მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ავთანდილ სულაბერიძე: დემოგრაფიული ვითარება კრიტიკულზე მძიმეა, რომლის იქით უფსკრულია - 05 ივლისი 2018

დაწყებულია დეპოპულაციის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა აღარ მრავლდება, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა ოდენობას აჭარბებს“

ufleba.ge

1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება და დაახლოებით 3 721 000- შეადგენს. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე, პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, - ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომლის პრეზენტაციაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა.

არსებულ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე, „ufleba.ge“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ავთანდილ სულაბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობას როგორ აფასებთ, რა ძირითად აქცენტებს გამოყოფთ?

- შობადობის არსებული მაჩვენებელი თაობათა განახლებისთვის საკმარისი არ არის. მოკვდავობის დონე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა დაბერების მაჩვენებელიცო. 65 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ საქართველოს მთელ მოსახლეობაში თოთმხეტ პროცენტს გადააჭარბა. დაბალია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის. მათ შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვაობა 8 წელს შეადგენს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს.

მაღალია ემიგრაციის დონე. თუ 1992 წლამდე მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ბუნებრივი მოძრაობა განსაზღვრავდა და მიგრაცია არსებით როლს არ თამაშობდა, 1992 წლის შემდეგ გარე მიგრაციული პროცესები მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გადამწვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. დღეისთვის, ქვეყნიდან გაცილებით მეტი გადის, ვიდრე შემოდის. ეს, თავისთავად, მოსახლეობის სტრუქტურასთან ერთად, სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებსაც არღვევს.

დემოგრაფიული ვითარება კრიტიკულზე მძიმეა, რომლის იქით დემოგრაფიული უფსკრულია. დაწყებულია დეპოპულაციის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა აღარ მრავლდება, გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა ოდენობას აჭარბებს.

- მიმდინარე უარყოფითმა პროცესებმა რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

- გაეროს პროგნოზებიც ადასტურებს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა ორ მილიონამდე შემცირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნულზე განსაკუთრებულ გავლენას ემიგრაცია ახდენს. თუნდაც 2017 წლის მაჩვენებლით, ჩვენთან მიგრაციულმა სალდომ ასეთი სურათი გვაჩვენა, - 8 ათასით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდერე შემოვიდა.

ეს მაჩვენებელი უფრო მეტი სხვაობის იქნებოდა, რომ გარედან საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეები არ შემოსულიყვნენ. აქ არიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, - ინდოეთიდან, ჩინეთიდან, აფრიკისქვეყნებიდან, თურქეთზე, ირანზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

თუ დეპოპულაციასთან ერთად, ემიგრაციული პროცესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით. გვეყოლება ეროვნულად, კონფესიურად და რასობრივად ჭრელი ევროპული ქვეყნების მსგავსიეგზოტიკურიმოსახლეობა. თუმცა ამ კუთხით ევროპაში გარკვეული უკუპროცესი შეინიშნება, თუნდაც გერმანიასა და საფრანგეთში.

დღეს საქართველოს მოსახლეობაში ქართველთა წილი 86,8%-ია. მხოლოდ 6,3% აზერბაიჯანელია და 4,5% სომეხი, დანარჩენი - ერთ პროცენტზე ნაკლებია. თუ დეპოპულაციასთან ერთად, ემიგრაციული პროცესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით.

- ამ მხრივ, უახლოეს სამეზობლოში რა მდგომარეობაა?

- დეპოპულაციის მხრივ, რუსეთს ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვს.

აზერბაიჯანში მოსახლეობა, ჩვენთან შედარებით, მაღალი ბუნებრივი მატების შედეგად იზრდება და დღეს საქართველოს მოსახლეობას თითქმის ორჯერ აღემატება.

სომხეთში დეპოპულაციური პროცესები უახლოეს წლებში მოსალოდნელია.

თურქეთსა და ირანში საერთო დემოგრაფიული სიტუაცია სტაბილურია და ჩვენთან შედარებით ბევრად უკეთესი ვითარებაა. არ გამოვრიცხავ მათ მიგრაციას საქართველოსკენ, მით უფრო, ეს პროცესი დაწყებულია...

- ქვეყანაში დაუსრულებელი დემოგრაფიული კრიზისის კონკრეტულ მიზეზებს რაში ხედავთ, ჩამონათვალი როგორია?

- უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე, უცხოეთში ემიგრაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, როგორც კვლევები გვიჩვენებს, დასაქმებასთან ერთად, განათლების მიღების მიზნით სტუდენტები უცხოეთში მასობრივრად მიდიან, - რაც განათლების სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს.

დემოგრაფიულ ვითარებას, სხვა მიზეზებთან ერთად, საბინაო ფონდის პრობლემებიც ამძიმებს. ამიტომ ოჯახები არ იქმნება, უკეთეს შემთხვევაში, დაოჯახება უკეთესი მერმისისთვის გადავადდება.

აუცილებელია მწარმოებლური ოჯახის სტიმულირება, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში. უპრიანია ინვესტიცია წარვმართოთ მწარმოებლური ოჯახისკენ, რაც შეამცირებს მომხმარებლურ ოჯახთა რაოდენობას და დემოგრაფიული პოლიტიკა ბევრად ეფექტიანი იქნება.

ყველაფერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ბავშვთა ყოლა ადამიანის სულიერი მოთხოვნილებაა და ყველას სურს, თუნდაც ერთი შვილის ყოლა, ხოლო მომდევნო რიგითობის ბავშვზე უარი უკვე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება.

ქალთა მზარდი ემიგრაცია ქვეყნის რეპროდუქციულ პოტენციალს ამცირებს. აღნიშნულის კომპესანცია ახალგაზრდებში ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ამაღლებით უნდა მოხდეს. ეს უკვე წმინდა დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებია.

მიზეზები უსასრულოდ შეიძლება ჩამოვთალოთ. მაგრამ უმთავრესი მიგრაციის გამომწვევი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებია.

- მთავრობა რა ნაბიჯებს დგამს არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად?

- ვერ ვხედავ, რომ ამ კუთხით, განსაკუთრებით მიგრაციის შეჩერების თვალსაზრისით რამე მნიშვნელოვანს აკეთებდეს, გარდა ცალკეული, უშედეგო პოპულისტური ღონიძიებებისა. ახლა მრავალშვილიანი დედის სტატუსზეა საუბარი, რომელიც მეოთხე შვილიდან მიენიჭება დედას, რაც არასწორად მიმაჩნია

საქმე ისაა, რომ კლასიკური, დემოგრაფიული განმარტებით, მრავალშვილიანად ითვლება ხუთ და მეტ შვილიანი დედა, სამი და ოთხშვილიანი საშუალოშვილიანი ოჯახია, ხოლო ერთი და ორიანი არის მცირეშვილიანი.

არსებული დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, დასაშვებად მიმაჩნია მრავალშილიანი დედის სტატუსი გამონაკლისის სახით მესამე შვილიდან მივანიჭოთ, რადგან დღეს ჩვენი პრობლემა ოჯახში მესამე შვილია. აშკარა ტენდენციაა, რომ ქვეყანაში პირველი და მეორე შვილი მცირდება.

ამ ფონზე, მრავალშვილიანი დედის სტატუსის მეოთხე შვილიდან მინიჭება (ოჯახში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში), დემოგრაფიული თვალსაზრისით ნაკლებეფექტიანი იქნება. ხოლო მესამე შვილიდან მინიჭება, ბავშვშვთა ყოლის მოთხოვნილების არსებული დონიდან გამომდინარე, გარკვეული დემოგრაფიული ეფექტის მომტანია.

სტატუსის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ოჯახს მორალურად წაახალისებს და ამ დროს უფრო შესაძლებელია მესამე შვილის ყოლის სტიმული მისცეს.

ამის მაგალითია კათალიკოს პატრიარქის მოწოდების ეფექტი, მესამე და მომდევნო შვილის ყოლაზე, რის შედეგადაც მთელ დაბადებულებში მესამე და მეტშვილთა ხვედრითი წილი 22%-მდე გაიზარდა. ამიტომ შეიძლებავ თქვათ, რომ ამ საქმეში პატრიარქი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მთავრობა.

თუნდაც მთიანი რაიონებია ვიღოთ, სადაც ლოკალური სახის დახმარებები არსებობს, 200 თუ 100 ლარის ფარგლებში. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არავითარ დემოგრაფიული ეფექტს არ მოიტანდა, რადგან მთიანეთი ახალგაზრდობისგან დაცლილია, მესამე შვილზე მოთხოვნილება დაბალია. პირველი და მეორე დაბადაბულ ბავშვთა რაოდენობა კი მცირდრება.

- ვითარებიდან გამოსავალად რა გზები მიგაჩნიათ?

- გამოსავალი ბიუჯეტის სამართლიან განაწილებაშია. ოჯახებს პირველივე ბავშვის დაბადებიდანვე უნდა დავეხმაროთ. მაგალითად, თუნდაც ერთი წლის მანძილზე, თვეში 30-ლარიანი დახმარება ერთ და ორბავშვიან ოჯახებს რომ მივცეთ. ამისთვის 14 მილიონ 800 ათასი ლარი გვჭირდება. მესამე და შემდგომ ბავშვზე 50-50 ლარი, რასაც 7 მილიონ 300 ათასამდე ლარი სჭირდება.

საერთო ჯამში, დაბადებულთა დღევანდელი რაოდენობიდან გამომდინარე, ყველა ბავშვზე მისაცემი თანხა, 22 მილიონი ლარი გამოდის.

მაპატიეთ, მაგრამ ქვეყანა ამ საქმისთვის 22 მილიონ ლარს რომ ვერ გამონახავს, ნამდვილად უწერიადემოგრაფიულისიკვდილი“.  დროა საქმის წაღმა კეთება ვისწავლოთ.

ამიტომ კეთილი ინებონ, ჯერ აუცილებელი დემოგრაფიული ღონისძიებები (ნაწილი მაინც) დააფინანსონ და შემდეგ თავიანთი ხელფასები დაგეგმონ. ეს იქნება ქვეყნის მომავალზე ფიქრი და შესაბამისი პოლიტიკური ნება. ამით მოიხვეჭენ ავტორიტეტსაც და დეპუტატის სტატუსსაც გაამართლებენ.

გარდა ამისა, აუცილებელია მწარმოებლური ოჯახისკენ შემობრუნება. ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა და ამისთვის არაფერი კეთდებადეპოპულაციის მქონე მთიან რაიონებში შესანიშნავი პირობებია მეფუტკრეობის, მეღორეობის, მეცხოველეობის და ტურიზმის განვითარებისთვის. ეს უნდა გამოვიყენოთ და მწარმოებლური ოჯახის  განვითარების პირობები შევქმნათ

მოსაგვარებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. გზებია გასაყვანი, რომ მოსახლეობა დილით სოფლიდან რაიონში წამოვიდეს და საღამოსკენ უკან დაბრუნდეს. ამით საბინაო პრობლემაც არ ჰქონდეს და მოსახლეობა ადგილზე შევინარჩუნოთ.

ბევრი ღონისძიებაა, რომელიც განხილვას და გადაწყვეტას მოითხოვს. სწორი მოქმედება გვჭირდება, რომ ბიუჯეტშია ახალშობილებისთვის დაფინანსება მოიძებნოს. მით უფრო, რომ ეს დედებისგან და მათივე ოჯახებისგან ბიუჯეტში შეტანილი ფულიდან უნდა მოხდეს. არ უნდა ვიძუნწოთ და შვილებისთვის უკან დავუბრუნოთ. ვალდებული ვართ შვილები დავუფინანსოთ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია