მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით მაგნატმა, რომელიც ოპოზიციონერი ლიდერი გახდა, ჯარიმის სახით $91 მილიონი უნდა გადაიხადოს - 13 ივნისი 2012

[foreignpress.ge]

მილიარდერ ბიზნესმენს, რომელმაც ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა საქართველოს სასამართლომ ჯარიმების სახით $91 მილიონის გადახდა დააკისრა. მაგნატის ადვოკატები ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.

ორშაბათს საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა და წამყვანმა ფილანტროპისტმა, კანონი დაარღვია იმით, რომ უფასოდ არიგებს თანამგზავრულ ანტენებს და საკუთარი კომპანიების კუთვნილ საავტომობილო პარკს პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნებას“ ახმარს.

ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ივანიშვილი პოლიტიკაში ოქტომბერში შევიდა, განაცხადა რა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის მიზანიც შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებაა, რითაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოწვევას უგზავნის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია