მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოქალაქე თამაზ ნავერიანი „ოცნების“ მაჟორიტარს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს - 22 სექტემბერი 2016

„ადრე ნაციონალების ზონდერი იყო და ახლა ოცნების მაჟორიტარად დააყენეს, ეტყობა მას უკვე დღევანდელი მთავრობა მფარველობს“

myrights.ge

მარნეულის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის ერთ-ერთი მეწილე თამაზ ნავერიანი, შპს- დომინანტ პარტნიორებს მისი და მისივე ძმის, ნოდარ ნავერიანის უფლებების შელახვაში  ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაცქართული ოცნებისმაჟორიტარმა კანდიდატმა (მისმა მოგვარემ და მოსახელემ), თამაზ ნავერიანმა  გავლენების გამოყენებით აწყობილი ბიზნესის წართმევას ორგანიზება გაუკეთა. რეალური ქონების გარეშე დატოვებული ჩვენი რესპონდენტი დღემდე სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოებში ჩივის, რასაც შედეგი არ მოაქვს.

ქრონიკა პლუსიმარნეულის შპსბაზარისპარტნიორს, თამაზ ნავერიანს ესაუბრება:

- თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფრიად საინტერესო ისტორიაზე, რომლის მთავარი მოქმედი პირები თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის არა მარტო მეხოტბეები, არამედ .. „ზონდერ-ბრიგადებისწევრები იყვნენ. დღეს კი, ამ პირების იდეური ხელმძღვანელი, ასევე ჩემი მოგვარე და მოსახელე თამაზ ნავერიანი ქართული ოცნების რიგებში გადაპორტირდა და საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს.

მარნეულელ ამომრჩევლებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ასეთი რამ განაცხადა:

- ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინაიდან ხელისუფლების მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი თავისუფლება და კეთილდღეობაა. დღეს უკანონოდ არავინ იჩაგრება, არავის ართმევენ ბიზნესს, არავის ართმევენ თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლებას.

მისი ასეთი პათოსი არავისთვის იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი საყურადღებო გარემოება - ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, მან თავად გაუკეთა ორგანიზება ჩემ მიერ აწყობილი ბიზნესის წართმევას. მასზე, სხვა პირებთან ერთად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და, სამწუხაროდ, მოახერხა რა გავლენიანი მფარველის ნახვა, სისხლის სამართლის საქმე (მიუხედავად იმისა, რომ არ დამიტოვებია კოპეტენტური ინსტანცია - პრეზიდენტი, პარლამენტი, პრემიერი, პროკურატურის ყველა ხელმძღანელი რგოლი, სახალხო დამცველი) თაროზე შემოდებულია და გამოძიების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება.

- პრობლემა კონკრეტულად რაში მდგომარეობს?

- საკითხი ეხება მარნეულის რაიონში მდებარე ყოფილ საკოლმეურნეო ბაზარს, რომელიც მთელი თავგადასავლების შემდეგ, როგორც უკანონოდ წართმეული დავიბრუნე და ის 2014 წლამდე  შპსბაზარისსახელწოდებით ფუნქციონირებდა. რომელშიც პარტნიორები ვართ მე, ჩემი ძმა, აგრეთე თამაზ ნავერიანი, ამჟამინდელი პარლამენტარობის პრეტენდენტი (თავდაპირველად ის პირადად იყო პარტნიორი, შემდეგ კი წილის მეუღლეზე გადაფორმება ამჯობინა). პარტნიორია ერთი ქალბატონიც, რომელიც ასევე თამაზ ნავერიანის ბანაკშია.

ეს საზოგადოება (შპს) 1999 წლიდან ყოფილიცეკავშირისსაკოლმეურნეო ბაზრის ბაზაზე ფუნქციონირებდა. 2010 წელს მისიცეკავშირისგანმთლიანი გამოსყიდვამოხდა და ჩემი, როგორც იმდროინდელი დირექტორის დიდი შეცდომის შდეგად, პარტნიორებად მოწვეული იყვნენ გარეშე პირები, ჩემი მოგვარეები - თამაზ ნავერიანი, მამუკა ნავერიანი, იაგო ნავერიანი და ჩემი ძმა, ნოდარ ნავერიანი.

2012 წლიდან, ნაციონალურ მოძრაობასთან აქტიურად დაკავშირებული პირების, მამუკა და თამაზ ნავერიანების ზეწოლით, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, ჩემი და ჩემი ძმის, ნოდარ ნავერიანის მიზანმიმართული შევიწროება და საზოგადოებიდან განდევნის არაერთი მცდელობა დაიწყო.

- ეს რაში გამოიხატებოდა?

- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა უმრავლესობამ 2013 წელს, პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება დივიდენდის, 500 000 ათას ლარზე მეტის თანხის გაცემაზე უარის თქმისა და ამ თანხის რეინვესტირების შესახებ.

ამავდროულად, პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული 3500 ლარის ნაცვლად, ხელზე გასაცემი თანხა 12 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა. თუ ამას დავამატებთ საშემოსავლო გადასახადის ოდენობას, ცხადია, რომ ყოველთვიურად დირექტორის ხელფასის სახით საზოგადოებიდან 15 ათასი ლარი - 12 ათასი ხელზე გასაცემი თანხა, 3 ათასი ლარი კი ბიუჯეტში გადიოდა.

ფაქტობრივად კი, ამ თანხას დომინანტი პარტნიორები ინაწილებენ და ჩვენზე დივიდენდების გაცემის ნაცვლად, ფულის სალაროდან გამოტანის ხერხად დირექტორისთვის ხელფასის მითითებული ოდენობით განსაზღვრა (ელემენტარული თაღლითობა) გამოიყენეს.

აღნიშნულის შემდეგ, საზოგადოების დომინანტმა პარტნიორებმა ქონების ხელში ჩაგდების ახალი ვარიანტი მოძებნეს და პარტნიორთა 2014 წლის 5 აგვისტოს კრების გადაწყვეტილებით, 63 პროცენტის მფლობელთა ხმებით, 37%-ის მფლობელების ნების (ჩემი და ჩემი ძმის, ნოდარ ნავერიანის) საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილი იქნა უქონელი საზოგადოებისთვის, შპსფორვარდ პროდაქტისთვის“ (/ნომერი 204525558) ბანკთან ურთიერთობაზე, თავდებობაზე თანხმობის მიცემა 900 000 (ცხრაასი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში.

ასეთი გადაწყვეტილებით ცხადზე ცხადი იყო, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ქონებას ბანკი გაყიდდა და საკმაოდ მაღალი შემოსავლის მქონე მიწის ნაკვეთს ფიქტიური მყიდველი გამოუჩნდებოდა. კონკრეტულად კი, ეს დომინანტი პარტნიორის სატელიტი, .. თოჯინა იქნებოდა. და ჩვენ, ამ საზოგადოების დამფუძნებლები ქონების გარეშე დავრჩებოდით.

ჩვენი სერიოზული წინააღმდეგობის შედეგად, მათ შორის ფიქტიური გარიგების თაობაზე ყველა საბანკო დაწესებულების ინფორმირებით, ეს გეგმა არ განხორციელდა. აღნიშნულის შემდეგ კი, დომინანტმა პარტნიორებმა სხვა ჩანაფიქრი განახორციელეს - შპსბაზარისპარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების 37 პროცენტის მქონე პარტნიორები (მე და ჩემი ძმა) ჩვენი წილის შესაბამისი ქონების გარეშე ვართ დატოვებული; რადგანაც საზოგადოების პარტნიორთა კრებამ, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების სახელზე რიცხული მთლიანი უძრავი ქონების გაყიდვის თაობაზე (ქონებისა, რომელიც საზოგადოების საწესდებო კაპიტალს შეადგენს).

პატნიორების ასეთი გადაწყვეტილებით ქონება რეალურად გასხვისდა ფიქტიურ შემძენზე, საზოგადოების დომინანტი პარტნიორების ახლობლების მიერ გაყიდვის გაფორმებამდე რამდენიმე დღის წინ დაფუძნებულ სუბიექტზე, შპსალგეთზე“, რომელიც გარდაბნის რაიონში 2014 წლის 28 ივლისს დარეგისტრირდა და საქმიანობის სახედ საკოლმეურნეო ბაზარი მიუთითა. მაშინ, როდესაც მას რეგისტრაციის პერიოდისთვის არანაირი ბაზარი და არანაირი ტერიტორია არ გააჩნდა და დარეგისტრირდა სოფელ ფონიჭალაში (გარდაბნის რაიონი), არ უწარმოებია სამეწარმეო საქმიანობა და სადავო ქონების შესაძენად არანაირი ფულადი რესურსი არ გააჩნდა. მას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის არც არაფერი გადაუხდია, რაც გარიგების ფიქტიურ ხასიათზე ცხადად მიუთითებს.

ჩვენ შორის წარმოებული სასამართლო დავის დროს ამ საზოგადოების წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ეს საზოგადოება სწორედ შპსბაზარისშესაძენად შეიქმნა. საყურადღებოა, რომ მხარეებმა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს და ასეთი კომბინაციით განხორციელდა ახალიშემძენისდაფინანსება შპსბაზარისსალაროდან, პირველ ეტაპზე დირექტორის მიერ გატანილი ნაღდი ფულით; ხოლო მეორე ტრანშის განაღდება შესაძლებელი გახდა საიჯარო შემოსავლებიდან. სხვა წყარო ამ ახლადშექმნილ საზოგადოებას არ გააჩნდა. და აღსანიშნავია, რომ ამ საზოგადოებას, რომელმაც მილიონიანი ბრუნვის მქონე შპს- უძრავი ქონებაშეიძინა“, საბანკო ანგარიში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აქვს გახსნილი.

ნასყიდობის ფიქტიურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ შპსბაზარისყველა მოძრავი ქონება - ნაგვის საყრელი ავტომანქანა, სამაცივრე დანადგარები, დენის ტრანსფორმატორები და სხვა, ყოველგვარი შესაბამისი გაფორმების გარეშე იმყოფება ფიქტიური შემძენის მფლობელობაში. რემელიც ცხადია თუ რეალური შემძენია, ვალდებული იყო განეხორციელებინა შესაბამისი ბუღალტრული და სამართლებრივი ფიქსაცია, რაც არ განუხორციელებია და იურიდიულად 15 500 კვ.. ფართობზე ფუნქციონირებადი ბაზარი დღეს ახალიშემძენისმფლობელობაშია.

ფაქტობრივად კი, მას ისევ ძველი მენეჯმენტი (შპსბაზარისდომინანტი პარტნიორები) მართავს და არის სერიოზული ეჭვი, რომ მეოცნებე თამაზ ნავერიანის მაჟორიტარობის კანდიდატად მოვლენა, გარკვეულწილად მის ხელთ არსებული მძლარი ფინანსური ბერკეტის გათვალისწინებით განხორციელდა.

დასაწყისშივე მოგახსენეთ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დავამატებ, რომ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურიაწარმოებს“. გამოძიება პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

- პირველად საქმეზე სარჩელი როდის შეიტანეთ?

- ბოლნისის სასამართლოში პირველი სარჩელი 2014 წლის სექტემბრის ბოლოს შევიტანე.      

- იქ რა რეაგირება მიიღეთ?

- ბოლნისში პროცესი გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ პირველმა ინსტანციამ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა და როგორც კრების ოქმი, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა. სასამართლოში ჩემი ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

- შედეგი რა მოყვა აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებას?

- შემდეგ მეორე მხარემ სააპელაციო სასამართლოში იჩივლა და სადღეისოდ საქმე იქ არის. სააპელაციოში რამდენიმე სხდომა გადაიდო და ახლა 28 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.

- რა მიზეზებით გადაიდო?

- თვითონ მათი ადვოკატების მოთხოვნა იყო პროცესის გადადებაზე. ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩართეს პროცესში, რომელიც ახლა პროკურორთა საბჭოს წევრიც არის. ჭკადუა პირველ ინსტანციაში არ ჰყავდათ, მერე აპელაციაში ჩართეს, როგორც ჩანს, ამით რაღაცის მიღწევა სურთ.

- სასამართლოს გარდა ვის მიმართეთ?

- მივმართე ფინანსურ პოლიციას. ეს მანამდე, სანამ გაყიდდნენ. ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ სადღეისოდ ეს პროცესიც გაჩერებულია. უფროსის მოადგილის, გოგაძის ასეთი წერილი მაქვს, რომ საქმეზე ჩატარებულია ჩხრეკა-ამოღება და ექსპერტიზა. ყველაფერი გაკეთებულია და ამის შემდეგ საქმე ისევე უძრავად დევს. ეს პროცესი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ჩატარებულია და მას შემდეგ საქმე წინ არ იძვრის.

ვისაც ვედავები, თვითონ თამაზ ნავერიანმა მითხრა, რომ საქმე პროკურატურაში უკვე დალაგებული მაქვს და ვერაფერს ვერ მიაღწევო. ათი წელი იდება ეს საქმე იქ, სადა ახლა არისო.

- როგორ აქვს საქმედალაგებული“?

- ეტყობა თავისი გავლენებით აქვს დალაგებული და ვინ მფარველობს, ამაზე ვერ გეტყვით. პრინციპში, ახლა უკვე ესეც გამოჩნდა. რახან ადრე ნაციონალების ზონდერი იყო და ახლა ოცნების მაჟორიტარად დააყენეს, ეტყობა მას უკვე დღევანდელი მთავრობა მფარველობს, ლოგიკურად ასე გამოდის.

- ფინანსურმა პოლიციამ შესაბამისი პროცედურები რომ ჩაატარა, ამას შესამაბისი მიმართულება რატომ არ მიეცა?

- შემაჯამებელი პასუხი არ არის გაცემული და მე დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი. ბრალიც არავისთვის არ წაუყენებიათ. მიზეზად არაფერს არ ასახელებებ, მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობსო. არადა, იქ არაფერი გამოსაკვლევი არ არის, ყველაფერი გამოძიებულია.

ყველა ინსტანციას მივმართე, მათ შორის ეკა ბესელის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პარლამენტში.

- რა პასუხი მიიღეთ?

- წერილი პროკურატურაში გადავაგზავნეთო, თან ითხოვნდნენ, რომ ჩემთვის პასუხი მოეცათ. ისინი კომიტეტის თავმჯდომარეს სწერენ, რომ დღეისთვის ამ საქმეზე სისხლის სამართლის დევნა არ მიმდინარეობს და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილებაა მიღებული. ამას ქალბატონ ეკას ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური წერს. ეს პასუხი კომიტეტის გარდა, მეც მომწერეს.

ამას გარდა, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მივმართე. იქიდანაც არაფერი პასუხი არ ყოფილი იმის გარდა, რომ წერილი ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნაო. მერე მთავრობის კანცელარიას, გიორგი კვირიკაშვილს მივმართე, მანამდე პრემიერ ღარიბაშვილსაც მივწერე. ისევ მომწერეს, რომ ჩემი განცხადება ფინანსურში გადაგზავნეს.

მერე თვითონ მთავარ პროკურატურას მივმართე. მათაც ფინანსურ პოლიციაში გადაგზავნეს. მეორედ ახლა აგვისტოში მივმართე და უკვე პირადად შოთაძესთან შეხვედრას ვითხოვდი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ამეხსნა მთელი ეს სიტუაცია.

ამ დღეებში გავარკვიე, რომ საქმე ზედამხედველ პროკურორთან არის გადაგზავნილი. ტელეფონით ასეთი კითხვა დავუსვი, მე შოთაძესთან შეხვედრას ვითხოვ და ეს წერილი თქვენ რატომ დაგაწერეს-მეთქი. ნორმალური პასუხი ვერ მივიღე.

ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართე, იქიდანაც იგივე პასუხია, რომ ფინანსურში გადაგზავნილია. მოკლედ, იქ გროვდება ეს წერილები. ორჯერ მივმართე სახალხო დამცველს. ომბუდსმენმა ხელმეორედ გამოითხოვა ეს საქმე, - თუ ჩატარდა რამე ახალი საგამოძიებო მოქმედებაო. პასუხს ველოდები.

ამ ფონზე, პროკურატურისგან ვითხოვ დროზე დამთავრდეს ეს საგამოძიებო მოქმედებები და საქმე დაიძრას. მე ყველა გზა გავიარე, ამიტომ პროკურატურისგან ვითხოვ პასუხს, რატომ ჭიანურდება ჩემი საქმე, ვინ მფარველობს და .. რეალურად, საქმე გამოძიებულია და პასუხს ვერ ვიღებ. სამი წელიწადი გავიდა და ამ დროს ვზარალდები, თვითონ ფულს აკეთებენ და ჩემ გაკეთებულ საქმეზე თვითონ მშიერი დავდივარ.

პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენას ვითხოვ. მე ჩემი უნდა დავიბრუნო, დაზარალებული ვარ და კუთვნილი უნდა მივიღო. ამაში ქონების დაბრუნებას ვგულისხმობ. იქიდან 37% ჩემი და ჩემი ძმისაა.

უნდა მცნონ დაზარალებულად და ამინაზღაურონ, რაც მე ამ პერიოდში მატერიალური ზარალი განვიცადე. პლუს მორალური ზარალი, მაგრამ აქ ხომ ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

ეს მატერიალური ზარალი შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მე შეიძლება მიახლოებით ვიასუბრო, მაგრამ ამისთვის სათანადო ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. დადგინდეს ეს ყველაფერი და მოყენებელი ზარალი ამინაზღაურონ. პარალელურად, ის 37% დამიბრუნონ, რაც ჩემი კუთვნილებაა.

ხაზს ვუსვამ, ეს არის თაღლითური, ფიქტიური გაყიდვა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომაც შავით თეთრზე დაადგინა. უმრავლესობამ თავისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და ფიქტიურად გაყიდა. ამ დროს ის გაყიდული არ არის. როგორ შეიძლება ამხელა ბაზარსპოსლეზე“, არარსებულ ორგანიზაციაზე ყიდდე?

ხომ წარმოგიდგენიათ, 22-ში შეისყიდეს ბაზარი და 24-ში მიდიან და ბანკში ანგარიშს ხსნიან. მანამდე ანგარიშიც კი არ ჰქონდათ და ეს ფული საიდან უნდა გადაეხადათ? ორწელიწადნახევარი ჩვენი ფული, დივიდენდი არ გაუნაწილებიათ, ეს ფული გამოიტანეს და იქიდან შემოაცურეს.

- კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თქვენი 37%-ის წაღება როგორ მოახერხეს?

- ის კრება ხომ ჩატარდა, ოქმის საფუძველზე (რახან უმრავლესობაში იყვნენ) გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გაიყიდოს. ამ დროს მე ოქმში დაფიქსირებული მაქვს, რომ თუ  წილს ყიდით, მაშინ მე ვყიდულობ, მე არ ვყიდი ჩემ წილს-მეთქი. ამიტომ თავინთი უმრავლესობის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და ჩვენ წაგვართვეს. ამით ჩვენი კონსტიტუციური უფლებები წაგვართვეს და სხვა ყველაფერიც

თავიანთი წილის საფასურს თუ ვერ შევწვდებოდი, მაშინ შეფასების აქტი უნდა შემდგარიყო, რომელიც არ ჰქონდათ. ამიტომ თვითონ როგორც მოისურვეს, ისე გაყიდეს. ამ დროს ის მეტი ღირს, ვიდრე გაიყიდა. ამიტომ ჩივილი დავიწყე, რადგან სხვა არანაირი გზა არ დამრჩა. სხვა გზა არ დამიტოვეს იმის გარდა, რომ სამართლებრივი გზით წავსულიყავი.

მე მაშინ შევცდი, როდესაც მათ პროცენტები მივეცი. არ მეგონა, ასეთი ამბები თუ მოხდებოდა, დღე და ღამე ერთად ვიყავით. დღესაც ვერ წარმომიდგენია, რომ მათ ასეთი რამ გამიკეთეს, არ ველოდებოდი.

ჯერ კიდევ 2005-ში ნაციონალების ხელისუფლებისას ჩვენთან რევიზია შემოვიდა. გაზომეს გამოზომეს და მილიონი დამაწერეს. ამაზე მთელი 5 წელი ვედავებოდი და მათ 720 ათასი მოვუგე, რადგან მართალი ვიყავი. ექსპერტიზა დავანიშნინე და ჩამომაჭრეს. ბოლოს და ბოლოს ყადაღა მოვახსნევინე და შევისყიდე. მათ ცეკავშირს ქონება ხომ სულ წაართვეს, ერთადერთი ეს ბაზარი მე შევინარჩუნე. მერე უკვე ცეკავშირისგან შევისყიდე. შპს-ში სამ პარტნიორს  ოც-ოცი პროცენტი ჰქონდა, მერე ესენი ერთმანეთს შეეკრნენ და ჩემ წინააღმდეგ წამოვიდნენ. ამიტომ პიროვნულ-ნათესაურ დონეზე პრობლემის გადაწყვეტა ვერაფრით ვერ მოხერხდა. გინდა თუ არა, წილიდან წადიო, რატომ უნდა წავიდე-მეთქი.

ნაციონალების მერე ეს ყველაფერი შემოტრიალდა და მათაც ალღო აუღეს. ახლა ისინიც ისე შემოტრიალდნენ და დღევანდელებთან ფესვები ისე გაიდგეს, რომ ამდენს სწორედ ამ გზით მიაღწიეს. ვერ გაბედავდნენ, თუ მფარველი არ ეყოლებოდათ. ეს ზემოდან ხდება უკვე. პროკურატურაზე თვითონ არ მალავს, ისე მაქვს დალაგებული საქმე, ვერაფერს მიაღწევო. ამიტომ შოთაძესთან შეხვედრა მინდოდა, მაგრამ ვერ მივაღწიე.

ერთადერთი უკიდურესი გზა მრჩება, რომ მისი კაბინეტის წინ დავიწყო შიმშილობა; თუ სამართალს ვერ მივაღწიე და ეს საქმე არ დაიძრა. თუ შესაწყვეტია შეწყვიტონ ან გააგრძელონ და ბოლომდე მიიყვანონ.

ასევე სააპელაციო სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდები. თუ ასე იქნება, პროცესი უნდა მოვიგო. ყველაფერი სამართლიან სასამართლოზე არის დამოკიდებული. ასევე პროკურატურისგან დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ველოდებ, რადგან ყველაფერი მაგიდაზე დევს. ხმებიც აღწევს, რომ გამომძიებელს გამოძიებული საქმე უდევს და ვიღაცისგან დირექტივას ელოდება.          

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია