მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოსო ცინცაძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით დაკვეთად შეიძლება შეფასდეს - 18 სექტემბერი 2018

ჩვენთან ტერმინი არჩევნები დიდი ხანია გაუპატიურებულია

ufleba.ge

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილ ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მას კითხვა ბრიფინგზე ჟურნალისტმა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა: „აგვისტოს ომთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია თქვენი პოციზია? თუკი პრეზიდენტი გახდებით, ხმამაღლა დააფიქსირებთ, რომ ომი დაიწყო საქართველომ?“

აღნიშნულ კითხვას ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“.

სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.

ამ თემაზე „ufleba.geპოლიტოლოგ  სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

- ბატონო სოსო, რა შეფასებას მისცემთ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით? 

- სალომე ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკვეთად შეიძლება შეფასდეს. საბუთები არ მაქვს და კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ პარალელები რომ გავაკეთოთ, დონალდ ტრამპს ამერიკა რით აშანტაჟებს? იმით, რომ მასზე რაღაც კომპრომატები აქვს.

ერთი ვიცი, რომ ქართველ ემიგრანტებზე ძალიან აქტიურად ნადირობდა ქართულიკაგებე“, იგივესუკი“ (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი). ჰოდა, მაშინ რაღაც ისეთი ხომ არ მოხდა? შეკითხვაა ისმის, ხომ არ იყო ქალბატონ სალომეს, თუ გნებავთ, „დავერბოვკების“ (გადაბირების) მცდელობა?

დღეს რომ უკან სვლით თავს იმართლებს, ქართული მხარე პროვოკაციას წამოეგოო და .. მაგრამ თავის წიგნში ეს პროვოკაცია საერთოდ ნახსენები არ აქვს. საერთოდ, მაშინდელ განცხადებებში სიტყვაპროვოკაციაარ უხსენებია, ისევე, როგორც ტერმინი ოკუპაცია. ეს ყველაფერი ახლა დაჭირდა.

ამიტომ საკითხი ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ საერთოდ კიდევ არსებობს ჩვენთან საზოგადოება.

გუშინ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა ცნობა, - 2008 წელს პარიზში სალომე მიმტკიცებდა, რომ საჭიროა აფხაზეთი ვაღიაროთო. რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ დღეს რომ სხვაგვარად დასჭირდა, ქალბატონი  სალომეც უკვე დაიბნა და აირია. თან ამბობს, რომ ცხინვალი ცარიელი იყო, თან საკუთარი ხალხის დაბომბვას რა ჰქვიაო. ან უნდა თქვას, რომ მარტო პროვოკაცია იყო და ცხინვალი კიდევ დაცლილი, ხოლო მიშა პროვოკაციაზე წამოეგო.

მაგრამ აქ პრინციპული რა არის, - ვინ დაიწყო ომი? დღეს ათ წლისთავთან დაკავშირებით თვით რუსული პრესაც კი, ასევე ევროპული (დასავლური) პრესა ცალსახად აღიარებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. თავად ტალიავინი წერს თავის მოხსენებაში, რომ რუსეთის ჯარი უკვე 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე იყო. ანუ, ცხრაში კიარა, რვაში შემოვიდა. თუმცა ტალიავინი წერს, რომ არმია არა, ნაკლები რაოდენობით იყვნენო (მედესანტეებს რომ უწოდებენ), მაგრამ ეს საკითხის არსს ვერ ცვლის. 

აი, ამ ფონზე, ქართული ოცნება თავს ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში იყენებს.

- ასეთი პოზიციების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ,  ქართულმა ოცნებამრატომ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას?

- ახლა, ოცნებას ის ჩვეულებრივად არ დაუსახელებია. სულ რაღაც ორი კვირის წინათ, ზაქარია ქუცნაშვილი ნინო ჯანგირაშვილთან კავკასიის ეთერში სულ მკერდში მჟიღს ირტყამდა და იფიცებოდა, რომ ოცნების უმრავლესობა სალომეს წინააღმდეგია, ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვინდა და კიდევაც გვეყოლებაო.

ახლა, თუ ოცნების უმრავლესობა წინააღმდეგი იყო, მაშინ ვინ არის ისეთი უმცირესობა, რომელმაც უმრავლესობა გადაწონა?

ასევე, გუშინ გია ვოლსკის ვუყურებდი და სიმართლე გითხრათ შემეცოდა, რადგან ჭკვიანი ადამიანია, ვოლსკი სულელი კაცი არ არის. მაგრამ თქვენ უნდა გენახათ როგორ ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტებია, რომ როგორმე სალომე დაეცვათ. ამ დროს, მე დაწრმუნებული ვარ, რომ იგივე უმრავლესობის დეპუტატები .. კანდიდატს გულში ყველაფერს უტრიალებენ; რადგან თვითონაც ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

ამ ქალბატონზე კიდევ ბევრი კომპრომატი გამოჩნდება. წინ თვეზე მეტია და დამიჯერეთ, თუ გნებავთ პირადი ცხოვრებიდან კომპრომატები გამოჩნდება. ეს უკვე ის შემთხვევა არ არის, რომ კითხვა დაისვას, - პირად ცხოვრებაში ცხვირს რატომ ყოფო. ეს უკვე ერთი ცალკე ადამიანის პირადი ცხოვრება არ არის. ჩვენ 28 ოქტომბერს ქვეყნის მთავარსარდალს ვირჩევთ; და მთავარსარდლის პირადი ცხოვრების დეტალებზე ხშირად მთელი ერის ბედიც დამოკიდებულია ხოლმე.

ამიტომ მგონი ჯერ ყველაფერი წინაა, თუ ჩვენ საზოგადოებას ეყოფა ის გრძნობა, რასაც ჩვენი დიდი წინაპრები ღირსებას უწოდებდნენ. რისი საშინელი დეფიციტიც გვაქვს სადღეისოდ.

- მაინც რამ აიძულაოცნებისუმრავლესობა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირა?

- შეიძლება ისაა, რომ ქალია, საფრანგეთის მოქალაქე იყო. შეიძლება ის, რომ ზედაპირული, არაკრიტიკული განხილვით მიიღეს, რომ აი, თან ჩვენია და თან ჩვენი არ არის; .. სულით ჩვენია, მაგრამ პარტიულობით ჩვენი არ არის; ამიტომ ახლა რა მნიშვნელობა აქვს, იქ რომელი პარტიის იქნება, მთავარი ხომ ისაა, რომ ჩვენია; უჩვენოდ ხომ ნაბიჯს ვერ გადადგამს და ..

დღეს რომ იძახიან პრინციპულიაო, იცით, ნიკოლოზ პირველზე ამბობდნენ ევროპელები, რომ მაგას სიჯიუტე პრინციპულობა ჰგონიაო. აი, ქალბატომ სალომესაც სიჯიუტე და თავისი ხასიათის უარყოფითი დეტალები პრინციპულობა გონია. არ არის ეს პრინცუპულობა. ამას, უბრალოდ, იგივე რუსულადნეუჟივჩივოსტქვია, ვთქვათ, იგივე არაკომუნიკაბელურობა, ურთიერთობის ძნელად დამყარება. საერთოდ, ასეთ ადამიანებს მეგობრები არ ყავთ, მხოლოდ თაყვანისმცემლების, კლაკერების გარემოცვაში იმყოფებიან. ეს არის მოცემულობა.

- ვის უფრო მეტი შანსი აქვს საპრეზიდენტო თანამდებობაზე?

- ნორმალური არჩევნები რომ გაიმართოს, სალომეს ნული პროცენტი ექნებოდა. მაგრამ ჩვენთან ხომ ტერმინი არჩევნები დიდი ხანია ბოლომდე გაუპატიურებულია და, რეალურად, ქუჩის მეძავია. ამიტომ არა არჩევნები, არამედ დანიშვნა იქნება.

ისევე, როგორც თავის დროზე ნარმანია დაგვინიშნეს. მე მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, ხელს მოვიჭრიდი და ნარმანიას ხმას არ მივცემდი, ასევე ბევრ სხვას. მაგრამ დაგვინიშნეს და ეგაა. ახლა დაგვინიშნავენ ადამიანს, რომელიც ელემენტარულად ძალიან საეჭვო წარსულისაა, თავისივე განცხადებებით და ..

ბოლოს და ბოლოს, წიგნი აქვს დაწერილი და თავისსავე ამ წიგნს სად გაექცევა?   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია