მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყოველწლიურად ავტოავარიების შედეგად საქართველოში 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000-მდე ტრავმას იღებს - 26 ივლისი 2018

ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გზებზე „შავი მონაკვეთებისა“ და წერტილების იდენტიფიცირებას ითხოვს

ufleba.ge

ცოტა ხნის წინ, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ჩვილი და მამა ემსხვერპლა. ავარიის დროს მანქანაში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი- ორი ჩვილი და მათი მამა გარდაიცვალა, ხოლო დედა და ბებია დაშავდა.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებასისხლის სამართლის კოდექსის“ 276- მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ ფონზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისგამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გზებზეშავი მონაკვეთებისადა წერტილების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც ლალიაშვილმა განაცხადა, არსებობს მონაკვეთები, სადაც წლის განმავლობაში 100-ზე მეტი საგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, მონაკვეთების აღრიცხვა ამჟამად იმ შეტყობინებებით ხდება, რომელიც 112-ში შედის.

ყოველდღიურად ჩვენ ვართ მომსწრე იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ბავშვები, ახალგაზრდები იღუპებიან საგზაო შემთხვევებში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთსა და იმავე მონაკვეთებში ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ხდება საგზაო შემთხვევები და ისინი ფატალურად, ან მძიმე დაზიანებებით სრულდება.

აქ ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა - რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ამ მონაკვეთებზე ასეთი ფატალური შედეგის მქონე შემთხვევები. წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა გვეუბნება, რომ თუ სამი წლის განმავლობაში ოთხზე მეტი ავარია მოხდა, რომელიც სრულდება ფატალური შედეგით, ან 10-ზე მეტი სრულდება მძიმე დაშავებით, ეს მონაკვეთი არისშავი წერტილი“.

ასევე არის შავი მონაკვეთებიც, რომელიც ერთი კილომეტრის რადიუსს წარმოადგენს და დაახლოებით 6-ზე მეტი ადამიანი თუ დაიღუპა, ის უკვე შავ მონაკვეთად ითვლება. წლებია გვესმის, რომ შემუშავების პროცესშია ის მექანიზმი, რომელსაც საბოლოო ჯამში მოაქვს შავი წერტილის იდენტიფიცირება. დღეს ჩვენ რეალურად ვერ აღვრიცხავთშავ წერტილებსქვეყანაში. 112-ში შესული ზარებით გვაქვს გარკვეული მონაკვეთები, სადაც 100-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა", - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისგამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით თბილისში .. შავი მონაკვეთები გამოვლინდა - კახეთის გზატკეცილი - 108 შემთხვევა, აღმაშენებლის ხეივანი - 120 შემთხვევა, წერეთლის გამზირი, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, სადაც 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

წლის განმავლობაში 5-ზე მეტი შემთხვევა ყველა ამ მონაკვეთზე ფატალური შედეგით სრულდება. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან, ეს მონაკვეთები უპირობოდ არის შავი წერტილები და უნდა მივიღოთ ზომები, რათა გავანეიტრალოთ ეს შავი მონაკვეთები“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

რაც შეეხება რეგიონებს, ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში .. შავი მონაკვეთებია ჭავჭავაძის გამზირი, სადაც 90 შემთხვევა მოხდა, ნიკეას ქუჩა - 68 შემთხვევა, აღმაშენებლის და ავტომშენებლის გამზირები, აქაც დაახლოებით 40-დან 90 შემთხვევამდე ფიქსირდება.

რაც შეეხება ბათუმს, .. შავი მონაკვეთებუა ბაგრატიონის ქუჩა - 168 შემთხვევა, ჭავჭავაძის ქუჩა - 130 შემთხვევა, აეროპორტის გზატკეცილი - 81 შემთხვევა, რუსთაველის გამზირი 76 შემთხვევა.

თავის მხრივ, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისთავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს:

თუ ცოტა მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამავე გზით. ძირითადად, მთავარი არგუმენტია ხოლმე, რომ მოკლე გზაა. სინამდვილეში კი, საწვავიც მეტი გეხარჯებათ ასეთ აღმართ-დაღმართიან გზაზე და დროც.

რაც შეეხება უსაფრთხოებას:

1. ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზაა და ყველა ვერ ახერხებს მოსახვევში სწორად შესვლას. ეს შეიძლება ხდებოდეს ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის ან სულაც მძღოლის გამოუცდელობის გამო.

2. თავდაღმართში მუხრუჭები ცხელდება და შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი ავტომობილის პირისპირ, რომელსაც საერთოდ აღარ უჭერს მუხრუჭი (მუხრუჭის გამოყენებასაც ცოდნა უნდა).

3. ხშირად სატვირთოები მიბობღავენ (რა უნდა აქ საერთოდ სატვირთოს?) და სხვები გასწრებას ცდილობენ. ასე რომ, შეიძლება უბრალოდ ვერ აირიდოთ საპირისპირო მიმართულებიდან, თქვენ გზაზე უცაბედად გადმოსული ავტომობილი.

4. არაერთხელ, მეწყერმა და ნიაღვარმა გომბორის გზის რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად წაიღო.

5. გომბორის გზაზე, ერთ თვეში დასახიჩრდა 40-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4, მათ შორის მცირეწლოვანიც. თუ რამდენიმე წლის სტატისტიკას გადავხედავთ, ის აშკარად შემზარავი იქნება. აშკარად, ინფრასტრუქტურულად რაღაც ვერ არის წესრიგში იქ.

მე რომ მქონდეს უფლება: დროებით ჩავკეტავდი გომბორის გზას, საფუძვლიანად შევისწავლიდი, მოვაწყობდი დამცავ ჯებირებს და განვათავსებდი გზის უსაფრთხოების სარკეებს, დავამონტაჟებდი კამერებს იქ, სადაც ყველაზე ხშირია გასწრების შემთხვევები. უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს დავნერგავდი და ამის შემდეგ გავხსნიდი. გახსნის შემდეგ, მოძრაობას მაინც ავუკრძალავდი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს და ავტობუსებს, შეზღუდვას დავაწესებდი მიკროავტობუსებზე.

ვინაიდან მე ამის უფლება არ მაქვს და დიდად აქ არც არაფერი იცვლება, ამიტომ ნუ წახვალთ და ნუ წამოხვალთ ამ გზით. ისარგებლეთ კახეთის გზატკეცილით!“

შეგახსენებთ, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და შეხვედრისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ორგანიზაციასაქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდიპარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, „ჰაბ ჯორჯია“, „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია“, ორგანიზაციაიარე ფეხითშეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა საგზაო შემთხვევათა რაოდენობა და 12%-ით დაშავებულობა.

მოგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში 550 - დან 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000 - მდე ადამიანი იღებს ტრავმას ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. საქართველოში გზებზე დაღუპვა 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს, ხოლო 5-ჯერ საუკეთესოს.

2017 წლის 1 ივლისს ძალაში შესულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელებამ და ხელისუფლების მხრიდან საკითხის აქტუალიზაციამ ავტოსაგზაო შემთხვევათა კლება გამოიწვია, რამაც 12%-ით შეამცირდა ავტოავარიების რაოდენობა, თუმცა მიმდინარე წელს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.

ვითარება მეტად საგანგაშოა და მოითხოვს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობასა და საკითხის კონტროლის ქვეშ აყვანას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ დაგეგმოთ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად გამოინახოს პრობლემის გადაჭრის გზები“, - ნათქვამია მიმართვაში.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია