მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ჟორჟოლიანი: გარანტირებული უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება - 30 სექტემბერი 2016

„მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა ეკონომიკური განვითარება, სოციალური უზრუნველყოფაა“

myrights.ge

როგორ მიაქვსქართული ოცნებასსაარჩევნო პროგრამა ამომრჩევლამდე, არის თუ არა არაფორმალური მმართველობა, როდესაცმოქალაქისეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს მოუწოდებს, რომ არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური შეფასებები, პოზიციები დააფიქსიორონ, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი  „რესპუბლიკურ პარტიას“, რატომ არ ხვდება ის ყოფილ კოალიციელ თანამებრძოლებს, რა პრობლემებს შესჩივის მოსახლეობაქართულ ოცნებასდა პარტია მათ რას პირდება?  

ქრონიკა პლუსმაამ და სხვა კითხებითქართული ოცნებისწარმომადგენელს, გია ჟორჟოლიანს მიმართა:

- ბატონო გია, თქვენი დაკვირვებით, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, რა მიღწევებსა და პრობლემებს გამოყოფთ?

- დაუკვირვებელი თვალიც ადვილად შეამჩნევს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს. მე სხვა რამეს ვისურვებდი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო მეტი დრო  საარჩევნო პროგრამებისთვის დაეთმოთ, ვიდრე კინკლაობისთვის. მაგრამ რაც არის, ეს არის.

- „ქართული ოცნებარამდენად კარგად ახერხებს თავისი საარჩევნო პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანას?

- მეტ-ნაკლებად ახერხებს ამის გაკეთებას. უმჯობესია, რომ უფრო მეტი შეეძლოს, მაგრამ  ადგილებზე შეხვედრები, პოზიციების დაწვრილებით გაცნობა მაინც აქტიურად მიმდინარეობს.

- „მოქალაქისეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური შეფასებები, პოზიციები დააფიქსიორონ; მისი თქმით, დღეს ზოგიერთი უკან იხედება. რა პოზიცია გაქვთ ამ გამოსვლასთან დაკავშირებით?

- არ ვიცი, ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ რამდენადაც მესმის, ბიზნესმენები ისეთივე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, როგორც ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი. შესაბამისად, ცხადია, რომ მათაც ეს მოქალაქეობრივი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. მე ასე მესმის ამბავი, რაზეც ახლა თქვენ მეუბნებით. მეტს ვერაფერს გეტყვით.

ვიმეორებ, ამ ადამიანებს გამოკვეთილი მოქალაქეობრივი პოზიციები უნდა ჰქონდეთ. ბიზნესმენებისთვის სულერთი არ არის, თუ რა ხდება, რა რეალური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. და ეს ყველაფერი მათ საქმიანობაზეც ზეგავლენას ახდენს.

- ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლები ისევ ქვეყანაში დაკვიდრებულ არაფორმალური მმართველობის სტილზე საუბრობენ...

- აბა, ამაზე რა უნდა გიპასუხოთ? ადამიანებს საკუთარი პოზიციის გახმოვანების უფლება არ უნდა ჰქონდეთ? მეც არაერთხელ მითქვამს, რომ, მაგალითად, ბიზნესს უნდა ჰქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა. ესე იგი რა გამოდის, მეც არაფორმალურად ვმართავ?

თუ ადამიანს თავისი შეხედულება აქვს და სადმე გამოთქვამს, რაც უფრო გავლენიანი ადამიანია, ეს შეხედულება არ უნდა გამოთქვას?

ადრე იყო პატრიარქს უკრძალავდნენ რაღაცის თქმას და ახლა ბატონ ბიძინა ივანიშვილს დაუწყეს ამის აკრძალვა?

- „რესპუბლიკურ პარტიასთანღია დაპირისპირებას რით ხსნით?

- იცით, რომ ეს საარჩევნო პროცესია და ყველა სათქმელს თავისებურად გამოხატავს, მათ შორის არიან რესპუბლიკელებიც. და ამასთან მიმართებაში ქართული ოცნების პოზიციაც სულ უფრო პოლემიკური ხასიათის ხდება. ეს რბილად რომ ვთქვათ.

- ყოფილმა კოალიციის წევრებმა, რესპუბლიკელებმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და ფორუმმა ბიძინა ივანიშვილს შეხვედრისკენ მოუწოდეს, რაზეც ის უარს ამბობს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რამდენად საჭიროა ლიდერების ამ ტიპის შეხვედრა და პრობლემური საკითხების განხილვა?

- მე ასეთი შეხვედრის ვერავითარ საჭიროებას ვერ ვხედავ. რასაკვირველია, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია (ვისაც მოუწოდეს და ვინც ამ ინიციატივით გამოდის), მაგრამ მე მგონია, რომ დღევანდელ ვითარებაში ეს არაადეკვატური დამოკიდებულებაა.

დღეს აქტიური საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ესენი კონკურენტი საარჩევნო სუბიექტები არიან და რა უნდას გაარკვიონ? რომ ვიღაცამ ვიღაცას რა უთხრა და მისთ.? ამას დღევანდელ საარჩევნო პროცესთან რა კავშირი აქვს?

- ბოლო დროს ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევების მატება რას შეიძლება დავუკავშიროთ?

- ჩვენ ქვეყანაში ასეთი რამ არ არის. რეალურად, ეს არის გარკვეული პოლიტიკური და მედიაჯგუფების მიერ შექმნილი ვირტუალური რეალობა, რომელიც სადღეისოდ ტირაჟირდება.

დღეს ჩვენ ყველას შეგვიძლია უამრავი ტელეარხი ვნახოთ, ეს სივრცე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ლამის ყველა ევროპული ქვეყნის ტელეარხი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ტელეარხები და .. ჩვენთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის საინფორმაციო არხები არიან. ხალხმა უცხო ენა იცის.

შეხედეთ იქაურ საინფორმაციო გამოშვებებს, რა, იმ ქვეყნებში კრიმინალი არ არის? დილიდან დაიწყება, რომ იქ სადღაც ვიღაცამ ვიღაცას ხელი დაარტყა, მერე იქ ბანკი გაქურდეს და .. ასეთები ხომ ყველგან ხდება.

ამერიკის შეერთებული შტატები კრიმინალითა და პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. არც ევროპაში არის ამის ნაკლებობა.

უბრალოდ, ჩვენი მედია ამის ტირაჟირებას ახდენს, რაც სამწუხაროა. პრესა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ქვეყანაში ასეთი რთული რეალობაა, მაგრამ არცერთი სტატისტიკა რეალურად ამას არ ადასტურებს. .. ეს შთაბეჭდილება მცდარია და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მიზანმიმართულად იქმნება.

- ადგილებზე მოსახლეობას რომ ხვდებით, თქვენი დაკვირვებით, რა პრობლემები აწუხებს ელექტორატს, უპირველესად, რის მოგვარება სურთ?

- ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის მთავარი საკითხი ეკონომიკური განვითარება, სოციალური უზრუნველყოფაა. კიდევ უფრო მეტად ხაზს გავუსვამდი ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც საბოლოოდ ადამიანების დასაქმებაში უნდა რეალიზდებოდეს.

ამისთვის ჩვენ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ. ცხადია, ეს ერთ-ორ წელიწადში ვერ კეთდება, მაგრამ სერიოზული ნაბიჯები არის გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გასაკეთებელია ამ მიმართულებით.

მე მგონია, რომ ჩვენ მთლიანობაში გადავტეხავთ ამ სიტუაციას. ეს მთავარი საკითხია.

- უფრო კონკრეტულად რომ ჩამოვაყალიბოთ, დღესქართული ოცნება“  მოსახლეობას რას სთავაზობს?

- ეს ჩვენ პროგრამაში არაერთხელ თქმულა. შენარჩუნდება ის სოციალური გარანტიები, რომელიც დღეს არსებობს. ჯანდაცვის პოლიტიკას აკრიტიკებენ ჩვენი ოპონენტები, რომლეთა დროს საქართველოში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ 20%- ჰქონდა. თუ ვინმეს ურჩევნია, რომ ეს ისევ 20%- ჰქონდეს და არა 100%-, რასაკვირველია, მას შეუძლია არჩევნებზე ხმა ჩვენ ოპონენტებს მისცეს.

დანარჩენში, ჩვენ ამ ყველაფერს შევინარჩუნებთ. ასევე შევინარჩუნებთ განათლების პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს მასწავლებლებისთვის ხელფასების მატებას, სკოლების ხელმისაწვდომობას, უფასო სახელმძღვანელოებს, გაორმაგებულ სოციალურ დახარებას და ..

ეს რაც გავაკეთეთ და შევინარჩუნეთ. რასაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ, ეს ამ მიმართულებითაც უკვე დაწყებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადადგმული ნაბიჯებია. ამაზე უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ.

ასევე ვიმუშავებთ ქვეყნის სივრცით განვითარებასა და რეგიონების გათანაბრებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რამაც ეკონიმიკის სტიმულირებისთვის პირობები უნდა შექმნას. სხვა სტიმულირების ღონისძიებებიც არის განსახორციელებული. იგივე რეინვესტირება, გარკვეული თანხები გადასახადებისგან გათავისუფლდება. გვაქვს პროგრამები, რომელიც კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

ეს პროგრამები დაიწყო, მაგალითად სტარტაპ საქართველო და აწარმოე საქართველოში, რამაც გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა.

ასევე არის ინოვაციების სააგენტო, ინდუსტრიის განვითარების ჯგუფი. სოფლის მეურნეობაში ჩვენი პრიორიტეტები იქნება, ერთი მხრივ, კოოპერირების მხარდაჭერა და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის, აგრარული მეურნეობის შედეგად მიღებული პროდუქციის გადამუშავებას, შენახვა-რეალიზებას. სოფელში ეს ორი პრიორიტეტი იქნება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი პრიორიტეტი იქნება განათლებაც. ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია. ორი ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ახლა იწყება (მართალია, კერძო ფონდი აკეთებს, მაგრამ დასრულდება თუ არა სახელმწიფოს გადაეცემა), ეს არის უნივერსიტეტის პროექტი ქუთაისში და სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი თბილისში. ეს უმაღლესი სასწავლებელი საინჟინრო და გამოყენებით სპეციალობებზე იქნება ორიენტირებული, რაც უშუალოდ დაკავშირებული იქნება ჩვენი ეკონომიკის განვითარებასთან.

ასევე პროფესიული განათლება სერიოზულ მხარდაჭერას მიიღებს. რამაც ასევე უნდა უზრუნველყოს განათლების, ეკონომიკის და, ზოგადად, ხელობის კავშირი. და ეს ყველაფერი ცხადია მოსახლეობის ძალიან აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ხოლო ამ ენთუზიაზმისთვის საჭიროა ისეთი ლიდერობა, რასაც ახლა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა განახორციელებს.

- რა შედეგებს ელოდებით არჩევნებზე?

- ვფიქრობ, რომ ოცნება პარლამენტში უპირობო უმრავლესობას მიიღებს. სხვაზე ვერაფერს გეტყვით.

- მაინც სხვა პარტიებიდან ვის აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსები?

- მე არავისზე არ ვიტყვი. ყველას აქვს მეტ-ნაკლები შანსი, რომ ბარიერი გადალახოს. ასევე შეიძლება იქ ვერცერთი ვერ მოხვდეს.

გარანტირებული უმრავლესობა ქართულ ოცნებას ექნება, რადგან ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დღეს ამის ალტერნატივა არ არსებობს.               

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია