მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ გაათავისუფლა რუსთავის „აზოტმა“ მასობრივად თანამშრომლები? - 22 თებერვალი 2017

„იმ დასაქმებულთა შრომის ახალი კონტრაქტები კი, რომლებიც არ გაათავისუფლეს, შეიცავს უამრავ კაბალურ პუნქტს და საქართველოს კანონმდებლობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა“

ufleba.ge

ამასწინათ, „რუსთავის აზოტისთანამშრომლები დაცვის სამსახურმა ქარხნის ტერიტორიაზე აღარ შეუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, „აზოტისახალმა მენეჯმენტმა 350 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც აღნიშნავენ, ისინი ძირითადად საპენსიო ასაკის ადამიანები არიან.

ამ თემაზექრონიკა პლუსისაქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რა პროცესები მიმდინარეობს რუსთავის აზოტში და ეს რა პრობლემებს იწვევს?

- მიმდინარე წლის 25 იანვრიდან საწარმო აზოტში დასაქმებულთა მასობრივი გათავისუფლება მიმდინარეობს. ყველა თანამშრომელი სამუშაოდაკარგულად გამოაცხადეს; შემდეგ გაფორმდათ ახალი შრომის კონტრაქტები, რომელიც არ გაუფორმეს 350 ადამიანს. მათ უთხრეს, რომ მათი საშვი დაბლოკილია და სამუშაოდან არიან გაშვებული.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ორი დღის უკან, კომპანიის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავის მერიაში ყავდათ მიწვეული, სადაც მათ განუცხადებიათ, რომ 700 ადამიანის განთავისუფლებას აპირებენ საერთო ჯამში.

იმ დასაქმებულთა შრომის ახალი კონტრაქტები კი, რომლებიც არ გაათავისუფლეს, შეიცავს უამრავ კაბალურ პუნქტს და საქართველოს კანონმდებლობასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. უკანონოა ასევე კონტრაქტებზე ხელმოწერის პროცესიც. ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას ხუთგვერდიანი, წვრილი შრიფტით დაწერილი შრომის კონტრაქტი წაიკითხოს, გაიაზროს, თუ საჭიროდ ჩათვლის იურისტის კონსულტაცია მიიღოს. მას აიძულებენ კონტრაქტს ხელი მომენტალურად მოაწეროს. თანაც აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ხელის მყისიერად არმოწერის შემთხვევაში უმუშევრობა ემუქრება.

ყოველივე წინა შრომის კონტრაქტთან შედარებით მდგომარეობას რადიკალურად აუარესებს. მაგალითად, როდესაც დასაქმებული უვადო შრომის კონტრაქტით სარგებლობდა, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ერთი წლით არის დაქირავებული.

გარდა ამისა, კონტრაქტის საკმაოდ დიდი ნაწილი დასაქმებულთათვის ახალი, გამოგონილი და შრომით პროცესებთან არავითარ კავშირში მყოფი ვალდებულებებით და ამ ვალდებულებების დარღვევისათვის დასაკისრებელი, ყოველგვარ ლოგიკას აცდენილი ოდენობების ფულადი ჯარიმების მექანიზმებს უკავია.

- ამ პრობლემების მიზეზები რაში მდგომარეობს?

- რუსთავის აზოტის ირგვლივ მიმდინარეუცნაურიპროცესების შესახებ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ჯერ კიდევ 2016 წლის დასაწყისიდან საუბრობდა და ითხოვდა განმარტებებს და ინფორმაციების გასაჯაროებას.

2016 წლის დასაწყისიდან, კომპანიასოკარისმიერ, ბუნებრივ აირზე, რუსთავის აზოტისთვის თითქოსდა არაადეკვატური ფასის დაწესების გამო, საწარმო შეფერხებებით მუშაობდა.

პარალელურად, შექმნილ მდგომარეობასთან ყოვლად შეუსაბამოდ, საქართველოს მთავრობა და კომპანიის ადმინისტრაცია აანონსებდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBD) წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას, რუსთავის აზოტის ას მილიონ ლარზე მეტით დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ყოველივე ამის შემდეგ, 2016 წლის ივლისის თვეში, ბუნებრივი აირის ფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საწარმო კვლავ გაჩერდა. ამის პარალელურად კი, საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ გაასხვისა საწარმოს შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების ნაწილი. ეს ფაქტი კი კომპანიამ უარყო და დეზინფორმაციად შეაფასა.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, აღმოვაჩინეთ, რომ საჯარო რეესტრში დაფიქსირებულები არიან ვიღაც პირები, რომელთა მიმართ  საწარმოს დავალიანება გააჩნია. როდესაც კომპანიის წარმომადგენლებს კვლავ მივმართეთ განმარტებების მისაღებად, გვიპასუხეს რომ ეს ჩვენი საქმე არ არის.

პროფკავშირმა 2016 წლის 15 სექტემბერს ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას მოთხოვნით: „გასაჯაროვდეს ინფორმაციები აზოტთან დაკავშირებით“, რის შემდეგაც ქარხნის ერთ-ერთმა მფლობელმა, რომან ფიფიამ, ქარხნის შიდა პერიმეტრზე გამართა კონტრაქცია და ხალხს უთხრა რომპროფაკვშირებს პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ და იმიტომ არიან დაკავებული პოპულიზმით, სინამდვილეში კი ყველაფერი კარგად არის, ეგ კი არა და მომავალ წელს ხელფასების ოდენობის გაორმაგებას ვაპირებო“.

ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო პროფკავშირის წევრების მიმართ მასობრივი დევნა და მხოლოდ ოქტომბრის თვეში 100-მდე წევრმა დატოვა პროფკავშირის რიგები. ამ ტენდენციის შემჩნევისთანავე შრომის სამინისტროს გავუგზავნეთ შეტყობინება კოლექტიური შრომითი დავის მედიაციით გადაწყვეტის მოთხოვნით.

მედიაციის ფარგლებში, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, შრომის სამინისტროს შენობაში შედგა ერთი შეხვედრა. მედიატორმა (ლევან ჟორჟოლიანი) მხარეებს დაგვავალა, რომ მოგვემზადებინა შეთანხმების ორმხრივად მისაღები პროექტი და წარგვედგინა მედიატორისთვის. პროფკავშირმა მოამზადა ამგვარი პროექტი, თუმცა კომპანიამ კვლავ პროფკავშირის შეთავაზების იგნორირება მოახდინა.

ეს ყოველივე, ჩვენ, სატელეფონო საუბრის მეშვეობით ვაცნობეთ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს და ვთხოვეთ, რომ მედიატორი კვლავ ჩართულიყო საქმეში, რადგან კომპანია პროფკავშირთან პირდაპირ მოლაპარაკებებს თავს არიდებს.

სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ მედიატორი, რომელიც კონკრეტულად ამ საქმისთვის იყო დანიშნული შეიცვალა და ახალი მედიატორი რამდენიმე დღეში გამოვიდოდა კონტაქტზე, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა.

ფაქტობრივად, პროფკავშირი და კომპანია, მიმდინარე მომენტისათვის იმყოფებიან კოლექტიური შრომითი დავის მიმდინარე პროცესში, რადგან პროცედურულად მედიაცია დასრულებული არ გახლავთ. სწორედ მედიაციის პროცესისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ გააღრმავა რუსთავის აზოტთან დაკავშირებული პრობლემები.

2016 წლის 30 იანვარს საწარმო გაჩერდა, ისევ ბუნებრივი აირის ფასის პრობლემით. თუმცა ამავე დროს შეიცვალა მენეჯმენტი და პროცესების მართვა დაიწყეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა. დარგობრივი პროფესიული კავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გელა ბიჭიაშვილს, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მენეჯმენტის წარმომადგენლებთან - სოსო გოზალიშვილთან და ლევან ბურდილაძესთან, რომლებთანაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში მოხდებოდა მენეჯმენტის შეხვედრა პროფკავშირის წარმომადგენლობით შემადგენლობასთან, რომელშიც ჩართული იქნებოდნენ მხარეთა იურისტებიც და ამ შეხვედრაზე მოხდებოდა კომპანიის გეგმების განხილვა და პოზიციების შეჯერება დასაქმების, საწარმოს მუშაობის, შესაძლო შემცირებებისა თუ რეორგანიზაციის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ადმინისტრაცია ახლაც ამბობს, რომ მზადაა შეხვედრა შედგეს მომავალ კვირაში (30 იანვარი - 5 თებერვალი), 2017 წლის 20 იანვრიდან კომპანიამ უკვე დაიწყო დასაქმებულთა შემცირებაზე საუბარი; ხოლო 25 იანვრიდან კი პროცესები ფორსირებულად და სრული კანონდარღვევით წარმართა. ამ შემთხვევაში კი შეხვედრა მიზანს კარგავს, რადგან 3-4 დღეში კომპანია უკვე დაასრულებს წამოწყებულ პროცესს.

- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანების მასობრივად უმუშევრად დატოვებაზე?

- მომხდარზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკისრება კომპანიას და ასევე ხელისუფლებასაც, რომელიც როგორც მინიმუმ ვალდებულია უზრუნველყოს შრომის კანონმდებლობის დაცვა, მშრომელთა უფლებების დარღვევის აღკვეთა, პროცესების კანონიერ ჩარჩოებში დაბრუნება, დამსაქმებელსა და პროფკავშირის შორის ეფექტური სოციალური დიალოგის დამყარება - მიმდინარე მედიაციის ფარგლებში შრომის ახალი კონტრაქტების, შრომის შინაგანაწესის და შრომის პირობებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ერთობლივად განხილვა და დამტკიცება.

- გამოსავალი, რა გზით უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა?

- პირველ რიგში, უნდა აღდგეს სტატუს-ქვო, ანუ განთავისუფლებული ადამიანები უკლებლივ უნდა დააბრუნონ სამუშაო ადგილებზე. ამის შემდეგ უნდა მოხდეს რუსთავის აზოტის თანამშრომლების, პროფკავშირების და ფართო საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და რა ფორმით მოხდა რუსთავის აზოტის მენეჯმენტის ცვლილება. ბოლოს კი კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და დაასაბუთოს, რით იყო განპირობებული და რა აუცილეობლობას წარმოადგენდა დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაშინ, როდესაც რუსთავის აზოტი ერთ-ერთი წარმატებული ქართული საწარმოა, რომელიც საკუთარ პროდუქციას საკმაოდ წარმატებულად ყიდის მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში.

სწორედ ეს მოთხოვნებია დაფიქსირებული წერილში, რომელიც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სახელით 27 იანვარს გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას.

- კიდევ რას აპირებთ პროფკავშირები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით...

- პროფკავშირის მიერ გამოყენებული იქნება მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, საშუალება და შესაძლებლობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გამოყენებული იქნება პროტესტის ყველა შესაძლო ფორმა და მეთოდი, პროფკავშირი იქნება უკომპრომისო ამ საკითხთან მიმართებაში, რადგან საქმე ეხება 350 ადამიანის, ჩვენი ძმების და დების, მათი ოჯახების და შვილების სოციალურ მდგომარეობას.

ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ამ პროცესში მარცხი, ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ვერავის, რომ ადამიანების ასეთი უცერემონიოდ სამუშაოდან განთავისუფლება, მათი გადაგდება, მოტყუება, შეურაცხყოფა და დამცირება, შრომითი ურთიერთობების ჩვეულებრივი სტანდარტი გახდეს.

ქარხანაში მიმდინარე ხმაურიან პროცესებთან დაკავშირებით, „რუსთავის აზოტისადმინისტრაცია შემდეგი შინაარსის განმარტებას აკეთებს:

- შპსრუსთავის აზოტმა“, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ რთული ფინანსური მგომარეობის გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდა კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით.

გასული წლის სექტემბრიდან ქარხანას ჰყავს ახალი მესაკუთრე, თუმცა დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა შპსრუსთავის აზოტი“.

სამწუხაროდ, 2017 წლის იანვრიდან  შპსრუსთავის აზოტმავეღარ შეძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია.

ქარხნის ახალი მესაკუთრის მიერ, ამჟამად ტარდება გარკვეული ზომები, ქარხნის კვლავ სრული დატვირთვით ასამუშავებლად.

პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდშიც, სანამ ქარხანა გაჩერებულია) და ამ კადრებთან ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება

ქარხნის სრული დატვირთვის ამუშავების შემთხვევაში, ახალმა ინვესტორმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი კადრების დასაქმების საკითხიც.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარხნიდან ხდება თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა სიმართლეს არ შეესაბამება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია