მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა მექანიზმმა შეუწყო ხელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცებას? - 08 ივნისი 2017

ანუ „კანონს თუ არ კითხულობთ, ვაჟა-ფშაველა მაინც წაიკითხეთ“

გელა მამულაშვილი

599455026

აფგან მუხთარლის თბილისში გაქრობამ და ბაქოს ციხეში აღმოჩენამ მსოფლიო გამოხმაურება გამოიწვია. ჟურნალისტი ქართულად მოლაპარაკე უნიფორმიანი პირების მხრიდან გატაცებაზე, ფიზიკურ შურაცხყოფასა და შემდეგ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაზე საუბრობს. „კანონს თუ არ კითხულობთ, ვაჟა-ფშაველა მაინც წაიკითხეთ“, _ ასე მიმართა სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სამარალდამცველი უწყების წარმომადგენლებს

29 მაისს, საღამოს საათებში, აფგან მუხთარლიმ მაღაზიაში პური იყიდა და სახლში უნდა მისულიყო (სადაც ცოლ-შვილი ელოდებოდა), როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში ბანდიტურად თავს დაესხნენ და ცემა-ტყეპითოპელისმარკის ავტომანქანაში შეაგდეს. თბილისიდან გაყვანის შემდეგ ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ხელებიც შეუკრეს. მოგვიანებით, ის მეზობელ ქვეყანაშისაზღვრის უკანონოდ გადაკვეთისბრალდებით დააკავეს, პასპორტის მაგივრად კი მუხთარლის ჯიბეში 10 ათასი ევროაღმოუჩინეს“.

უკვე აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 31 მაისს, ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ, დახურულ სხდომაზე მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მასსაზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისბრალდებები წაუყენეს. თავის მხრივ, საქართველოს შსს- გამოძიება დაიწყო სსკ- 143- მუხლით, რაც ჟურნალისტისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

მუხთარლის გადაცემის საქმე ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რამაც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არაცივილიზებული, არაჰუმანური დამოკიდებულება გამოააშკარავა. ამის ცხადი დასტური, თუნდაც, ბოლო წლების სტატისტიკაა, როდესაც ხელისუფლება ბაქოდან გამოქცეულ ლტოლვილებს ოფიციალურ თავშესაფარზე უარს ეუბნება. ის კი არა, მთავრობა ასეთ ადამიანებს ბინადრობის ვადის გაგრძელებაზეც კი უარს ეუბნება და მათზე მუდმივი თვალთვალის ფაქტებსაც არ იკვლევს.

აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში გატაცებითა და შემდგომ აზერბაიჯანში მისი დაკავებით შეშფოთებულია. ამერიკის მთავრობაინტენსიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეს გამოძიება სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად ჩაატაროს“. ევროკავშირის საგარეო კომისარ მოგერინის  განცხადებაში კი აღნიშნულია, რომსაქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცება და უკანონოდ დაკავება, როგორც ეს იყო გაცხადებული, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშესაქართველოს მთავრობას მოუწოდებსგანმარტოს, თუ რა შეემთხვა მუხთარლის და მისცეს უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მყოფ სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს“.

ჩვენთან საუბრისას აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისთვის და მისივე ქალიშვილისთვის უსაფრთხოების ზომები განიხილეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა. ოჯახს სპეციალური განგაშის ზარის გამოყენებაც შეუძლია. ადვოკატის განცხადებით კი, უახლოეს მომავალში, ამ საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც გადაწყდება.

მუსტაფაევა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს, მაგრამ ქვეყანაში რჩება, რათა მეუღლის საქმეს თვალყური მიადევნოს. ამასთან, ეშინია, რომ მეუღლის სიცოცხლეს აზერბაიჯანში საფრთხე დაემუქრება. მისივე ინფორმაციით, ადვოკატს ბაქოში საშუალება არ მისცეს, დაცვის ქვეშ მყოფი მოენახულებინა.

ამ ფონზე, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა კონკრეტული მექანიზმები უწყობს ხელს თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მიმღებ ქვეყანაში მსგავს უდიერ დამოკიდებულებას?

მუხთარლის საქმეზექრონიკა+“-ის მთავარი ექსპერტი გახლავთ ნიკოლოზ ლეგაშვილი _ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობისთავმჯდომარე, „კონსტიტუციის 42- მუხლისხელმძღვანელი:

_ მუხთარლი პრეზიდენტ ალიევზე გახმაურებული, კრიტიკული სტატიების ავტორია და, საბოლო ჯამში, ამის მსხვერპლი გახდა. „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისპროგრამის ფარგლებში დიდი ხანია, დევნილ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს ვეხმარებით, რაც სასამართლო მონიტორინგსაც მოიცავს. მათ სამართლებრივად, ასევე გარკვეული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც, გვერდით ვუდგავართ.

მუხთარლი ოჯახთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი ბენეფიციარი იყო და უცებ გაიტაცეს. 29 მაისს, საღამოს 7 საათიდან 8-ის ნახევრამდე წაიყვანეს. სავარაუდოდ, დაკავების მომენტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაგოდეხის მიმდებარე ტერიტორიიდან, როგორც ამბობენ, რაღაც სამხედრო ობიექტიდან გადაყვანილია, ანუ ჩვეულებრივი სამოქალქო საკონტროლო-პუნქტით გატარებული არ არის.

სავარაუდოდ, ამაში აზერბაიჯანის გარდა, საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა. მთავრობის მხრიდან ან კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი, ან ეს ყველაფერი  ძალიან მაღალ ეშელონებში გადაწყდა.

აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ ხელისუფლება უკვე სხვანაირად საუბრობს და საკითხს სერიოზულად უდგება. სამწუხარო ის არის, რომ მუხთარლი აზერბაიჯანშია და აქედან, ფაქტობრივად, ვერაფრით დავეხმარებით იმის გარდა, რომ სასამართლო პროცესების მონიტორინგს განვახორციელებთ.

როდესაც ადამიანი საქართველოში დაცული გვეგონა, უცებ ბაქოს ერთ-ერთ საპყრობილეში აღმოჩნდა.

_ როდის ჩამოვიდა მუხთარლი საქართველოში და რა სტატუსით იმყოფებოდა აქ?

_ წელიწადნახევარზე მეტია, აქ იმყოფებოდა, შარშან ოქტომბერში ბინადრობის ერთწლიანი ვადა გაუვიდა. პრინციპში, ახლა კანონმდებლობა შეიცვალა და შეუძლიათ, ერთი წლის განმავლობაში, აქ ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყვნენ. მერე საზღვრის გადაკვეთა და ისევ დაბრუნება უწევთ.

მუხთარლი საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან სხვა შემთხვევებშიც აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე თავშესაფრის მინიჭების პროცედურები არ მიმდინარეობს. აქ კითხვის ნიშანია, რადგან ამის ყველა პირობა არსებობს. მით უმეტეს, ბოლო ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი საფრთხე სხვა უფლებადამცველებსაც ექმნებათ.

_ შარშან ბინადრობის მოწმობის ვადა აღარ გაუგრძელეს?

_ სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ აღარ გაუგრძელეს. საქართველოს ტერიტორიიდან მისი გაძევების პროცედურების დაწყებისთვის კი არანაირი საფუძველი არ არსებობდა. თუნდაც რომ არსებულიყო, ეს რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც 29 მაისს განხორციელდა.

_ ბინადრობის მოწმობის გარეშე რა კონკრეტული იურიდიული საფუძველი რჩება, რომ ადამიანს მიმღებ ქვეყანაში პრობლემები არ შეექმნას?

_ როგორც აღვნიშნე, ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ ჩვეულებრივად იყვნენ საქართველოში, მერე გადავიდნენ საზღვარზე და უკან დაბრუნდნენ. ეს სავსებით კანონიერი გზა იქნება.

_ მუხთარლის აზერბაიჯანში რა ელის?

_ ყოველ შემთხვევაში, კარგი არაფერი. საქმეზე არსებული გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ არ მომხდარიყო, გაცილებით ცუდი ვითარება შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა გარკვეული დაზიანებები აქვს, მარამ დამატებით მსგავს დამოკიდებულებას აღარ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, იქაც საქმე არცთუ ისე მარტივადაა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სხვა სახის დაზიანებებს აღარ მიიღებს.

სასამართლო პროცესი აღკვეთის ზომის შეფარდების თაობაზე, ფორმალურად, 10-15 წუთი გაგრძელდა, ახლა ერთ-ერთი ციხეშია მოთავსებული. თავდაპირველად, ბაქოს ცენტრალური წინასწარი დაკავების იზოლატორში მიიყვანეს.

იგივე სცენარი იყო სხვა უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც ადრე დააკავეს. და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 2-3 წლის განმავლობაში ციხეში იმყოფებოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ინთიგამ ალიევის საქმე. ახლა მას უფლება არ აქვს, სახელმწიფო დატოვოს. სავარაუდოდ, მუხთარლისთან დაკავშირებით მსგავსი პროცესი წარიმართება.

_ მაინც, რა გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული?

_ სავარაუდოდ, რამდენიმე წელს ციხეში გაატარებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება. არავის აქვს ილუზია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მას ხვალ გაათავისუფლებს. თან ბრალდება ისეთია, რომ თითქოსდა თვითონ გადაკვეთა საზღვარი, თურმე, არადეკლარირებული 10 ათასი ევრო ჰქონდა, წინააღმდეგობა გაუწია, ის კი არ სცემეს, თავად უწევდა წინააღმდეგობას საზღვრის გადაკვეთის დროს დაკავებისას... რაღაც სასწაულებს ყვებიან, რაც ძალიან იაფფასიანი დამოკიდებულებაა.

აზერბაიჯანი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი არ არის და მთავარი პრობლემაც ეს გახლავთ.

_ აზერბაიჯანიდან წამოსულებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესი რატომ არის შეჩერებული?

_ არა მარტო აფგანთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის არც ერთ მოქალაქეზე აღნიშნული პროცედურები, ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. მოპასუხე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინაპირობა, რომ ამ ადამიანებს თავშესაფარი მიეცეს, ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია.

_ რას ეყრდნობიან მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას?

_ მათ ეუბნებიან, რომ უშიშროების სამსახურებიდან შესაბამისი დასკვნა აუცილებელია. მერე პასუხობენ, რომ სწორედ უშიშროების სამსახურის დასკვნის საფუძველზე უარს ეუბნებიან თავშესაფარზე. არგუმენტაციის განხილვა არც მიმდინარეობს, როცა ადამიანს არანაირი დარღვევა არ აქვს.

რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია თითოეულ შემთხვევაზე ვიდაოთ, მაგრამ სანამ ევროპული სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამასობაში ბევრი წელი გავა.

_ ამასთან დაკავშირებით ლტოლვილთა სამინისტროს პოზიცია როგორია?

_ სხვათა შორის, ამაზე მინისტრ სუბარის განცხადება გავრცელებულია, _ ცალკეულ შემთხვევაში ამბობენ, რომ ადამიანს მათთვის საერთოდ არ მიუმართავს. მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან სხვა ყველა შემთხვევაში აზერბაიჯანელი მოქალაქეები უარს იღებდნენ. შეიძლება ეს ფაქტორი იყოს და ადამიანმა საერთოდ აღარ მიმართოს.

სავარაუდოდ, ეს გარკვეულ გარიგებასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ხელისუფლება ლოიალურია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორია. თურმე, ამიტომ შეიძლება, რომ კონსტიტუციით აღიარებული ვალდებულებები არ შეასრულონ.

_ „სავარაუდო გარიგებაშიკონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ერთ მხარეს ეკონომიკური ინტერესებია, საქართველო აზერბაიჯანისგან გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს იღებს, „სოკარიძალიან სერიოზული ინვესტორი და გადასახადის გადამხდელია საქართველოში. ასევე სხვა ეკონომიკური კავშირები არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას არ უღირს, რომ ეს ყველაფერი დაიკარგოს და ღირებულებებზე გაიცვალოს, რომელიც საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ თავისი ნიშნებით გარკვეულ კორუფციულ გარიგებას აქვს ადგილი. აქ საუბარი არ არის რაღაც კონკრეტული თანხის გადახდაზე და მისთ., მაგრამ ეკონომიკური ინტერესებით ის ისეთ მომენტებს თმობს, რაც გაცილებით ღირებულია.

ამ ფონზე, პროსახელისუფლებო აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წერილები ქვეყნდება, რომ თითქოს საქართველოში რაღაც რევოლუციური სცენარი იწერება. აზერბაიჯანის ხელისუფლება თითქოს იმით შეშფოთებულია, რომ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელები აქ რევოლუციას ამზადებენ. აქ ვითომ გარკვეული პლაცდარმი იქმნება, რომ აზერბაიჯანში აჯანყება მოხდეს.

ამ დროს ეს ადამიანები ჩვეულებრივი დევნილები არიან. უბრალოდ, თავის აზრს აფიქსირებენ და გამოხატვის თავისუფლების რეალიზების შედეგად დევნილები გახდნენ. ზოგი ჟურნალისტია, უფლებადამცველი, ზოგს სარჩელები ჰქონდა შეტანილი ევროპულ სასამართლოში...

მაგალითად, ინთიგამ ალიევს სარჩელები ჰქონდა და ამის გამო დაიჭირეს. მუხთარლი ჟურნალისტია და ძალიან კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდა, „რადიო თავისუფლებისთანამშრომელი იყო. ასევე ხადიჯა ისმაილოვა დაჭერილი იყო და, საბედნიეროდ, გამოუშვეს. ეს დასავლეთიდან ძლიერი ზეწოლის შედეგად მოხდა, რადგან მუდმივად ანგარიშებში ხვდებოდა და ადეკვატურად ფასდებოდა.

აქაც ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რომ დასავლელ კოლეგებს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ, აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტს და . . როგოც ადრე ვაკეთებდით, მუშაობას ასევე გავაგრძელებთ.

_ დაახლოებით რამდენ აზერბაიჯანელზეა საუბარი, ვისაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან?

_ ზუსტი ციფრების თქმა არ შემიძლია, თან ეს ხალხი მარტო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს არ მომართავს. კიდევ არის ორგანიზაცია, რომელიც ამ ადამიანებისთვის თავშესაფარს უზრუნველყოფს. მთხოვნელთა ციფრი პატარა ნამდვილად არ არის. ჩვენც იმხელა რესურსი არ გვაქვს, რომ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება უზრუნველვყოთ. ამიტომ ჩვენი რესურსები და ამ ადამიანთა რაოდენობაც შეზღუდულია.

_ რა პრობლემებს აწყდებიან მიმღებ ქვეყანაში სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით?

_ ძირითადად, ვერ მუშაობენ, ან სად იმუშავებენ? რა თქმა უნდა, არის ასეთი კარგი შემთხვევებიც. მიმდინარე, ყოფითი პრობლემები აქვთ ხოლმე. ასევე ხშირად მათ მიმართ თვალთვალი ხორციელდება. ამაზე სამართალდამცველებს მიმართავენ, მაგრამ ისინი ამ საქმეს არ იძიებენ. ასეთი განგრძობითი, ლოიალური დამოკიდებულების შედეგად ის მივიღეთ, რაც 29 მაისს მოხდა.

იმედია, ამის შემდეგ მაინც თავშესაფრის მაძიებლების მიმართ ცოტა სხვა დამოკიდებულება იქნება. უპირველესად, ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს სამართალდამცველი სისტემის დამოკიდებულებას ვგულისხმობ. თუნდაც თვალთვალის ფაქტებზე დაფიქსირდეს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან თუ საქართველოს რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენლები? დაადგინონ, რა მიზნით უთვალთვალებენ და . . აქ მთელი რიგი პროცედურების აუცილებლობაა.

_ მუხთარლის საქმის ფონზე, როგორ უნდა მოხდეს თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება?

_ უბრალოდ, სამინისტრომ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია. ამ ადამიანების დაჭერებით (ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს) ძალიან ადვილია დაასკვნა, რომ რეალური დევნა მიმდინარეობს. მაგრამ ამას მარტო მე და თქვენ ვხედავთ, ისინი ვერ ხედავენ. ამიტომ ეს თავიდან ბოლომდე  სამარცხვინო დამოკიდებულებაა.

რასაკვირველია, ამას კორუფციული გარიგება შეიძლება დაერქვას. ამაზე იმიტომ მიდიან, რომ სტრატეგიული პარტნიორია. ალიევის ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკების შედეგად ამ ადამიანების საქმეებს სწავლობენ, უფლებას აძლევენ, რომ მათზე თვალთვალი განხორციელდეს, ზოგიერთ შემთხვევაში პირად კონტაქტზეც გადიან, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც კი იყო.

რადგან საქართველოს სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება არ ხდება, ეს ადამიანები კვლავ ასეთ მეთოდებს მიმართავენ. შესაბამისად, მათთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა რთულდება. პატარა ორგანიზაციისთვის კი ამხელა სისტემასთან ჭიდაობა ძალიან ძნელია.

_ იმედოვნებთ თუ არა, რომ მუხთარლის პრეცედენტის შემდეგ რეალობა შეიცვლება?

_ ამერიკელი და ევროპელი კოლეგების იმედი მაქვს, თორემ აქაურ ხელისუფლებას ვინც უფრო დიდ მუშტს დაუბრახუნებს, სწორედ მის დაბრახუნებულზე რეაგირებს. რასაკვირველია, აქამდეც კონტაქტზე ვიყავით დასავლელ კოლეგებთან, მაგრამ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებში ცვლილებებს გამოიწვევს.       

_ სხვა ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებლებზე რა მდგომარეობაა?

_ ჩვენ ასევე რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით მუშაობა დავიწყეთ. მსგავსი პრეცედენტები ძალიან გახშირდა, მეზობელ თურქეთშიც რთული მდგომარეობაა. არ არის გამორიცხული, ამ მიმართულებითაც გავააქტიუროთ მუშაობა. ცალკეულ შემთხვევებში ვცდილობთ, რომ თავად იმ ადამიანის უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე ინფორმაცია კონფიდენციალურად შევინარჩუნოთ.

ქართული ოცნებისსაპარლამენტო უმრავლესობიდან ჩვენი მოპასუხე ზაქრო ქუცნაშვილია. დეპუტატის თქმით, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება სახეზეა.

_ რამ გამოიწვია ეს დანაშაულებრივი ქმედება?

_ ვერ გეტყვით, ამ დანაშაულის ჩადენის მოტივაცია რა იყო. აღნიშნულ პიროვნებას არ ვიცნობ და არც ის ვიცი, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენს რა მოტივი ამოძრავებდა.

_ რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს?

_ ჩვეულებრივად, როგორც ეს სხვა დანაშაულის ჩამდენების მიმართ ხდება. ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთის უფლება არავის აქვს, ამიტომ ადამიანის გატაცებაზე რა პასუხისმგებლობაც დგება, აქაც იგივე უნდა იყოს, თუ დადასტურდა, რომ საქართველოში იყო მოტაცებული.

_ რატომ არ ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანელ მაძიებლებს ოფიციალურ თავშესაფარს, ამის მიზეზებს სად ხედავთ?

_ სიმართლე გითხრათ, თავშესაფრის მიღების ან მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით გახმაურებული პროცესების შესახებ არ გამიგია. პირიქით, დღეს ჟურნალისტის მეუღლის განმარტება მოვისმინე, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ სურს.

იუსტიციის სისტემაში არ ვმუშაობ, მაგრამ რასაც მედიას თვალყურს ვადევნებ, რაღაც არ მსმენია გახმაურებული შემთხვევების თაობაზე, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერები საქართველოს მოქალაქეობას ითხოვდნენ.

_ „ადამიანის უფლებათა სახლისექსპერტის თქმით, ბოლო წლებში არც ერთ აზერბაიჯანელს საქართველოში თავშესაფარი არ მიეცა და ამას პლუს, ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაც კი არ ხდება, ეს რამდენად მართებული დამოკიდებულებაა?

_ არ ვიცი, ამ ფაქტების სისწორე-უსწორობის გადამოწმება არ მიწარმოებია და ამიტომ ამას ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ.

_ კიდევ ასეთი შეფასებაა, რომ ორი ქვეყნის მთავრობას შორის, ერთგვარი, გარიგებაა, როცა მხარეთა ეკონომიკური ინტერესები ჰუმანიტარულ ნაწილსყლაპავს“...

_ საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის, სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება, დამნაშვეების, ეჭვმიტანილების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა ყველა სხვა კონვენცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედებს (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით დაწყებული, თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დასრულებული), ევროპის საბჭოს ყველა მოქალაქეს სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზეც იცავს.

ასე რომ, შეუძლებელია, არსებობდეს რამე სხვა შეთანხმება, ზემოთ ჩამოთვლილი შეთანხმების გარდა. წმინდა ეკონომიკურ შეთანხმებებს აღარ ჩამოვთვლი, საკმაოდ ბევრია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

_ ამ ფაქტზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გამოხმაურებას როგორ განიხილავთ?

_ დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებაზე როგორ შეიძლება, დადებითი შეფასების მოლოდინი გვქონდეს, ეს ხომ შეუძლებელია? შეფასდა ისე, როგორც შეიძლებოდა შეფასებულიყო მკვლელობა, ადამიანის გატაცება, ტერორისტული აქტი, ძალადობა და . .

_ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს?

_ ეს უკვე ფილოსოფიური შეკითხვაა. რაც კაცობრიობა არსებობს, დანაშაულს ებრძვის, მაგრამ ვერ შეძლო ის წელში გაეტეხა, ასე რომ...

_ მაშინ კონკრეტულად ვთქვათ, თავშესაფრის მაძიებლები აცხადებენ, რომ მათზე ხშირად უცნობი პირებისგან თვალთვალი ხორციელდება, რის გამოც რეაგირებისთვის სამართალდამცველებს მიმართავენ, მაგრამ უშედეგოდ, ამას რა ეშველება?

_ ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებულია. თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ.

ექსპერტ გია ხუხაშვილს უპირველესად ვკითხეთ, მუხთარლის საქმე  საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგებს იქონიებს. მისი შეფასებითშეიძლება სისტემური პრობლემა გაჩნდეს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაში:

_ დიდი ხმაურის მიუხედავად, შიდა პოლიტიკური გაგებით, არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება ამ თემის გამო რაიმე რეალური ქმედებებისთვის მზად იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ შიგნით სულ სხვა პრიორიტეტული პრობლემები გვაქვს, ეს იქნება სოციალური თუ სხვა ტიპის გამოწვევები.

მუხთარლის ბედი მწვავე და მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პროფესიულად ამ საქმით დაკავებულია და ესმის გრძელვადიანი რისკი, რაც ამ თემას შეიძლება დაუკავშირდეს. საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა ცოტაა.

_ გრძელვადიან პერსპექტივას, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას რაც შეხება, ამაზე რა გავლენა ექნება?

_ ყოველ შემთხვევაში, დასავლეთიდან რა რეაქციებიც ვნახეთ, პროგნოზირებადი იყო. ეს გარკვეული წითელი ხაზის გადაკვეთაა და შეიძლება, შორსმიმავალი შედეგი ჰქონდეს. ვიღაცამ დასავლეთში შეიძლება ჩათვალოს, რომ ჩვენ ასეთი ფაქტებით იმ სტრატეგიის ტორპედირებას ვახდენთ, რომელიც დასავლეთს პოსტსაბჭოურ სივრცესთან და იგივე ამიერკავკასიასთან მიმართებით აქვს, რასაც საკმაოდ მკაცრად განიხილავენ.

შეიძლება, დღეს პირდაპირი, ხისტი რეაგირება არ ჰქონდეთ, მაგრამ სამომავლოდ სერიოზული როლი ითამაშოს და დასავლეთმა, გარკვეულწილად, კონტრზომები მიიღოს. ეს რა სახის იქნება, ძნელი სათქმელია, რადგან ინერციული სისტემაა. ამიტომ მყისიერი პასუხი არ იქნება, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში რამე სხვა თემასთან დაკავშირებით მკვახე რეაგირებას უნდა ველოდოთ. ურთიერთობების ტაქტიკა ასეთია.

_ რამ შუწყო ხელი აღნიშნულ ფაქტს და რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი მოვლენები არ განმეორდეს?

_ ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი არ იყო. იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო მმართველობითი სისტემა ღრმა კრიზისშია და მარჯვენა ხელმა არ იცის, მარცხენა რას აკეთებს. ეს ამბავი ქვედა დონეზე მოხდა. თუ ჩვენ ხელისუფლებას თავისი ცუღლუტი შვილების მამად წარმოვიდგენთ, ყველა მამა თავის შვილს იცავს, ამის ვალდებულება აქვს. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება, რატომღაც, ვალდებულად მიიჩნევს, რომ თავისი ცუღლუტი შვილის დანაშაული დაფაროს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მმართველობითი სისტემა გამართულად უნდა მუშაობდეს. ვერავინ უნდა ბედავდეს იმ ფარგლებიდან, წითელი ხაზებიდან გასვლას, რასაც ქვეყნის განვითარების გენერალური ვექტორი ჰქვია, მაგრამ დღეს ეს სისტემა მოშლილია. არავინ, თვითონ ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგელებმაც არ იციან, სად არის ეს წითელი ხაზი, რაც მათთვის საკმაოდ გადღაბნილია. ეს ვერტიკალი მთლიანად კოროზირებულია და ამიტომ ნებისმიერი რამე შეიძლება მოხდეს. არ არის ვერტიკალი დალაგებული და არ არის პოლიტიკური ფარგლები, წითელი ხაზები, რომლის ფარგლებშიც სისტემამ უნდა იმუშაოს. დღს ეს ფარგლები, უბრალოდ, არ არსებობს.        

დაბოლოს, „ქრონიკა+“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას წარმოგიდგენთ (რაც, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს): 2011-დან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი  აზერბაიჯანის 42 მოქალაქე არის რეგისტრირებული. ამავე პერიოდში ვერც ერთმა მათგანმა მიმღებ ქვეყანაში ოფიციალური თავშესაფარი ვერ მოიპოვა. ოფიციალური უარი ეთქვა აზერბაიჯანის 13 მოქალაქეს, 21 ასეთი საქმე შეწყვიტეს. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საქმეთაგან ათი 2014 წელს, ხოლო ხუთი 2015 წელს არის შეწყვეტილი (2016-ში უკვე ორი). 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში თავშესაფარი აზერბაიჯანის მხოლოდ ერთმა მოქალაქემ მიიღო.   

მასალა ასევე გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში" (6.06.2017)   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია