისგამგრძლებელი.

მაგრამ მანამდე მას ჯერ საკუთარი მომავალი აქვს უზრუნველასაყოფი. ამიტომაც ამ შემოდგომაზე ქვეყანაში მორიგი რეფერენდემი ტარდება, რომელიც ალიევის შემდგომ პრეზიდენტობას 5-დან შვიდ წლამდე გაზრდის. რას იზამ, არ არის საკმარისი 5 წელი სრული ბედნიერების მისაღწევად, როგორც თავის დროზე ხუთწლედი არ იყო ხოლმე საკმარისი კომუნიზმის ასაშენებლად.

აბა გამოიცანით, რა შედეგებით დასრულდება ეს რეფერენდუმიც? კაი ოჯახისშვილია ვინმე და ხმას ნუ მისცემსსაქვეყნო რეფორმას“. თავის დროზე ვინც ხმა ამოიღო, სათანადო პასუხიც გასცეს. პოლიტიკური ოპოზიცია მარგინალიზებულია. ერთადერთი ოპოზიციური ტელეარხი ხელისუფლების მხრიდან დახურულია. მოტივი არ გაინტერესებთ? რეჯეპ ერდოღანის აშშ-ში მცხოვრები მეტოქის, ფეტულა გიულენის ინტერვიუ გაავრცელაო. ეს ერთი ინტერვიუ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალიევის ხელისუფლებას ერთადერთი ტელევიზია მყარად დაედუმებინა, საიდანაც მოსახლეობა მეტ-ნაკლებ სიმართლეს ისმენდა.

დარჩნენ ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ მთავრობის პოზიციას აშუქებენ. ოპოზიციის ჩვენება კი, მხოლოდ კრიტიკის ქარცეცხლში გატარებისთვის, უფრო ხშირად მისი გაშარჟებისთვის კეთდება.მაგალითად, ამის საბაბი ისაა, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ბაქოში აკრედიტებულ უცხოელ, ძირითადად ამერიკელ, ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ ელჩებს ხვდებიან. თან რას ითხოვენ, - დაგვეხმარეთ, რომ ეს სამარცხვინო რეფერენდუმი არ ჩატარდესო. აქ ოპოზიცია არავის სჭირდება, ქვეყანა ხომ წინ მიდის, ვითარდება და დაბრმავებულიხალხის მტრებიამას ვერ ამჩნევენ.

იმ დროს, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არსებობისთვის იბრძვის, ხელისუფლება რიგრიგობით სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს. ამ დღეებში ბაქოში დიდი საჭადრაკო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებს. ამისთვის გრანდიოზული დარბაზი სპეციალურად უმოკლეს ხანაში აშენდა. მას მართლაც ნაკლი არ აქვს. ბაქოს ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი სტუმრობდა. „ნიუ ვასიუკიცოცხალია და ახალ-ახალსიმაღლეებსიპყრობს.

ამის შემდეგ ქვეყანაში საერთო მუსულმანური თამაშები ჩატრდება. მანამდე აზერბაიჯანში ევროპული ოლიმპიადა ჩატარდა, ევროვიზია და .. ამასობაში ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მსოფლიო და ევროპული დონის თამაშებს, სხვადასხვა ღონისძიებებს ჩვენ ვატარებთ და, მიუხედავად ამისა, ევროპაში უვიზოდ მაინც ქართველები ივლიანო. იქამდე ვინც გაქცევას ახერხებს, გარბის, ძირითადად რუსეთში, უფრო მცირე ნაწილი ევროპა-ამერიკაში, დარჩენილები კი არსებობისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ნავთობის ფასის დაცემის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სხვა დარგებიც განევითარებინა, რათა მხოლოდ ენერგეტიკულ მარაგებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. ქვეყანაში თავიდან დაიწყეს ბამბის, თამბაქოს მოყვანა, მაგრამ ეს რა შედეგს გამოიღებს, ჯერ არავინ უწყის. ფაქტია, რომ მსოფლიო ბაზარზე სანავთობო რყევებმა ბაქო საგონებელში ჩააგდო და დივერსიფიკაციის აუცილებლობის წინაშე დააყენა. თან იმის გათვალისწინებით, რომ საერთო სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია, შემწეობამ მცირედ იმატა და არც მანამდე ყოფილა ხელფასი-პენსიები სიდიდით მაინცდამაინც გამორეჩული.

საინგილოში მოსახლეობის ერთ-ერთი შემოსავალი თხილია. წინა წლებთან შედარებით წლეულს მცირე რაოდენობით მოვიდა. სამაგიეროდ, როგოც პროდუქციის დეფიციტს ახასიათებს ხოლმე, თხილის ფასმა იმატა და ხუთ მანათმდე ავიდა. ეს 6 ლარზე ცოტა მეტს შეადგენს. მიმდინარე წელს თურქეთშიც თხილის მცირე მოსავალი მიიღეს, რამაზე ასევე იმოქმედა ღირებულების მატებაზე. მთლიანობაში მიღებული თხილის მოსავლით ოჯახი აქ ვერ იცხოვრებს, ამას ნაკვთეზე მოწეული სასოფლო პროდუქცია ემატება და მისთ.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ,რომ ჰერეთში ქართული სკოლები უმძიმეს მდგომარეობაში არიანწლებია თბილისიდან წიგნები ვეღარ ჩადის და ინგილო ბავშვებს სწავლა დახეულ-დაგლეჯილი სახელმძღანელოებით უწევთ. აღარაფერს ვამბობთ სასწავლო პროგრამებზე, ინსტრუქციებზე, მასწავლებელთა ტრენინგებზე და .. ორმა სტრატეგიულად პარტნიორმა ქვეყანამ დღემდე ის ვერ მოაგვარა, რომ ჰერეთის სკოლები სასკოლო სახელმძღვანელოებით ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

იქაური ადმინისტრაციის პოზიცია მეტ-ნაკლებად გასაგებია. მათ საინგილოში ქართული სკოლების, სექტორების ფუნქციონირება აშკარად არ სიამოვნებთ. დღე და ღამე იმისთვის იღწვიან, რომ ეს სკოლები დაიკეტოს, ქართველების სრული ასიმილაცია განხორციელდეს. როგორც ჩანს, .. მეგობრობა ამასაც ითვალისწინებს. სხვა რას უნდა დავაბრალოთ მდგომარეობა, როცა ქართულ-აზერბაიჯანულ სკოლებში დღემდე კანონდარღვევით მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებს. მიზანი გასაგებია, ქართველები ბავშვს იძულებით აზერბაიჯანულზე მიიყვანენ და მერე მისი მშობლიურზე გადმოყვანა გაძნელდება, საერთოდ თუ არ აეკრძალება. თუ ამგვარ დამოკიდებულებას მეგობრობა ჰქვია, თანაც სტრატეგიული მაშან...

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ბოლო წლებში ინგილო აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ძალიან უჭირთ. ეს მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გარდა ადგილზე საგნებში დამატებით მომზადებას ცდილობენ. მათ სურთ, რომ საგრანტო დაფინანსება მიიღონ, რადგან ბევრ ოჯახს ფასიან სასწავლებელში გადახდის საშუალება არ აქვს. ამ მხრივ მდგომაროება წლიდან წლამდე უარესობისკენ იცვლება.

მაგალითისთვის, წელს 20 -ათასკაციანი დაბა ალიაბადიდან (ისტ. ელისენი) საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ვერცერთი ბავშვი ვერ ჩაირიცხა. ხოლო სოფელ მოსულიდან მხოლოდ ერთი ბავში მოხვდა უმაღლესში. სამს თითო ქულა დააკლდა ზოგად უნარებში. ჰერელების მცდელობა, რომ განათლების სამინისტროს მათთვის მცირე გამონაკლისი დაეშვა და სასწავლებლებში ჩაერიცხა, უშედეგოდ დასრულდა. ფაქტია, ეს დამოკიდებულებაც მოქმედებს საერთო უიმედო მდგომარეობაზე, რის აღქმასაც თბილისში ვერაფრით ახერხებენ.

შესაბამისად, ადგილობრივ აგიტატორებს ნიადაგი ეძლევათ თქვან, რომ რა გინდათ თბილისში, მაინც ვერ აბარებთ, არ გიღებენ, დაივიწყეთ მშობლიური ენა, აზერებაიჯანულად ისწავლეთ და ბაქოში ჩააბარეთო. იმაზე არაფერს ამბობენ, რომ იქ სწავლა გაცილებით ძვირი ჯდება და ყველაზე მთავარი, როდესაც გამაჰმადიანებული ქართველი აზერბაიჯანულ განათლებას იღებს, მისი ცნობიერებაც იცვლება და აქედან სრულ გადაჯიშებამდე ერთი ნაბიჯია.

საწყენია, რომ დღეს თბილისში ამ პრობლემატიკის ელემენტარულად გააზრება არ შეუძლიათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არანაირი სახელწმიფო სტრატეგია არ არსებობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში. მარტო ამ სტატუსის მინიჭება ერთეულებისთვის საქმეს ვერ უშველის. მასში რეალური შეღავათები ჩადებული არ არის. ფესვებზე ასე ხელაღებით უარის თქმა, გარიყვა კი კარგს არაფერს მოგვიტანს.

აბა, სხვა რას დავაბრალოთ, როდესაც თბილისში ექიმთან ჩამოსული ჰერელები შეღავათის ნაცვლად, უფრო მეტ გადასახადს იხდიან. უფასო მომსახურებას არავინ ითხოვს, ნუთუ არ შეიძლება მცირე გამონაკლისების დაშვება ჩვენივე თანამემამულეებისთვის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ სრულად უფასოდ ვემსახურებით? თუ სტრატეგიული პარტნიორის ნავთობმა და გაზმა ყველა და ყველაფერი დაგვავიწყა?

კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი. სულ ცოტა ხნის წინ საზღარზე ქართულ მხარეს ინგილო ახალგაზრდას აჩერებენ, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მას ქართული სახელი და მამის სახელი აქვს, გვარი აზერბაიჯანული, - გამაჰმადიანებული თემიდანაამისი ოჯახი დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს და მოქალაქეობა აქვს მიღებული. მესაზღვრეები მას მოუწოდებენ, რომ წვერი გაიპარსოს, თორემ საქართველოში არ შეუშვებენ.

ისინი იმასაც კი ვერ ხვდებიან, თუ ვისთან აქვთ საქმე. თუ ასეთი მაგრები ხართ, რუსებს ან ჩრდილოკავკასიელებს გაუკეთეთ ასეთინომრებითქვე დავრდომილებო, ისიც რომ ვერ გაგირკვევიათ, საზღვარზე ვის როგორ უნდა მოექცეთ.

ქრონიკა პლუსიამ საკითხზე მონიტორინგს განახორციელებს. კიდევ ერთხელ დაგიშვიათ მსგავსი დოყლაპიობა, შესაბამის რეაქციას მიიღებთ. ამ ხალხმა საუკუნეების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში შეინარჩუნა რელიგია, ქართული გვარი, ენა და დღმდე ასე მოვიდა, თქვენ მაინც სადაური მანქურთები ხართ, მტერი და მოყვარე რომ ვერ გაგირჩევიათ? ჰოდა, პასუხიც მოგეთხოვებათ, მსგავს ქმედებას თუ კიდევ გამოიჩენთ. შეგიძლით იქვე იკითხოთ მაინც ვინაა ეს კონკრეტლი ადამიანი, ამის გარკვევაც არ შეგიძლიათ და ეს არის უბედურება.

კიდევ ერთი. ცოტა ხნის წინ ინგილო ახალგაზრდა უმიზეზოდ სამსახურიდან გაუშვეს. დგილობრივი საწარმო ნახევრად სახელმწიფო და ნახევრად კერძოა. უპატიოსნესი მშრომელი ბიჭი რაიმე ახსნა-განმარტების გარეშე სახლში გაუშვეს. მშობელმა იჩივლა როგორც ბაქოში, ასევე თბილისში, შვილის აღდგება მოითხოვა. ბოლოს ადგილზე პასუხი გასცეს, რომ სასამართლოში იჩევლეო, ხოლო იქაური სასამრთლოს სამართლიანობა რას წარმოადგენს, ალბათ, გასაგებია. ხოლო თბილისის მხრიდან სუსტი მცდელობები სრულიად უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ცვედანი პოლიტიკა ერთხელ და სადამუდამოდ უნდა დასრულდეს. თუ მართლა მეგობარია, მას არასწორ ქმედებაზე პასუხიც უნდა მოეთხოვოს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამ პროცესში ყველა საკუთარ ადგილსა და როლს გაიზარებს.

თბილისიდან მარტო დიასპორის სამინისტროს მცდელობები საქმეს ვერ უშველის. უწყებას ზაფხულში  ინგილო ბავშვები ანაკლიის ბანაკში მიყავს, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს აწყობს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ მიმართულებით რეალურად გასაკეთებელია. დიასპორის სამინისტრო ქვეყანაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები მილონობით ჩვენი თანამემამულე სრულიად მიტოვებული აღმოჩნდება.

ამ კონტექსტში სხვა რაზე უნდა იყოს საუბარი, როცა დღემდე ინგილო ბავშებისთვის ქართული სახელების დარქმევა აკრძალულია. საერთო სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და ამაზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე  ჩაფლავებულ საქმეს არ ეშველება. ამას ელემენტარულად ღირსეული პოლიტიკის გატარება სჭირდება და არა სირაქლემის პოზაში დაუსრულებლად ყოფნა. ჰერეთს თანადგომა სჭირდება ყველა მიმართულებით და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხე ფესვებიდან იწყება და არა ნავთობ-გაზიდან...  

საერთო ჯამში, საზღვრის იქით და აქეთ დღეს არსებული რეალობა შგვიძლია ჭაობს შევადაროთ, საიდანაც თავის დაღწევა აუცილებელია. რაღაცით მსგავსი მმართველობაა აქეთ და იქითაც. პრეზიდენტი ალიევი კორუმპირებულ მგლებს მხოლოდ საფარად სჭირდებათ თავიანთისაქმეებისსაკეთებლად. ბევრი მინისტრი მამის დროსაც მუშაობდა და მოღვაწეობას ახლაც აგრძელებს. რეალურ პოლიტიკას აქ პოლიტიკურ-ეკონომიკური მაფია მართავს, რომელიც ზღაპრულად მდიდარია და ხალხის ცხოვრებაზე სიტყვა რომ ჩამოუგდო, სიცილით მოკვდება. შედარებით რბილი ლიდერი ალიევი აქ მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ ახალი ობიექტები გახსნას და ერთი და იგივე არაფრისმთქმელი ფრაზები იმეოროს. ხანდახან რომელიმე მინისტრს საჩვენებლად დაიჭერენ და იმდენი ფული, ძვირფასი ლითონები  გამოაქვთ, რომ სათითაოდ ვერ ითვლიამ წონიან და აგარიშში ისე უშვებენ. ესეც მხოლოდ საჩვებებლად კეთდება, რომ აი, კორუფციას ვებრძვითო, შინაარსი კი იგივე რჩება.

დღევანდელ საქართველოშიც ხომ დაახლოებით ასეა. არაფორმალური მმართველი მთის წვერზე ზის და იქიდან გადმოყურებს მადლიერ ქვეშევდრდომებს. რეალური მმართველი არაფერზეა პასუხისმგებელი და მხოლოდ ჩაანალიზებით ანებივრებსმეოცნებემოსახლეობას. ჭაობია ეს აბა რა არის, ოღონდ უკვე აქაურ-ჩვენებური ჭაობია, გამომდინარე შედეგებით

ამიტომ საჭიროა სასწრაფო ცვლილებები, მეტი დემოკრატია, გარღვევა, რათა აღმოსავლური  მეთოდები ხელისუფლების შესანარჩუნებლად უშედეგო აღმოჩნდეს. აბა სხვა რა არის მხატვრული ფილმის ჩვენება წინასაარჩევნოდ, როდესაც ხალხმა სამართლიანად ასეთი სახელი შეგარქვა - უნიათო, არაფრისმკეთებელი, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველი ხელისუფლება. და თქვენ ახალ-ახალი კინოფილმებით გსურთ ხალხის გულების მონადირება? ეს ხომ შუა აზია, ან თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არ არის? ასე რატომ გერევათ მისამართები, როგორც ესმესაზღვრესაერ-დაერია? ნუთუ ფიქრობთ, რომ კინოფილმი (თუნდაც სერიალი) საკმარისია ოთხწლიანი სრული უძრაობის დასაბეტონებლად? საიდან ასეთი იმედები და ოცნებები? ეს კინო ხომ ოთხი წლის წინ ყველამ ერთად ვნახეთ, შესაბამისი დასკვები გავაკეთეთ და გასაშვები გავუშვით, თქვენ მოგიყვანთ, მაგრამ რა გააკეთეთ ბედოვლათებო? გურულები ყველა ოჯახში დღემდე დაპირებულ სოლარიუმს ელოდებიან და პირველ რიგში პასუხს ისინი მოგთხოვენ, იმედია... 

ამიტომ არ გამოვა გლახა მეთოდის გამოყენება ისედაც ბოლომდე მორყეული ხელისუფლების შესანარჩუნებლად. აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე ამ ჭაობისთვის თავის დასაღწევად, არაფორმალურ მმართველობას ბოლო უნდა მოეღოს, თორემ ჩრდილოელი მეზობელი ჩვენ ყველას სხვა პერსპექტივისთის მოგვამზადებს. ამისთვის საზღვრის ორივე მხარეს ყიყინი უკვე გაბმით ისმის. 8 ოქტომბერს ეს უნდა დასრულდეს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია