მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჰერეთი (საინგილო), სამშობლოსგან მიტოვებული მხარე, რომელიც შველას ითხოვს - 10 ივნისი 2018

ufleba.ge

ცოტა ხნის წინ, კახის რაიონის (საინგილო) მკვიდრს, ბესო კუზიბაბაშვილს ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემეს. მან წამების ნიშნები ქართული მედიის საშუალებით გაახმაურა. მსგავს პროცესებს თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოყვა.

ისტორიული ჰერეთი (კახის, ზაქათლისა და ბელაქნის რაიონები), საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ერთიანისაბჭოთა ხალხისთვისრა დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, რომელი ეთნიკური ჯგუფი ტერიტორიულად სად იცხოვრებდა? სამწუხაროდ, რეგიონში ამგვარად მხოლოდ ჩვენებური ბოლშევიკები ფიქრობდნენ, სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით.

ძირძველი კუთხეგაღმა მხარესაღმოჩნდა. მეზობლებმა ჰერეთი საკუთრებად დაიგულეს თუ არა, იქ მხოვრები ქართველების ღია ასიმილაციას მიყვეს ხელი. არამეგობრული პოლიტიკა ღრმა საბჭოთა დროებიდან მოყოლებული ხორციელდებოდა. მიზანი ერთი იყო და არის - დღევანდელი აზერბაიჯანის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ქართველები არ უნდა ცხოვრობდნენ!

იქამდე გათავხედდნენმეგობრები“, რომ მშობლებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევასაც უკრძალავენ, - სახელები იქვე მოთავსებული წიგნიდან უნდა შეირჩეს, სადაც დედამიწაზე არსებული ყველა სახელს აღმოაჩენთ, ქართულის გარდა.

შედეგები სავალალოა, კახის რაიონში მართლმადიდებელი ქართველების რაოდენობა ყოვეწლიურად მცირდება. ადამიანები უბრალოდ გარბიან, რადგან ადგილზე სამსახურის, ნორმალური არსებობისთვის არანაირი საშუალება არ არსებობს. გაბედავ, ხმას ამოიღებ და ბესო კუზიბაბაშვილის ბედს გაიზიარებ.

ქურმუხის ეკლესიიდანალბანური წარმოშობისბანერი მხოლოდ მას შემდეგ მოაშორეს, რაც ამ პროვოკაციას ადგილობრივების და თბილისის მხრიდან არაერთი პროტესტი მოყვა. სხვა ეკლესიები უმოქმედოა და იქ ადამიანებს სალოცავადაც არ უშვებენ. ჰერეთში ქართული ინტორიის, კულტურის ნებისმიერი გამოვლენასაფრთხედარის აღქმული.

ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ადგილობრივებს მოვუსმინოთ, რომელთა ვინაობასაც, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.

თემურ . ამბობს, რომ ზაქათალასა და ბელაქანში მთავარი სამიზნე ქართული სასკოლო სექტორებია და მიზანმიმართული დარტყმებიც მათზე ხორციელდება. მისივე თქმით, დაბა ალიაბადის (ისტორიული ელისენი, სადაც 12 ათასზე მეტი კაცი ცხოვრობსოთხი საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი დღეს მხოლოდ ერთშია შემორჩენილი, - სკოლის დახურვა კი უზარმაზარი დასახლების სრულ ასიმილაცის უტოლდება:

ამ ქართულ სექტორზე პირველ კლასში 10-12 ბავშვს იღებენ, რადგან გაძლიერებული პროპაგანდისა და ზეწოლის შედეგად მშობლები ვეღარ ბედავენ ქართულ სექტორზე მიყვანას. თუ ალიაბადში ეს ქართული სექტორიც დაიხურება, უახლოეს მომავალში იგივე ბედი ელის მეზობელი მოსულისა და ბელაქნის სოფელ ითითალის სკოლებს.

წლებია, ადგილობრივ მასწავლებლებს საქართველოში სასწავლო-საგნობრივი ტრენინგები არ გაუვლიათ. ასევე, სკოლებს ქართული სახელმძღვანელოები არ მიეწოდება. ბავშვები დახეული წიგნებით სწავლობენ და ამ მხრივ პერსპექრტივაც კარგი არ არის. ვისაც საზღვარზე პარტიზანული წესით გადატანა უწევს, თუ მებაჟეებმა აღმოუჩინეს, პასუხისგება მოუწევს. ხოლო წიგნს უბრალოდ ჩამოართმევენ და იქვე ახლოს დაასაწყობებენ. განსაკუთრებით რელიგიურ გამოცემებს ემტერებიან“.

კახაბერ .- მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მშობლებს შვილები საქართველოს ბანაკებში შიშის გარეშე ვერ გამოუშვიათ (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ). მისივე განმარტებით, საზღარზე, ლაგოდეხში გადმოყავთ და ისე აბარებენ ორგანიზატორებს:

მიზეზი მარტივია, ადგილებზე ამ საქმის ორგანიზატორებს, როგორც სახელმწიფო მოღალატეებს ისე დასდევენ. არ გჯერათ? ერთი კარგად მოიკითხეთ და დარწმუნდებით.

აი აქ ვადგებით თბილისის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯერარნახულ უპრინციპობასა და სიმხდალეს ვირეშმაკისტრატეგიული პარტნიორისწინაშე. არ დაგავიწდეთ, რომ ჩვენს მთავრობას საერთაშორისო ბანაკის ყოველწლიური საზაფხულო პროექტი აქვს, სადაც ინგილო ბავშვებსაც ეპატიჟება. უკვე წლებია იმდენს ვერ მიაღწიესმეგობრებთან“, რომ საინგილოს სოფლებში ოფიციალურად ჩავიდნენ და თანამემამულე ბავშვები წამოიყვანონ.

ეს მხოლოდ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართული მხარის ელემენტარული უპრინციპობის, გაყიდულობის, სიმხდალის... ამ ყველაფერს სხვა რა შეიძლება ეწოდოს? გეკითხებით ბატონებო, რატომ ვერ შედიხართ წელიწადში ერთხელ მაინც ჰერეთის სოფლებში და იქიდან თანამემამულეები ბანაკში დასასვენებლად რატომ ვერ მოგყავთ? მაინც რამდენ ბარელ ნავთობად გაიყიდეთ?

ან რანაირი მეგობარია, როცა თანამემამულე ბავშვის წამოსაყვანად საზღარზე არ გიშვებს და ლაგოდეხში ელოდები? როდის დააყენეთ ეს საკითხი პრინციპულად მათ წინაშე? არ გრცხვენიათ მაინც?

არ გიშვებს ერთია და ვინც ორგანიზებას უწევს ადგილზე დიდი რისკის ფასად, მათაც ტერორის ქვეშ ამყოფებსსტრატეგიულიმეზობელი. ესეც თუ არ გჯერათ, აბა იკითხეთ რა დაემართათ წლების განმავლობში ამ საქმეში ჩარეულ ადამიანებს. რისთვის აფინანსებთსუს-სს“, თუ ელემენტარული ინფორმაციები არ გაქვთ ირგვლივ მომრავლებულივირეშმაკებისაღვირხსნილ დამოკიდებულებებზე?

ბოლო ფაქტებს გეტყვით და იმოქმედეთ, თუ ამის რამე უნარი შერჩენილი გაქვთ. ერთ-ერთ სოფელში ბავშვების შეკრების ინიციატორი პედაგოგები (ვინაობას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ) რაიონის პროკურორმა კაბინეტში დაიბარა და სულ მაგიდაზე ხელები უბრახუნა, - იმდენი ბრალი შემიძლია წაგიყენოთ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე, რომ დედას გიტირებთო. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს პედაგოგები ქალბატონები არიან. ეს არის მეგობრული დამოკიდებულება?

თქვენ სად გძინავთ ამ დროს და რომელკეთილმეზობლობაზესაუბრობთ? კიდევ ერთ სოფელში ორი მცირეწლოვანი შვილის დედას (ქმარგაცილებულს) ღამით თავზე დაადგნენ და მაგრად შეაშინეს, - შენ ნახე, კიდევ საქართველოს ბანაკებში ბავშვების წაყვანაზე თუ იზრუნებო. თქვენ ამ დროს დგახართ ლაგოდეხში და ელოდებით ხომ? თან არაფრით არ გინდათპარტნიორიგააღიზიანოთ.

რომელი ერთი ჩამოვთალო, სადაც აზერბაიჯანული მხარის, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულობა და ქართულის არნახული უპრინციპობა ჩანს? ამ დროს აქ, საქართველოში რა ხდება? სად, რომელ აზერბაიჯანულ სოფელში გსმენიათ, რომ მშობლიურ ენაზე სკოლა (ან მარტო სექტორი სად გეგულებათ?) დაეხურათ, ან აზერბაიჯანული სახელის დარქმევა აეკრძალათ? ასეთი უმსგავსობა არც უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენივე თანამემამულეებს ასე უნამუსოდ რომ ექცევიან, ამაზე ხმას რატომ არ იღებთ?“

ქართული დემოკრატია იმ დონეზე განვითარდა, რომ სამხრეთ რეგიონებში მერებად, გამგებლებად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ვირჩევთ, რომელი ეთნიკური ქართველი აირჩიეს ჰერეთში ან სხვაგან მაღალ თანამდებობაზე კი არა, საერთოდ თანამდებობაზე? აბა გაიკითხეთ, თუ საინგილოში ასეთი რამ თუ ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით, ნუგზარ . გვეუბნება, რომ წლების წინ, ერთმა ადგილობრივმა ქართველმამილი მეჯლისის“ (პარლამენტისდეპუტატობა მოინდომა. მისივე თქმით, მხოლოდ ამ სურვილის გამო საერთოდ ქვეყანა დაატოვებინეს:

ვინმე დაინტერესდა ამ ამბით, როცა ჯერ კიდევ მამა ალიევი ბაქოში ჩასულ ქართველ დეპუტატებს ეკითხებოდა, - არ გრცხვენიათ მაინც, რომ ქვემო ქართლიდან პარლამენტში დეპუტატი არ გყავთო?

რამდენი დეპუტატი და თანმდებობის პირია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში და ამ მხრივ მეზობლებთან პროპორცია როგორია, ერთი ვინმე ამით დაინტერესებულა? არა და რა, რადგანსოკარი“, სადენები, ბიზნესინტერესები ბევრად უფრო მნიშვნელოვანიაახალი ქართველისთვის“. სხვა დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია. მაგრამ უპრინციპობა-სიმხდალესაც რაღაც ზღარი ხომ უნდა ჰქონდეს?

სხვებზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ისიც ვერ მოიფიქრა, რომ ბაქოში ჩვენს საელჩოში ჰერეთის ერთი წარმომადგენელი მაინც დაესაქმებინა; ვისაც კუთხის პრობლემები სისხლხორცეულად გასიგრძეგანებული ექნებოდა და დღენიადაგ მათ მოგვარების გზებზე იმუშავებდა. ამ დროს, ის მაინც თუ იცით, თბილისში აზერბაიჯანის საელჩოში რამდენი აქაური მუშაობს?“

შორენა . გულისტკივილს გამოხატავს, რომ საქართველოში ყველანაირი სასწავლო-სამედიცინო შეღავათები გაუქმებულია ჰერეთის ქართველების მიმართ, - ეს საკითხი წლებია აღარავის აინტერესებს. მისივე თქმით, თსუ-სთან არსებული ინგილოთა მოსამზადებელი განყოფილებაც 2005 წლიდან დაკეტეს:

კარგია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ვაფინანსებთ, მაგრამ საუკუნის წინ დაკარგული კუთხის შვილებმა, ჰერელებმა რა დააშავეს, როცა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სრულ გადასახადს ვახდევინებთ? ნუთუ არ შეიძლება, უფრო ადამიანური დამოკიდებულების გამოჩენა იმ ხალხის მიმართ, ვინც უმძიმეს ისტორიულ ქარტეხილებში ჩვენი ფესვები დღემდე რუდუნებით შემოინახა?

ძირძველი ქართული კუთხის, ჰერეთის მიმართ აზერბაიჯანული ადმინისტრაციის დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულია. ამ ფონზე, ოფიციალური თბილისიც მაგრად სცოდავს, როცა ადგილზე რეაგირებას არ ახდენს, ხოლო აქ არაფერს აკეთებს ჰერელთათვის ელემენტარული თანადგომის აღმოსაჩენად.

ამ დროს ქურდს რა უნდა, ბნელი ღამეო. ხედავს რა თბილისის უპრინციპო დამოკიდებულებას, ყველაფერს აკეთებს საინგილოში ქართული კვალის ერთხელ და სამუდამოდ წასაშლელად.

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - საქართველოს ხელისუფლებაში გონიერი ადამიანები (თუკი კიდევ არსებობენ ასეთები) უნდა დასხდნენ და ჩამოყალიბდნენ, რა პოლიტიკა აწარმოონ ჰერეთის, იქ მცხოვრები ქართველების მიმართ. რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რომ მაქსიმალურად ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგას, რათა იქაურებმა თავი ყველასგან მიტოვებულად არ იგრძნონ. ამ დროს ქვემო ქართლის წარმატებებმა მეგობრობის ხიდის როლი უნდა შეასრულოს და არა პირიქით“.

თუ ვინმე იტყვის, რომ ჰერეთისთვის თანადგომას, მისი პრობლემების გაზიარებას დღევანდელი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაშინ ქვა პირველმა ისროლოს.

და კიდევ, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ხე ფესვებიდან იწყება და ერთიანი ქართული ფესვები ჰერეთში რეალური საფრთხის წინაშეა. საფრთხე იოანე ზოსიმეს ენის დავიწყებისა, კუთხის დაკარგვისა, სადაც ყოველი ქვა საქართველოს დიდ წარსულზე ღაღადებს. ნორმალური მომავალი ყველა ჩვენგანის ხელშია, ცოტა გამოვფხიზლდეთ და ვიმოქმედოთ ბატონებო. დრო არ ითმენს და ჩვენს წისქვილზე წყალს არ ასხამს.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია