მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ ბენიძე: ივანიშვილი ნებისმიერი მხრიდან სახის საწინააღმდეგო აზრს ვერ ეგუება, ყველას უპირისპირდება, მათ შორის არაეთიკური გამონათქვამებითაც - 07 ოქტომბერი 2016

„ყელაზე ადრე გვექნება ზუსტი სურათი, თუ რომელმა პარტიებმა დაახლოებით რა პროცენტი მიიღეს“

myrights.ge

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია“. მისივე თქმით, „სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, იქ ისეთი ხალხი შედის“. ასე გამოეხმაურა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომ 2011 წლის 26 მაისის კადრების გავრცელება წინასაარჩევნოდ კითხვებს აჩენს.

ექს-პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ სასამართლო პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ამის გამო საქმის წარმოება ვერ შეჩერდება, ხოლო პროკურატურა ანგარიშვლადებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.

რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიულინაციონალური მოძრაობისწევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. მე მესამე სექტორს კი არა, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომნაციონალური მოძრაობისწევრები არიან“, - აცხადებს ივანიშვილი.

რას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ბოლო ბრალდებები სამოქალაქო სექტორის მიმართ, საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ასეთი ტიპის თავდასხმები რა მიზანს ისახავს, რა დამოკიდებულება აქვს /სამართლიან არჩევნებს“  წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული მაკომპრომიტირებელი ვიდეო თუ აუდიოკადრების მიმართ, წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად რა მონაცემები აქვს ორგანიზაციას, არის თუ არა პროგრესი თუნდაც წინა არჩევნებთან შედარებით?

ქრონიკა პლუსიარასამთავრობო ორგანიზაციასამართლიანი არჩევნებისა და დეოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისაღმასრულებელ თავმჯდომარეს, მიხეილ ბენიძეს ესაუბრება:

- როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ნებისმიერი მხრიდან რაიმე სახის საწინააღმდეგო აზრს ვერ ეგუებაშესაბამისად, ვინ განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ყველას უპირისპირდება, მათ შორის არაეთიკური გამონათქვამებითაც. რის მაგალითიც ეს ციტატა იყო, რომელიც თქვენ მოიყვანეთ.

კონკრეტულად ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ჩვენ მზად ვართ არგუმენტირებული დისკუსიისთვის, მაგრამ მსგავს განცხადებებსა და დაუსაბუთებელ საკითხებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებთ.

აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ. ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, სამოქალაქო საზოგადოების შედარებით ძლიერ სტრუქტურებზე  თავდასხმები მიმდინარეობს. ჩვენი მათ შორის კრიტიკული ხმა საზოგადოებაში ხშირად ისმის. ამიტომ თავდასხმებია როგორც მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პირებისგან (როგორიც ივანიშვილია), ასევე სხვათა შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც (რიგ შემთხვევაში, მათთან დაკაშირებული პირებისგანაც).

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შუალედური პოზიციების მქონე გარე დამკვირვებლებისადმი მსგავსი შეტევები აერთიანებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგებლები, იმის გამო, რომ ჩვენ კრიტიკულ შენიშვებს გამოვთქვამთ, არასამთავრობო სექტორს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებენ.

მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობისა და მათთან დაახლოებული პირების მხრიდან, რიგ შემთხვევაში საჯაროდ ჩვენი დადანაშაულება ხდება, რომ თურმე ჩვენ ქართულ ოცნებასთან ვართ აფილირებული და ხელისუფლებას ისე არ ვაკრიტიკებთ, როგორც ეს მათ მოესურვებოდათ და მათ ინტერესში შედის.

რამდენადაც ეს ბრლდებები ორივე მხრიდან მოდის, ესეც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ თანაბრად კრიტიკული ვართ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ. პრინციპში, არცერთის გემოვნებაში არ ვხვდებით. რაც საბოლოო ჯამში იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად სწორ პოზიციებზე ვართ და ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ანუ ერთგვარი მონიტორის, დამკვირვებლის ფუნქციას. ხშირ შემთხვევაში კრიტიკულ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული შეფასების ადრესატი.

არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი მოსაზრებები ყოველთვის ყველაზე უტყუარია. ამდენად, სხვადასხვა საკითხებზე შეგვიძლია არგუმენტირებულ დისკუსიაში შევიდეთ. მაგრამ ზოგადად,სამოქალქო საზოგადოების კრიტიკული აზრი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმისთვის, რომ ნებისმიერი რეფორმა თუ პროცესი უფრო ინკლუზიურად წარიმართოს და წარმატებული იყოს.

არ გვაქვს იმის ილუზია და მოლოდინი, რომ ჩვენი აზრი ყოველთვის გაზიარებული იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს დიალოგი საჭიროა.

პრინციპში, ამ ხელისუფლებასთან არაერთ საკითხზე გვქონია საკმაოდ წარმატებული დიალოგი. ისევე, როგორც არც ისეთი წარმატებული დიალოგის შემთხვევები. ამიტომ ცოტა უცნაურიც არის ბატონი ივანიშვილის მხრიდან მსგავსი განცხადებები; როდესაც, ყოველ შემთხვევაში პრემიერი კვირიკაშვილი მუდმივად მომართულია იმისკენ (საჯარო განცხადებებით მაინც), რომ აჩვენოს, თუ როგორ თანამშრომლობს მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

- ბრძანეთ, რომ ცოტა უცნაურია ექსპრემიერის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება. უახლესი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ასეთი ტიპის თავდახმები რა მიზანს ისახავს?

- მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან ეს არის სწორედ მთავარი ასპექტი, რაზეც ყურადღება უნდა გავამხვილოთ. არჩევნები მოდის და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე თავდასხმები მატულობს. იცით, რომ ძირითადად ეს თავდახმები მოდის ჩვენზე, სამართლიან არჩევნებზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობაზე, რიგ შემთხვევაში სხვა ორგანიზაციებზეც. მაგრამ ძირითადი შეტევა ამ სამ მოთამაშეზე ხდება.

ჩვენ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს ძალიან აქტიურად თვალყურს ვადევნებთ. და შესაძლოა, სხვადასხვა მხრიდან ეს თავდასხმები იქითკენ იყოს მიმართული, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამ ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოხდეს; გარკვეულწილად, ამ ორგანიზაციების დელეგიტიმაცია საზოგადოებაში.

ვხედავთ, რომ საზოგადოება ერთი მხრივ ძალიან პოლარიზებულია (თვითონ პარტიებს შორის არსებულ სიტუაციას ვგულისხმობ) და, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ საზოგადოების ნაწილი საერთოდაც დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან. ძალიან დიდ ნაწილს ჯერაც გადაწყვეტილი არ აქვს, ხმას ვის აძლევს. რიგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ინდიფერენტულ-ნიჰილისტური განწყობები აქვთ მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი.

ამ კონტექსტში, სწორედ სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობოები შეიძლება იმ პოზიციაზე მყოფი ორგანიზაციები იყვნენ, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან ნდობა აქვთ; რადგან ჩვენ რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესს არ ვატარებთ.

ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის თუ ხელისუფლების მხრიდან წამოსული ეს თავდასხმები და ბრალდებები სწორედ იმას უკავშირდება, რომ საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია მოხდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დაკვირვების შედეგად აუცილებლად გამოვაქვეყნებთ მონაცემებს უშუალოდ არჩევნების დღეს, თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. ჩვენ შეფასებებს, პოზიციებს გამოვაქვეყნებთ.

მათ შორის ჩვენ, სამართლიან არჩევნებს ხმების პარალელური დათვლა გვექნება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უშუალოდ არჩევნების პროცესში, საზოგადოებას კენჭისყრის  მიმდინარეობის შესახებ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთს. რადგან ჩვენი დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევით სტატისტიკური შერჩევით გამოვლენილ უბნებზე არიან განთავსებული და ეს, რეალურად, მთელი ქვეყნის სურათს გვაძლევს.

ამდენად, ერთი მხრივ პროცესის შესახებ გვექნება ძალიან კარგი ინფორმაციები და, მეორე მხრივ, პროპორციული შედეგების შესახებ მონაცემები გვექნება, რომელსაც არჩევნების მეორე დღეს გავაცნობთ საზოგადოებას. ანუ ყველაზე მალე გვექნება ზუსტი სურათი იმისა, თუ რომელმა პარტიებმა დაახლოებით რა პროცენტი მიიღეს არჩევნებში.

ამიტომ ზემოაღნიშნული ბრალდებები შეიძლება ამის პრევენციაც არის. ანუ რომელიმე პარტიის სასარგებლო შედეგი თუ არ იქნება, მათ წინასწარ თქვან, რომ აი, ჩვენი ორგანიზაციები მიკერძოებულები ვართ ან რაიმე სხვა მიზნები გვამოძრავებს.

თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი შედეგები რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ იქნება, მაშინ იმ პარტიას პრობლემა არ ექნება, რომ ძალიან მალე გადათქვას თავისი ბრალდებები ჩვენ მიმართ და დაიმოწმოს-დაადასტუროს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული შედეგები.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სწორედ წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესებისთვის, პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდებებია.

სხვათა შორის, ეს პირველი და ახალი შემთხვევა არ არის. ადრეც გვახსოვს არაერთი თავდასხმა. ბოლო წლებში ივანიშვილმა არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა, ასევე ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმაც. ასევე გვახსოვს ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები. გვახსოვს თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან თავდასხმები, როდესაც ასევე გვაბრალებდნენ, რომ ოპოზიციასთან თანხვედრაში ვიყავით და მათ მესიჯებს ვაჟღერებდით. ეს აპრობირებული და მრავალჯერ გამოყენებული მეთოდია, რომელიც არ მგონია შედეგს აძლევდეს რომელიმე პარტიას, იქნება სახელისუფლებო თუ სხვა რომელიმე პარტია.

- რა დამოკიდებულება გაქვთ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული მაკომპრომიტირებელი ვიდეო თუ აუდიოკადრების მიმართ?

- ამ ფაქტებს ცოტა ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე მსგვსი ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნება. 2012 წელსაც გვახსოვს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. წელსაც, მარტის თვიდან ჩვენ გარკვეული ტიპის, მათ შორის პირადი ცხოვრების შემცველი ჩანაწერებიც ვიხილეთ. მათი გამოქვეყნების რაღაც კასკადი ვნახეთ.

თავისთავად, ეს ეჭვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპრომატების ომი სწორედ არჩევნებთან იყო დაკავშირებული და არ შეიძლება საარჩევნო კონტექსტის გარეშე იყოს განხილული.

ასევე ბოლო ფაქტებს თუ შევხედავთ, ალბათ, ამ შემთხვევაშიც წინასაარჩევნო მოტივაცია ეჭვებს არ იწვევს. მათ შორის გარკვეული კითხვები გაჩნდა 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. აი ამ დღეებში იარაღის სამალავების თემა გაშუქდა. რატომ მოხდა ამ საკითხების წამოწევა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ არა აქამდე? აქ კითხვები ჩნდება ამ ყველაფრის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით.

სხვა მხრივ, ფარული ჩანაწერები, რასაკვირველია, ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვიცით, რომ ეს პრობლემა წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული კვლავაც ჩრდილად თავზე გვადგას. რადგან ამ ხელისუფლებამაც ვერ მოახერხა ადეკვატური, სისტემური პასუხი გაეცა იმ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც არსებობდა და ჩვენ ყველამ ვიცით ამის შესახებ. კერძოდ ვიცით, რომ ათასობით ასეთი ფაილი არსებობდა.

სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებშიც არ ვიცით, არ გვაქვს მკაფიო პასუხი, კვლავაც ხდება თუ არა მსგავსი მიყურადება, თვალთვალი და ჩაწერები. არიან თუ არა ის პირები დასჯილი, ჩვენ არ გვაქვს რეალური ინფორმაცია. კითხვები ჩნდება, ხომ არ არიან იგივე პირები დღესაც სახელმწიფო სტრუქტურებში და დღესაც ხომ არ ეწევიან რაიმე მსგავს საქმიანობას. ეს პრობლემები დღის წესრიგში დგას.

ვფიქრობ, რომ ამ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება თავის მხრივ  სახელმწიფოს პრობლემაა, რადგან დღემდე ამ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება არ ხორციელდება. ჩვენ ვერ ვხედავთ შესაბამის ეფექტურ გამოძიებას.

სხვა მხრივ, გამიჭირდება რომელიმე ფარული ჩანაწერის შინაარსზე ვიმსჯელო. მათი ავთენტურობა-წარმომავლობის განსაზღვრა, ალბათ, გამოძიების საქმეა. თუმცა თუ ჩანაწერები უკანონოდ არის მოპოვებული, მათი მტკიცებულებად გამოყენებაც ვერ მოხდება. თუ რაიმე მიმართულებით ლეგიტიმური რისკები და სერიოზული საფრთხე არსებობს, რა თქმა უნდა, ამ მიყურადებას სახელმწიფო უკვე კანონიერად უნდა ახორციელებდეს. ეს შესაბამისი მეთოდების დაცვით და სასამართლოს მხრიდან ნებართვით უნდა ხდებოდეს.

თუ ასეთი რამ არის, შესაბამისმა უწყებებმა ამის შესახებ ინფორმაციებიც უნდა გაგვაცნონ. რა თქმა უნდა, გამოძიების რეჟიმში ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. მაგრამ ჯერჯერობით რაც გამოქვეყნდა, არცერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არ უთქვამს, რომ ეს ოფიციალურად, ლეგიტიმური, კანონიერი მიყურადებით მოპოვებული ჩანაწრები იყო.

- წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად რა მონაცემები გაქვთ, არის თუ არა პროგრესი თუნდაც წინა არჩევნებთან შედარებით?

- ჯერ ვნახოთ რა პრობლემებს ვხედავთ ამ არჩევნებზე და მერე შეგვიძლია წინა საარჩევნო პროცესს შევადაროთ. ჩვენ უკვე პირველი ივლისიდან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით საქართველოში ყველა ოლქში წინასაარჩევნო გარემოს ვაკვირდებით.

პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესის პირველი ორი-სამი თვე შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ეს მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ხდებოდა. თუმცა მაინც საყურდღებო ტენდენციები იყო. კერძოდ, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან მუნიციპალიტეტებში.

კონკრეტულად, ეს არის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი საჯარო მოხელეთა მობილიზება სახელისუფლებო პარტიის აქციებსა და ღონისძიებებზე დასასწრებად. ასევე ბიუჯეტების გარკვეულ ცვლილებას ჰქონდა ადგილი. რაც დარღვევას არ წარმოადგენდა ჩვენი საარჩევნო პერიოდის პირველ ორ თვეში, ანუ ივნისსა და ივლისში, 8 აგვისტომდე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბიუჯეტების ზრდა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ამომრჩეველთა გარკვეული კმაყოფილების ღონისძიებები გატარებულიყო. ამ კუთხით სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ ამას ემსახურებოდა.

გარდა ამისა, ჩვენ პრობლემას ამომრჩევლის მოსყიდვაში ვხედავდით, რომელსაც არამხოლოდ სახელისუფლებო, არამედ ოპოზიციური პარტიებიც მიმართავდნენ. მათ შორის ჩვენ გვახსოვს ცენტრისტების, პატრიოტთა ალიანსის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის სხვადასხვა მცდელობები, რომლის შესახებაც ჩვენ ანგარიშებში ვსაუბრობდით.

უკვე აგვისტო-სექტემბერში, კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდა და ზეწოლა-მუქარის შემთხვევები მომრავლდა. ამ დროს რიგ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები იკვეთებოდა. ძირითადად, მუქარა ოპოზიციის აქტივისტებზე და მათ სხვა წარმომადგენლებზე მოდის.

გარდა ამისა, ჩვენ არაერთ შემთხვევაში კამპანიისთვის ხელშეშლის მცდელობები დავინახეთ. ეს იქნებოდა ოფისებზე თავდასხმა თუ პოლიტიკური პარტიების  გარკვეულ ღონისძიებებზე სხვა პარტიების წარმომადგენლების დასწრება. რაც რიგ შემთხვევაში სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. ეს მიმდინარე პროცესის ერთ-ერთი მახასიათებელია.

სხვათა შორის, ყველა პარტიისგან ვხედავთ, რომ სხვა პარტიის ღონისძიებებზე ცხადდებიან და მათი აქტივიტები სხვას ხელს უშლიან, რომ ნორმალური კამპანია ჩაატარონ. ეს, თავისთავად, მისასალმებელი არ არის.

ასევე ძალიან ბევრია კამპანიის მასალების დაზიანების ფაქტები. ეს მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა. ეს არის ოფისების, ბანერების, ფასადების დაზიანება ან რაღაც მსგავსი ტიპის ქმედებები.

თუმცა ამ ყველაფერს ერთიან კონტექსტში თუ შევხედავთ, ყოველ შემთხვევაში რასაც ჯერჯერობით ვაკვირდებით (შესაძლოა ბოლო დღეებში გამოიკვეთოს განსაკუთრებული პრობლემები და დარღვევები), საერთო ჯამში თუ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს შევადარებთ, დარღვევების რაოდენობის, ხარისხის, მათი შინაარსობრივი პრობლემურობის თვალსაზრისით, მაშინ უფრო მეტ საყურადღებო და პრობლემურ ფაქტს ვხედავდით, ვიდრე ამას წელს ვაკვირდებით.

მთელი რიგი მიმართულებით გაუმჯობესება არის, რაც ცხადია მისასალმებელია. თუმცა ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო სრულყოფა და წინასაარჩევნო პეროდის თანასწორ გარემოში ჩატარება. რასაც ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევა აქვს, რაც ამ თანაბარ გარემოს ხელს უშლის. მათ შორის ის ფაქტი, რომ პირველ ეტაპზე გარკვეული სიმშვიდის მიუხედავად, ბოლო თვეში არაერთი ზეწოლა-მუქარისა და სხვა საყურადღებო ფაქტებს ვხედავთ.

მათ შორის, რაც ამ ბოლო ხანებში გამოიკვეთა, ეს არის სიძულვილის ენის გამოყენება, რომელიც განსაკუთრებით პრობლემურია პატრიოტთა ალიანსის მხრიდან. მსგავსი ფაქტები, რასაკვირველია, საყურადღებოა. ეს თავის გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანასი კვლავ მნიშვნელოვანი სამუშაოები არის ჩასატარებელი.        

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია