მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარიამ რამინაშვილი: მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს კვლავ არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს - 07 სექტემბერი 2017

„მოსწავლეებს დროისა და საჭიროებების შეუსბამო, მორალურად მოძველებული და საგანმანათლებლო ხარისხისადმი შეუსაბამო სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა“

ufleba.ge

ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ამასწინათ, ჟურნალისტებს ის სიახლეები გააცნო, რაც სისტემაში უკვე განხორციელდა და ახლო მომავალში დაინერგება. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგად და პროფესიულ განათლებაზე, რომ ამ მიმართულებებით მიმდინარე ახალი პროექტები, ახლო მომავალში ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ზოგადი განათლების კუთხით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გაწერილ ახალ პროექტზეჩვენი სკოლა 20-20“, რომლის განხორციელება, ყველა სკოლას თანაბარ პირობებში ჩააყენებს და 2020 წლისთვის, პროგრესი ცალსახა იქნება.

სკოლის ინფრასტრუქტურასთან და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ერთად, მინისტრმა ხაზი გაუსვა სკოლაში პედაგოგის უმნიშვნელოვანეს როლს, რომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არაერთი აქტივობა ხორციელდება. კერძოდ, თუ შარშან ტრენინგი 40 ათასამდე პედაგოგმა გაიარა, 2017 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში, მათი რიცხვი უკვე 30 ათასს აღწევს. ამ კუთხით მინისტრმა ყურადღება გაამახვილაათასწლეულის გამოწვევა ფონდ - საქართველოსჩართულობას, რომელთა ხელშეწყობით, გადამზადებას გადიან საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები და სკოლების დირექტორები. შესაბამისად, გაიზარდა გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგთა რაოდენობა, რომელთაც განვითარების მეტი მოტივაცია გაუჩნდათ.

სამინისტრო მნიშვნელოვანი სიახლეს სთავაზობს დამწყებ პედაგოგებს. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებში პედაგოგთა მიღება კონკურსით ხდება, სადაც გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც დამწყებ პედაგოგებს არ აქვთ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგიურ ფაკულტეტს წარმატებით დაამთავრებენ, განსაკუთრებით სოფლებისა და ეროვნული უმცირესობების სკოლაში, მათ ექნებათ გარანტირებული საგაკვეთილო საათები. კერძოდ, ისინი გაკვეთილებს სკოლის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ.

სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა გაგრძელდება საბაკალავრო პროგრამა „1+4“ კურსდამთავრებული ორენოვანი ახალგაზრდა კადრებისა, რომლებიც ეროვნული უმცირესობების სკოლებში, დამხმარე მასწავლებლად მუშაობენ. 2017-2018 სასწავლო წლებში არაქართულენოვან მცირე სკოლებში 53 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი იმუშავებს.

საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა. კერძოდ, შინაარსობრივად პროგრამები განიტვირთება, მეტი აქცენტი პრაქტიკულ აქტივობებზე და საპროექტო სწავლებაზე გაკეთდება. გაჩნდება მეტი შესაძლებლობა ფორმალური გაკვეთილების არასაგაკვეთილო სივრცეში გადატანისა (ექსკურსიები მუზეუმებში, კვლევების ჩატარება ველზე); რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, მისი შეფასება მოხდება მეტი და მრავალფეროვანი კრიტერიუმებით. მნიშვნელოვანია, რომ მის შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, სამინისტროს საკუთარი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შესთავაზონ.

იმისათვის რომ სასწავლო პროცესი აქტიური და საინტერესო გახდეს, ახალი სასწავლო წლიდან, სამინისტრო, საწყის ეტაპზე, მცირეკონტიგენტიან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანას იწყებს, რაც მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას აუმაღლებს. გარდა ამისა, გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები, ხოლო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში, გაცილებით მეტი ბავშვი დაისვენებს.

საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი სივრცე საექსკურსიო ადგილების შესახებ, რაც ერთის მხრივ მასწავლებლებს მისცემს საშუალებას უფრო ნაყოფიერად დაგეგმონ დრო, მეორეს მხრივ წაახალისებს სერვისის პროვაიდერებს. მნიშვნელოვანია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებისთვის თემატური ექსკურსიები სრულად იქნება დაფინანსებული.

უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაიზრდება დისტანციური ქართული ენის გაკვეთილები და გაფართოვდება ქვეყნების ქსელიც. ამ ეტაპზე, 500-მდე გაკვეთილი 21 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც 200 ბავშვი და 35 მასწავლებელია ჩართული. გაკვეთილები ტარდება როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, დანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ..

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ასევე სკოლების რეაბილიტაციაზე და ახალი სკოლების ახალი ტექნოლოგიებით აშენებაზე. მან ხაზი გაუსვა ასევე სკოლებში შრომის გაკვეთილების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვების დანერგვას. კერძოდ, სკოლებში აიკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, . სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა. ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამინისტრო თბილისის რამდენიმე დიდკონტინგენტიან სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ.

პროფესიული განათლების კუთხით, ალექსანდრე ჯეჯელავამ დუალური განათლების მიღწევებზე, საერთაშორისო პარტნიორებზე და იმ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რაც ახალგაზრდების დაინტერესებას პროფესიული განათლების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის. კერძოდ, ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლე, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევა, ის არა მხოლოდ პროფესიას შეიძენს, სკოლის ატესტატის აღებასაც შეძლებს, რაც საშუალებას მისცემს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს.

პროფესიული განათლების კუთხით, უმნიშვნელოვანესი სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო კერძო პროფესიულ კოლეჯებს დააფინანსებს. ამასთან, მოხდება პროფესიული უნარების აღიარება. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ თემაზექრონიკა პლუსი“ „ევროპული საქართველოსგანათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება.

- ქალბატონო მარიამ, როგორ აფასებთ განათლების  მინისტრის ბოლო წინადადებებს, მათ შორის სკოლებში ვაშლის დარიგებაზე?

- იმ ფონზე, როცა:

- ქვეყნის ზოგადი განათლების ხარისხის ნიშნულმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია და დაფიქსირდა სიტუაციის გაუარესების ზრდადი მაჩვენებელი - შედეგები ყოველწლიურად უარესდება - 2014 წელს ჩაჭრილთა რაოდენობა 13,6%- შეადგენდა, შემდგომი მაჩვენებელი პირდაპირ მიანიშნებს, რომ სტატისტიკა ყოველწლიურად გაუარესდა. 2015 წელს 14,4 % გახდა; 2016 წელს გაიზარდა 24,4%-მდე, 2017 წელს 27,2%-ია. „ტიმსს-2015“ დაპისა-2015“ წლების ციკლში მონაწილეობის პერიოდში, კვლევების მიხედვით, რომელსაც ადასტურებს საერთაშორისო შეფასებებიც, ჩვენ ვერ შევძელით მიგვეღწია საერთაშორისო საშუალო ნიშნულისათვის;

- სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განსაკუთრებით პრობლემურია ბავშვთა ფიზიკური დასჯისა და ბულინგის შემთხვევები.  2016 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა მცირე რაოდენობა. 2016 წელს საბაზო განათლების დასრულებამდე 241–მა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება, ხოლო საბაზო განათლების დასრულების შემდეგ – 924–მა.

უკიდურესად შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ნაკლებადეფექტიანია, განსაკუთრებით განათლების უფლების განხორციელების, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით;

- ვერ განხორციელდა საშუალო საფეხურის სტანდარტების რევიზია და ამიტომ 3 სასწავლო წლით დაგვიანდა აღნიშნული საფეხურის სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესი - რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეებს დროისა და საჭიროებების შეუსბამო, მორალურად მოძველებული და საგანმანათლებლო ხარისხისადმი შეუსაბამო სახელმძღვანელოებით მოუწევთ სწავლა;

- ვერ განხორციელდა სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვა და ამიტომ  სკოლის მიღმა დარჩენილი 5-წლიანი ბავშვები არც სკოლაში არიან  და არც ბაღში;

- 16 000 სერთიფიცირებული პედაგოგიდან, რომელთაც ვითომ ხელფასი მოუმატეს, მხოლოდ 8 000 პედაგოგს აქვს მაქსიმალური დატვირთვა, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ეს რაოდენობა იღებს მაქსიმალურ ანაზღაურებას.

და ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ უსასრულოდ შეიძლება, რადგან სისტემის არც ერთი სეგმენტი გამართულად აღარ მუშაობს და ყველგან მნიშვნელოვანი პრობლემებია. მინისტრის მიერ ჩატარებული პრესკონფერენცია და გაჟღერებულისიახლეებიკი, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა და, რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატური და კონტექსტის შეუსაბამო განცხადებებია.

ვფიქრობ, რომ იმ სირთულეების გამკლავება (რომელიც სისტემას აქვს) მოქმედ მთავრობას აღარ შეუძლია და მზადაა, ნებისმიერი ფორმით, თუნდაც აბსურდული და არაფრისმაქნისი განცხადებებით, საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს, რაც თითქმის გამოსდის კიდეც. თუ მიმდინარე კვირის გამოხმაურებებს დავაკვირდებით, არც ერთი ზემოჩამოთვლილი და კიდევ უამრავი, ჩვენ მიერაც არაერთხელ გაჟღერებული საკითხი თითქოს არც არსებობს, ყველა ისეა აჟიტირებული ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის პროგრამის, ყოველკვირეული ვაშლის დარიგების იდეის კრიტიკით.

- რა ელის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და აფხაზეთში არსებულ ქართულ სკოლებს 2017-18 სასწავლო წლისთვის?

- ივლისის თვეში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკისპრეზიდენტმაანატოლი ბიბილოვმა ახალგორის .. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა განცხადება ქართული სკოლებისრესპუბლიკისსაერთო განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც სწავლების რუსულ მოდელსა და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს.

ბიბილოვი უკმაყოფილოა, რომ ახალგორის სკოლებში სასწავლო პროცესი, მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მისი თქმით, სწავლება, იქაც, როგორც დანარჩენ სკოლებში, რუსულ ენაზე უნდა წარიმართოს, ქართული კი შესაძლებელია რიგით საგნად დარჩეს.

ეს ნიშნავს, რომ სცენარი იგივეა, რაც აფხაზეთში. 2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუქმდა ქართული სკოლის სტატუსი და ქართული ენა 2-საათიან არასავალდებულო საგნად დარჩა, რამდენიმე სკოლის დაწყებით საფეხურზე.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა .. „სასკოლო რეფორმადაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31-დან 11-მდე შემცირდა. მოგვიანებით, 2015 წლიდან, აფხაზეთში აღარ ფუნქციონირებს არც ერთი ქართული სკოლა.

ევროპული საქართველოსარაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებში არსებული პრობლემური საკითხების დეტალური განხილვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვთვლით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საერთაშორისო ინსტიტუტებში ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების შელახვის ფაქტზე და  განახორციელოს  ქმედითი ღონისძიებები.

აუცილებელია:

- უპირველეს პრობლემად განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების  დიდი ნაწილი  ეთნიკურად ქართველია და მათთვის მშობლიური ენა ქართულია, ამასთანავეყველაფერთან ერთად, ისინი ვერ ფლობენ რუსულ ენას, რომელზეც მათ უნდა მოუწიოთ სწვალების წარმართვა;

- 2017-18 სასწავლო წლისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი;

- ასევე, რეგიონში მცხოვრები ყველა ქართველი მოსწავლისათვის, დაუყოვნებლივ იქნას მიწოდებული სასწავლო პროცესისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.

- რატომ წარმოადგენს სტუდენტების პროგრამული დაფინანსება თანხების უსამართლო, არარაციონალურ და არაეფექტურ წესს?

- „ქართული ოცნებისხელისუფლებაში  მოსვლის დღიდან სტუდენტების არსებული წესის პარალელურად, შემოიღო პროგრამული დაფინანსების პროგრამა. რაც ჩვენი შეფასებით, თანხების უსამართლო, არარაციონალურ და შესაბამისად, არაეფექტურ წესს წარმოადგენს. მოცემული თანხებით, ძველი, საგრანტო წესის შენარჩუნებით შესაძლებელი იქნებოდა ყოველწლიურად ორჯერ მეტი სტუდენტის დაფინანსება.

მიმდინარე წელს განათლების მინისტრის მიერ დაანონსდა, რომ სტუდენტთა დაფინანსების წესი 2017 წლისათვის აუცილებლად უნდა შეცვლილიყო, უფრო მეტიც, არსებული ფორმა შეფასებული იყო, როგორც არასწორი და მავნებლური წესი.

მიუხედავად ამისა, 2017-18 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ სულ ახლახანს მიღებულ მთავრობის დადგენილებაში შეცვლილი არაფერია, იდენტურია გასული  წლის და აგრძელებს იმ მანკიერ მიდგომას, რომელიცქართული ოცნებისმთავრობაში მოსვლისთანავე იქნა შემოთავაზებული.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა და განათლების სამინისტრო სტუდენტებზე გაწეულ თანხებს კვლავ არარაციონალურად და უსამართლოდ ანაწილებს

არსებული თანხით, სწორად და რაციონალურად განაწილების შემთხვევაში, დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა იქნებოდა ორჯერ მეტი (100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტები) და დაახლოებით 18000 სტუდენტს მიაღწევდა.

მარტივი მაგალითისთვის, სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით დაახლოებით 9 მილიონით ფინანსდებოდა 9 ათასამდე სტუდენტი. 30% დაფინანსების მოხსნის შემდეგ ამ რაოდენობამ დაიკლო 6500-მდე. პროგრამული დაფინანსებით,  12 მილიონით ფინანსდება, სრული ოდენობით, დაახლოებით 5000 სტუდენტი. აქედან, ყოველწლიურად დაახლოებით 1200-დან 1500 სტუდენტამდე, ასევესხვადსხვა ოდენობის გრანტებს იღებს.

არაეფექტურობა და უსამართლობა მდგომარეობს იმაში, რომ პროგრამული დაფინანსების სტუდენტები, სხვა პროგრამებზე იგივე შედეგების მქონე სტუდენტებთან შედარებით, იღებენ ორმაგ დაფინანსებას, ხოლო სტუდენტები, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე არ მიუღიათ სასწავლო გრანტები და, შესაბამისად, აჩვენეს დაბალი შედეგები, იღებენ 100%-იან  დაფინანსებას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს ფაქტი იმ შემთხვევაში, როცა ყოველწლიურად იმატებს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა. წლევანდელი მონაცემებით ეს რაოდენობა უკვე 38000- გაუტოლდა. ამ ხნის განმავლობაშიევროპული საქართველოსარაერთგზის მოწოდების მიუხედავად, დეტალურად შეგვესწავლა ეს პრობლემა და დაუყოვნებლივ მოგვეძებნა გამოსავალი, მთავრობა მაინც ჯიუტად უჭერს მხარს და აგრძელებს მართლაც მავნებლური, არარაციონალური და არსამართლიანი პოლიტიკის განხორციელებას ამ მიმართულებით. რითაც თავის მხრივ არაეფექტურს ხდის განათლების სფეროში დაფინანსების სისტემას და არასამართლიანი გადანაწილებით უაზროდ ფლანგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს.

- რატომ მოსთხოვეთევროპულმა საქართველომპრემიერსა და განათლების მინისტრს განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით განმარტებები?

- როცა განათლების სისტემაში მიმდინარე პრობლემები ეხება ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ხელისუფლებას არ გააჩნია გააზრებული მიდგომა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ (პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა), როცა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა, ბუნებრივია, პრობლემების შესახებ არა მხოლოდ განათლების მინისტრი, არამედ უმაღლესი სახელისუფლებო წარმომადგენლები უნდა აკეთებდნენ განმარტებებს.

იგივე შეიძლება ითქვას სტუდენტების დაფინანსების შესახებ, როცა ათეული მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან არარაციონალურად იხარჯება და მოქმედი დაფინანსების წესი ხელისუფლების მხრიდანაც კი შეფასებულია, როგორც არაფრისმომცემი და მავნე პრაქტიკა; თუმცა მაინც ჯიუტად გრძელდება ათეული მილიონის ფლანგვა ბიუჯეტიდან. ბუნებრივია, განმარტებები უნდა გააკეთოს პრემიერმა. და ასეთი არაერთი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, როცა სისტემური პრობლემები სახელმწიფოებრივი რანგისაა და ერთი სამინისტროს მავნე მუშაობის შეფასებასა და კრიტიკას სცილდება.

- რა დადებითი ცვლილებების მოტანა შეუძლია თქვენ კანდიდატ ელენე ხოშტარიას, მათ შორის განათლების სფეროში?

- რაც შეეხებაევროპულ საქართველოსდა კონკრეტულად თბილისის მერობის ჩვენს კანდიდატს ელენე ხოშტარიას, ერთი, რაც თამამად შეიძლება ითქვას, ელენე უალტერნატივო კანდიდატია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ნათლად აქვს გააზრებული ის პრობლემები, რომელიც დგას ჩვენი ქალაქის წინაშე და, რაც მნიშვნელოვანია, აქვს თითოეული პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა.

ელენე  ახლოს იცნობს განათლების წინაშე მდგარ პრობლემებს, უშუალო შეხება აქვს, როგორცთავისუფალი უნივერსიტეტისლექტორს საგანმანათლებლო სფეროსთან და მისი პრობლემის გადაჭრის ხედვა არა მხოლოდ პოლიტიკოსის შეხედულებას ეფუძნება, არამედ როგორც უშუალოდ პროცესის მონაწილის მოსაზრებებია.

აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ დღეს ყველასთვის თვალშისაცმია ნეპოტისტური და კორუფციული სქემები დასაქმების სფეროში. ელენე იქნება ის მერი, რომლის მთავარი კრიტერიუმი კომპეტენცია და თანამედროვე განათლება იქნება დასაქმების სფეროში, რომლისთვისაც მერიტოკრატიული პრინციპები მთავარი და განმსაზღვრელია.

ასევე, მნიშვნელოვანია დღეს ახალგაზრდებს მიეცეთ დასაქმების საშუალება უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით, შეძლონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის კუთხით.

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რადგან უახლოეს მომავალში, ელენე თავად წარმოადგენს პროგრამას განათლების მიმართულებით, ერთი კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ამ პროგრამაში გათვალისწინებულია განათლების სფეროს ყველა მიმართულება, გაანალიზებულია ყველა პრობლემა და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის კონკრეტული გზები. უახლოეს მომავალში ეს ხედვები დეტალურად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია