მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ოცნება“, დაცვას მიხედე დაცვას! - 15 ოქტომბერი 2016

ანუ საარჩევნო რეპორტაჟი ნაციონალური მაძრაობის ოფისიდან

ufleba.ge

გიხაროდენ! ახალ, „ოცნებისპარლამენტში არ იქნებიან - დავით უსუფაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი ალასანია, ნინო გოგუაძე, თინათინ ხიდაშელი, დავით ჯანდიერი, ლევან ბერძენიშვილი და .. სამაგიეროდ, მანდ წარმოდგენილი იქნებიან მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და კიდევ სხვა ანგელოზები. ბედის ირონიაა, აბა სხვა რა არის? ჩვენ რა ვქნათ ჩვენ, კანონებს ვინ დაწერს, საკითხავი ეს არის.

სანამ ბოლომდე ჩაბჟირდებოდეთ, მოდითისტორიულიარჩევნების დღე გავიხსენოთ.

დილით ტელევიზორს გასაგები მიზეზების გამო (სახლში ხმაურის გამოწვევა არ მინდა) ადრეული, ჩაპლინისდროინდელი ფილმებივით უხმოდ  ვუყურებ. სხვათა შორის, ამას სპეციალისტებიც გვირჩევენ, უფრო ობიექტურად აღქმის განვითარებისთვის.

ერთ-ერთი პირველი ხმას პრეზიდენტი აძლევს. მარგველაშვილის პათოსი ხმის გარეშეც გასაგებია. ბოლო დროს ის მხოლოდ ყავლგაუვალ ფილოსოფიურ ჭეშმარიტებებს უქადაგებს თავის სამწყსოს.

მეთაურის მერე ცისფერ ეკრანზე ქვეყნის მორიგი პრემიეროვიჩი ჩნდება ოჯახის წევრებითურთ (იშვიათი გამონაკლისია). მთავრობის სხდომებისგან განსხვავებით, აქ საუკუნოდ დაღლილად არ გამოიყურება. როცა სხვა დროს მუდმივად იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რაღაც დიდ და უსიამოვნო გაუგებრობაშია მოხვედრილი. ღიმილით ხმას აძლევს და აქაც ხმის გარეშეც გასაგებია, რომ ხმას აძლევს თავისუფლებას, განვითარებას და სხვა ათას ერთ ბედნიერებას. აი, ვის სჯერა ეს ყველაფერი, ცოტა სხვა განხილვის თემაა.

პარლამენტის თავმჯდომარე ვისთან ერთად უნდა გამოჩნდეს, თუ არა მეუღლე თინა ხიდაშელთან და შვილებთან ერთად. ზედმეტი სიტყვებისგარეშეც ეს ოჯახური ტანდემი სჭირდება ამ ქვეყანას, სადაც კონსტიტუცია, კანონი, წესრიგი, სამართლიანობა კვლავ ლიტონ სიტყვებად რჩება.

აღარაფერს ვამბობ მათ თანაპარტიელ ლევან ბერძენიშვილზე, რომელიც ცოდნა-განათლებთ ყველა დროის პარლამენტს ერთად აღებულსჯიბეში ჩაისვამს. ვახტანგ ხმალაძეზე, ძირითადი პროფესიით ფიზიკოსზე, რომელმაც წლების განმავლობაში ქართულ კანონმდებლობას სული შთაბერა და .. მაგრამ ვინ გისმენს, ქართული პოლიტიკის საშინაო და საგარეო მიმართულებები უნდა განსაზღვრონ მსახიობებმა, მუსიკოსებმა...

მერე ეკრანზე ვხედავთ კახი კალაძეს, რომელიც როგორც ყოველთის ცოტა შეწუხებული სახით გამოიყურება, რამეთუ ქართველებს აწმყო თუ არ გვწყალობს, მომავალი ხომ ჩვენია?

ნაციონალები არ გვიანებენ. დავით ბაქრაძე, გიგა ბიკერია, ნიკა მელია ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისები არიან ჩვენ რეალობაში, რომლებმაც იციან, რა უნდათ და როგორ უნდათ, რომ გააკეთონ. რა, რა და გამოცდილება (კარგიც და ცუდიც), მონდომება მათ არ აკლიათ. თუმცა ამჯერად უხმო რიტორიკაში ჩვეული რიხი მაინც აკლიათ და ეს გასაგებიცაა, - დღეს, 8 ოქტომბერს დილით წარმოუდგენელია რეალური პროგნოზის კეთება. ცხოვრებას ხომ ყველა თავისი კათედრიდან ხედავს.

ირაკლი ალასანია როგორც ყოველთის იღიმის და გზად ყველა შემხვედრს მედგრად ხელს ართმევს, გამარჯვების პათოსით აღსავსეა.

აი შალვა ნათელაშვილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხმის ტემბრის გარეშე უნდა უყურო და ეს კადრები პიარის სახელმძღვანელოში შეიტანო. მეუღლესთან ერთად გაცისკროვნებული უახლობდება საარჩევნო ურნას, კომისიის წევრი ყუთს ათავისუფლებს, მაგრამ სად ეჩქარება შალვას ჩაგდება? ამას მხოლოდ ბოლორეჩის დარტყმისმერე აკეთებს, ბოლო შანსს მაქსიმალურად იყენებს, რომ მეტი ხმები მიიღოს... (ეჰ, შალვა, ამ ქვეყანაში პიარსაც, რიხსაც, ერთგულებასაც, თავისუფლებასაც ერთი კაცის მონობა უჯოკრავს, ასე რომ...)

პაატა ბურჭულაძის კომენტარში კვლავ და კვავ იკითხება: მოგვეცით ადამიანებო ხმები, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე!

მოკლედ, უყურეთ მოლაპარაკე ყუთს უხმოდ და ასე გაცილებით მეტს გაიგებთ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე.

ამ ფონზე, ცესკოს პრესსპიკერის გამოსვლის შინაარსსაც უხმოდ ვიგებ - ცხადია, რომ ჯერჯერობით არჩევნები რაიმე კონკრეტული დარღევების გარეშე დაიწყო, რაც ბოლო ათწლეულების საარჩევნო პერიპეტიების გათვალისწინებით მისასალმებელი ფაქტია. სხვა გზა აღარ გრჩება თუ არა პატიოსნად მიხვიდე შენს საარჩევნო უბანზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო.

მივეშურებისდასუსკენ“, სადაც ჩემი საარჩევნო უბანია. გაჩერებაზესაქართველოს ბანკისბანკომატი ისევ არ მუშაობს (ბოლო დღებში სულ ასეა), რომ 15-თეთრამდე გაღლეტილი სამგზარო ბარათი შევავსო. თბილისის მერია, ხომ შეიძლება არჩევნების დღეს მაინც უფასოდ ამგზავროთ ადამიანები? ამაში მაინც ხომ უნდა იყოთნიათიანები“, თქვე მართლა ხოხბის პირდაპირო ჩამომავლებო? ცოდვა არაა, კაცი არჩევნებზე მიდიოდეს და დააჯარიმო?

მაინც რა ვართ ეს რეპორტიორები, სულ ნეგატივს რომ ვეძებთ და შასაფრებულის პოზა გვხიბლავს? ჰოდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავდგეთ გამოსწორების გზაზე და აი ახალშემოყვანილი ლურჯი ავტობუსი კარგი რამეა, ძველთან შედარებით თვითმფრინავისა და ტრაქტორის შედარებაა.

გავაგრძელოთ, საარჩევნო უბანზე ისეთი მშვიდი, მოწესრიგებული პეიზაჟი (სურათს ვერც ვაკადრებ) მხვდება, რომ სიდანღაც მიტივტივდება - „ჩვენ მაინც გავიზარდენით, პაპა“!

როგორც სამოთხეშია, აქაც ყველა ხელებდაკაპიწებული თავის საქმეს აკეთებს, არავინ არავის არ ეჩრება, როგორ გეკადრებათ!

ჩემი ნომერი წინასწარ ვიცი (ყოჩაღ ცესკოს, ბარათი სახლში ორჯერ მომიტანეს, ჯერ დიდი და მერე პატარა და მაიძულეს, რომ ნომერიც კი დამემახსოვრებინა).

კომისიის წევრი, ვინც მარკირებას ახდენს და საარჩევნო ბიულეტენებს მაწვდის, წარმარტებასაც მისურვებს. იმდენად არ მჯერა ამ ოზაისის, რომ უწყინარიასევესთქმაც კი მავიწყდება მე ცოდვილს. ხმას ვაძლევ და კმაყოფილი გამოვდივარ.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სად ვიყავით, საიდან მოვედით და სად ვართ. თუ სხვა სფეროებიც ისევე დალაგდება, როგორც ცესკოს სისტემა, მთლად სამოთხე თუ არა მიწიერი ჯოჯოხეთი მაინც არ გვექნება ყველგან და ყველაფერში.

გზად ნაციონალური მოძრაობის ოფისისკენ ქალაქში ამომრჩევლების საკმაოდ თვალშისაცემ აქტივობას ვხედავ. ადამიანები იჯახებით მიდიან უბანში კენჭისყრაზე. საარჩევნო უბნებთანაც საკმაო ხალხმრავლობაა. დედაქალაქში სიახლის მოლოდინი, სულისკვეთება იგრძნობა.

პარტიული მედიაცენტრი საქართველოს და ევროკავშირის უზარმაზარი დროშებით არის შემოსაზღვრული.

ნაციონალები არჩევნებს პირველ რიგში დიდ ეკრანზერუსთავი 2-ით“, ქართულ-უცხოური მუსიკით და ყავა-ჩაი-ნამცხვრებით ხვდებიან. ვერაფერს იტყვი, გემრიელი სტარტია. აქ აღნიშნულ ტელეარხს იმდენად ერთგულობენ, რომ ყოველსაათიან საინფორმაციო გამოშვებებს შუა, ჩვეულ სერიალებს უშვენებენ, რადგანინდური სერიალებითაც კი შესაძლებელია მოსახლეობისთვის სიმართლის თქმა ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე (ნაწყვეტვანო ჯავახიშვილის იუმორისტული მონოლოგიდან).

ყოველ საათში ერთხელრუსთავი 2“ გვეუბნება, რომ არჩევნები ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს, უმნიშვნელო გამონაკლისების გარდა, რაზეც სათანადო რეაგირება ხდება. ამ მხრივ თითქმის ყველ პარტიას ერთი და იგივე პათოსი აქვს. მცირე ბრიფინგებს ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ატარებს. გათვლა გასაგებია - ყოფილ ხელისუფლებას ხომ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უჭირდა.

ამჯერად ნაციონალური მოძრაობის მთავარი ლოზუნგებია - „ახალი ენერგიით საქართველოს წინსვლისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა“, „საგარეო პოლიტიკა: მშვიდობა და უსაფრთხოება“, „ეკონომიკა და დასაქმება“...

ნაციონალებში უჩვეული სიწყნარეა. ასე ალბათ ორ შემთხვევაში ხდება: ან ბოლომდე ხარ დარწმუნებული გამარჯვებაში, ან საპირისპიროდ, დამარცხებაში. აქ უფრო რომელია, ეს ალბათ 8 საათის მერე გამოჩნდება

მანამდე მედიაცენტრში აჩიკო მეფარიძი სიმღერამშვიდობითგაისმის. კონტექსტი (სავსებით შესაძლოა, უნებლიე) გასაგებია; ვის თუ არა ნაციონალებს სურთ დაემშიდობონ ოცნებას, რომელმაც სრული ოთხი წელი ცხრაწლიანი პერიოდის ლანძღა-გინებაში, მის შემოქმედთა დევნაში  გაატარა. ამაზე ერთ-ერთი აკრედიტებული ჟურნალისტი შენიშნავს: ეს ისეთი სიმღერაა, ვისაც როგორც მოესურვება, ისე გაიგებსო. მეორე ამბობს: ვნახოთ, 8 საათის მერემშვიდობითვის ოფისში ამღერდებაო.

ამის შემდეგჩემი საქართველო აქ არისისმის, რასაც მერაბ სეფაშვილის უკვდავიჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდეგუგუნებსმტრის ჯინაზე“. აქედანდარია თუ ავდარია, მიშა მაგარიამდეაღარაფერი რჩებოდა, მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს, - 8 ოქტობერს ნაციონალების მედიაცენტრში ეს არ მოგვისმენია.

სამაგიეროდ, აჩი მეფარიძის არ იყოს, ადელისმილიონი წლის წინათდა და მისთანა რამე-რუმეეები ისმოდა... საკითხავია, „ოდესელმა მიშკამთუ იცის ამ ყველაფრის შესახებ.

ეს რა შუაშია, მაგრამ სადღაც შუადღისას სააკაშვილმა მატვეი განაპოლსკისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, - მე რა, გასტროლიორი კი არ ვარ, ჯერ აქაც დიდი გეგმები მაქვსო.

სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე ერთიან მომღიმარ ბიჭად არის ქცეული. მედიაცენტრის ეზოს მესამე სართულიდან გადმოყურებს და ნაცნობ ჟურნალისტებსაც იქიდანვე ესალმებ-ეხუმრება. ერთ-ერთ კოლეგა ქალბატონს სურვილის შემთხვევშიმარტინისსთავაზობს. მედიამუშაკი ხურდას უბრუნებს, - მაგაზე უფრო ძლიერი სასმელი გვინდაო.

ამაზე ძლიერ სასმელებს ქართული ოცნება სთავაზობს, - ასეთია ბაქარაძის ოპერატიული პასუხი.

პარტიის ლიდერი საინფორმაციო გამოშვებებსაც თვალყურს ადევნებს და აქაც უხმო ემოციებით იფარგლება. 8 ოქტომბრის დიდი გაუგებრობა გრძელდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, შუადღისთვის საარჩევნო პერიპეტიები ხურდება. ტუღუში მორიგ ბრიფინგზე ამბობს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ უბანზე ნაციონალური მოძრაობის მომხრე მამა-შვილი კურტანიძეები სცემეს. საარჩევნო უბნიდან მოშორებით მათ ოცამდე კაცი თავს დაესხა და დაუნდობლად ურტყეს. ცხადი ხდება, რომ კენჭისყრა მუსიკის ფონზე ბოლომდე ვერ ჩაივლის.

ტუღუში ასევე კახეთის სასაზღვრო სოფელ მაწიმში მომხდარ შეთხვევაზე საუბრობს, როდესაც კანდიდატს ამომრჩეველი შეხვდა და უთხრა, რომ შენ სად ხარ კაცო, ახლა კენჭისყრაზე ვიყავი და სიაში სართოდ არ იყავიო. აღმოჩნდა, რომ დუშეთის რაიონის ერთ-ერთი უბნის ბიულეტენები მაწიმის ბიულეტენებში აერიათ და ასეთი კომიკური შედეგიც ამან გამოიწვია. ყოფილმა ომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ დუშეთში ეს ერთადერთი უბანია, სადაც ნაციონალებს თავისი კანდიდატი საერთოდ არ ჰყოლიათ.

ტუღუშის ბრიფინგების დროს ბაქრაძე ისევ მესამე სართულიდან იყურება.

მედიაცენტრში უკრაინული მედიის რამდენიმე წარმომადგენელი აქტიურობს. მათი ასევე აქტიური რესპონდენტები თამარ ჩერგოლეიშილი, ლევან თრხნიშვილი და გიორგი ტუღუში არიან. ისინი კიდევ ერთხელ მხარს უჭერენ მეგობარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმდოვნებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიევთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამასობაში ყურადღებას იქცევს ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გაკეთებული კომენტარი: მე ხმა მივეცი გააზრებულად და არა რწმენით, - აქ რწმენაში რელიგიას არ ვგულისხმობო. დამეთანხმებით, დიადი აზრების, ისევე როგორც დიადი წიგნების მართებულად აღქმა ადვილი საქმე არ არის. ისევე, როგორც ნიცშეს (ვისაც ივანიშვილი ეპაექრება ხოლმე) იდეები ნაცისტებმა გააუკუღმართეს და სათავისოდ გამოიყენეს. ამათ შორის (ნიცშე თუ ჩვენი ბიძინა) ვინ უფრო მაგარია (დარია თუ  ავდარიას არ იყოს), მკითხველმა განსაზღვროს.

საღამოსკენ მარნეულში სიტუაცია რადიკალურად იძაბება. იქ ერთ-ერთ საარჩევნო უბანს პარტიული აქტივისტები იპყრობენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისევე, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი გამშველებელს, ამ შემთხვევაში პოლიციას ხვდება. დღის სიმშვიდის ფონზე, საღამოს სისხლი იღვრება, დაზარალებულები საავადმყოფოში გადაყავთსამართალდამცავები ბეწვის ხიდზე გადიან, გამოძახებულ სპეცდანიშნულების რაზმს საბედნიეროდ ძალის გამოყენება არ სჭირდება.

უბედურებაა, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ პოლიტიკური ძალები ამომრჩველს, საზოგადოებას, უსახო ბრბოდ განიხილავენ; რომელსაც საითაც მოგესურვება იქითგარეკავ“. მაგრამ ბატონებო, „მგელი მოდის, მგელი მოდისპრინციპი ყოველთვის არ იმუშავებს და კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს. ამ პოლიტიკურ მარაზმსა და მაიმუნობას ყველა მხარემ ბოლო უნდა მოუღოს, თორემ ეს გავეშებული ბრბო ერთხლაც შემოგიბრუნდებათ და ქვას ქვაზე არ დატოვებს. აქ გარკვეული რეგიონების ეთნიკურ-რელიგიური სიჭრელეც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ნებისმიერი საარჩევნო დღის პიკი 8 საათია. ამ დროს ეგზიტპოლების შედეგების ქვეყნდება. „ჯიეფკასპირველადქართული ოცნების“ 39%-სა დანაციონალური მოძრაობის“ 32% არცთუ შთამბეჭდავი ტაში მოყვება. მილოცვის ხმებიც ნაკლებად ისმის.

ამას მოყვება ლიდერების რიგრიგობით გაკეთებული განცხადებები, რომქართული ოცნებადამარცხებულია, ჩვენი შედეგი აუცილებლად გაიზრდება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ხმების ბოლომდე დათვლას, მერე ცესკოს შედეგებს, ეგზიტპოლის გამოკითულთა 30%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა და ..

აქაური ლიდერების მთავარი აქცენტი იმაზეა, რომ ოცნებამ 39%- იღებს იმ ფონზე, როდესაც 2012 წელს არჩევნებში დამარცხებულმა ნაცმოძრაობამ 40% მიიღო.

მერე აჩვენებენ მოზეიმე ოცნებას, მაგრამ ჩემი დილანდელიჩაპლინისდროინდელიპერიპეტიის არ იყოს, ესეც უხმოდ ხდება. ბიძინას განცხადების დედააზრი ბოლომდე გაუგებარი, თორემ აქ, ნაციონალებთან ყველაფერი გასაგები და ხელისგულზეა - „ოცნებისთუნდაც უღიმღამო გამარჯვება აქ რა ბედენაა?

დიდ ეკრანზე არც თუ ფართოდ მომღიმარი კვირიკაშვილი, კალაძე და ივანიშვილი ერთმანეთს ცვლიან. აბა, ბიძინამ, მე პოლიტიკაში არ ვარო, როდესაც რეგიონული კოლეგები უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ეკითხებიან? გამოსვლების ხმა კვლავ არ ისმის, ოცნება გახარებულია, მაგრამ ყველა იმასაც ხვდება, რომ ეს ძალიან ნაადრევი სიხარულია.

რიგრიგობით გაკეთებული განცხადებების შემდეგ ბაქრაძე ისევ ღრუბლებს, აქ მესამე სართულს უბრუნდება და კრებას ზემოდან გადმოჰყურებს. კომენტარებს ძირითადად ბოკერია, მელია, თარგამაძე, ჩვენი ძველი და ერთგული რესპონდენტი, რომან გოცირიძე აკეთებენ.

საერთო პათოსი გასაგებია - წიწილებს ცოტა მოგვიანებით დავითვლითითო.

გვიან ღამით ოფისიდან გამოვდივარ. მხოლოდ კანტი-კუნტი მანქანის საყვირი მეტყველებს ოცნების გამარჯვებაზე. 2012 წელთან შედარებით ცხადია, ეს შედეგი არანაირ განსაკუთრებულ განწყობას არ იწვევს, რადგანწილხვედრიისევ ღარიბ-ღატაკია და მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ყოველდღიურ საშოვარზე გადაგებული. ვის და რით გაახარებ ამ დროს? ჰოდა, შედეგიც სახეზეა.

გულის სიღრმეში ხომ ყველა ხვდება, - ოცნებები უკვე კარგა ხანია დამსხვრეულია, ხვალიდან მძიმე რეალობა ბრუნდება, საიდანაც რეალური გამოსავალი ძალიან შორსაა. ..

...წინა დღით ვაგზალზე, „თერგისბაზრობაზე გავიქეცი, რადგან ვერაფრით გავიხსენე ჩემი მრავალტანჯული პიჯაკი რამდენი წლის წინ ვიყიდე. რატომღაც მომინდა, ამ არჩევნებს მაინც ახალი პიჯაკით შევხვდები-მეთქი. საღამო ხანია და დამესივნენ მოვაჭრეები. ერთი ყველაზე ჭკვიანი გამოდგა, გამომკითხა ზუსტად როგორი მჭირდებოდა და თავის დახლთან მიმიყვანა. ზუსტი ზომა არ აღმოჩნდა და თანამშრომელი საწყობში გაგზავნა მოსატანად. ვკითხე, როგორ ხართ, აქ რა მდგომრეობა გაქვთ-მეთქი.

- ხვალ ბაზარი არ იმუშავებს, რადგან ყველა არჩევნებზე უნდა მივიდეთო.

ადმინისტრაციამ იმისკენაც ხომ არ მოგიწოდათ, ხმა ვის უნდა მისცეთ-მეთქი.

ამაზე გაეღიმა:

- ყველა თავისი სინდისით მოქმედებს. პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოვრება აქაც ძალიან გაჭირდა. აი იმ ბარიერს ხომ ხედავთ ბაზრობის შიგნით, იმის იქით მოვაჭრეები აღარ დგანან, როცა ადრე სავსე იყო აქაურობა. ძალიან ბევრი ყიდის თავის სავაჭრო ადგილს და უცხოეთში წასვლას ცდილობს, რომ ოჯახისთვის როგორმე ლუკმა-პური იშოვოს. რაღა შორს წავიდეთ, აი წეღან, ახალგაზრდა ქალი ტიროდა, 6 წლის შვილი უნდა დავტოვო და ევროპაში მოხუცის მოსავლელად უნდა წავიდეო. ლამის მთელი ბაზარი ცდილობდა მის დაწყნარებას. აბა, ეს ცხოვრებაა...                    

ოცნებადაცვას მიხედეთ, თუ სწორ ნაბიჯებს ვერ გადადგამთ და მმართველობას ისევცრაწლიანი პერიოდისგინებაში გაატარებთვინ ვინ და თვით ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები კალაძეც კი ვერ გიშველით. საკუთარ კარებში გოლების გატანა უნდა დასრულდეს, თორემ დედაქალაქის ცენტრიდან 40 კმ-ში ვანია- არ სძინავს...        

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია