მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გია თვალავაძეს ქვეყნის წინაშე იმდენი დამსახურება მაინც აქვს, რომ ციხეში არ მოკლან“ - 02 ოქტომბერი 2018

ufleba.ge

დედაქალაქის კიკვიძის ბაღში, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ექსხელმძღვანელს, გია თვალავაძის მხრდამჭერი აქცია გაიმართა.  თბილისელები და ლანჩხუთელები დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სააპელაციო სასამართლოს გათავისუფლებას სთხოვენ. მხადამჭერების განცხადებით, გია თვალავაძეს ქვეყნის წინაშე იმდენი დამსახურება მაინც აქვს, რომ ის ჯანმრთელობის გართულებებით ციხეში არ მოკლან და გარეთ დაელოდოს საქმეზე საბოლოო ვერდიქტს.

ჩვენ აქციის მონაწილეები ჩავწერეთ და პირველი რესპონდენტი გია თვალავაძის ქალიშვილი, თამთა თვალავაძეა:

- მთელმა საქართველომ იცის, რომ დააკავეს უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი ფაქტია, რომ უდანაშაულო კაცს მსგავსი დადგმული სპექტაკლით იჭერენ, რადგან არავის სჯერა მამას ბრალეულობის ამბავი. ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააუქმებს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით; გარეთ იქნებ მამაჩემი, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ასევე გვაქვს პარლამენტის წევრების თავდებობა, უამრავი ადამიანის, მთელი გურიის ხელმოწერებია, უბრალო ადამიანები თავდებში უდგებიან, რომ გია გარეთ იყოს.

- დადგმულ სპექტაკლში რას გულისხმობთ?

- გიას საწინააღმდეგოდ თუ რამე ჰქონდათ, ჯერ მარტო ის არ უნდა ეკადრებინათ, რაც ჩაიდინეს, - სამსახურში თავზე დადგომა, ბორკილების დადება, ამის საჯაროდ ჩვენება. ამ დროს, იციან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არც კი ვიცი, მამამ ეს ყველაფერი როგორ გადაიტანა, როცა ასეთი საშინელი ქმედება მის მიმართ განხორციელებული კოშმარულ სიზარმშიც არ დაესიზმრებოდა. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ცუდი სპექტაკლია.

- ჯანრთელობის მდგომარეობა რამდენად გამწვავებულია?

- დიახ, ბოლო პერიოდში მამას გული აწუხებს, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ იყო და ხალხმრავლობასაც კი ერიდებოდა. ეს ყველამ იცის, რომ უბრალოდ ხალხში ყოფნაც კი არ შეეძლო. გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კლინიკაშიც იწვა. ამ დაკითხვებმაც ძალიან ცუდად იმოქმედა. არ ვიცი, ალბათ ხვდებოდა ამ ყველაფერს და მოლოდინიც ჰქონდა, ჩვენც გვერიდებოდა.

- მთავარი მოთხოვნა რაში მდგომარეობს?

- ამ ეტაპზე მთავარია, რომ უდანაშაულო ადამიანი გარეთ იყოს და არცერთი წუთით ციხეში არ დარჩეს. თან მსურს ყურადღება გავამახვილო, რომ ეს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ეხება. პრაქტიკაში მსგავსი რამ ძალიან იშვიათია, თუ ადამიანი მკვლელი არ არის და საქმე ძალიან მძიმე ბრალდებასთან არ გვაქვს, მოსამართლე რეალობას ყოველთვის ითვალისწინებს ხოლმე და აღკვეთ ღონისძიების სახით გირაოს მაინც ტოვებენ. სირცხვილია, როდესაც მოსამართლემ მამაჩემის წარსული, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამდენი ადამიანის თანადგომა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, გია გარეთ უნდა იყოს და შემდეგ როგორც პროცედურაა, მართლმსაჯულების სამართლიანი სასამართლოს იმედი მაქვს და ვიმედოვნებ გამართლდება. ის ღირსება, რომელიც თუნდაც ამ დღეების განმავლობაში შეელახა, აღუდგება.  

დოდო გუგეშაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი:

- რომელიმე სტრუქტურაში გია თვალავაძისნაირი კაცი რომ არ გყავდეს, უნდა გამოიგონო. ის არასოდეს ღალატობდა კაცობას, ქართველობას, ჰიპოკრატეს ფიცს და იმ თანამდებობას, სადაც მუშაობდა. როგორც ჩანს, გიას თანამდებობა ვიღაცის თვალსაწიერში მოექცა, რადგან ის კორუფციაში არასოდეს ერთვებოდა და ფულს არ აკეთებდა. ალბათ, ამის გამო, ვიღაც ბნელმა ადამიანმა ან ასეთების წრემ მოინდომა, რომ გამოთავისფლებულიყო თანამდებობა, რომელსაც გია ამდენი წელი იკავებდა. მთელი საქართველო მომსწრეა, რომ გია ნებისმიერ პაციენტს და განსაკუთრებით ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სოციალურად დაუცველ პაციენტებს როგორც ძმა, მამა და შვილი გვერდში ედგა.

ამიტომ ვითხოვთ, რომ გია უპირობოდ გათავისუფლებული იყოს. არ ვარ იმის მოხრე, გია მარტო იმიტომ გამოვიდეს, რომ ამ წუთში საპატიმროში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობითაა. არა, გონიერება და ნამუსი უნდა ეყოს ჩვენს მართლმსაჯულებას (წინა ხელისუფლების .. მართლმსაჯულებას ნუ დაემსგავსებიან), ასევე კვალიფიციურობა, პროფესიონალიზმი და ის უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ. ასევე, უნდა აღდგეს  სამსახურში, საიდანაც მთელ საქართველოს პატრონობდა.

კაცი მძიმედაა, ჩაფიძის კლინიკაში მკურნალობდა და მერე გლდანში, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ გია პირველ რიგში იმიტომ უნდა გათავისუფლდეს, რომ უდანაშაულო და უწესიერესი კაცია.

ამისთვის მრავალათასიანი პეტიციაა შედგენილი. ლანჩხუთში, სადაც გია დაიბადა და გაზიარდა (მეც ლანჩხუთელი რაჭველი ვარ), მხრდამჭერი აქციები ჩატარდა და აქაც ძირითადად წარმოშობით იქაური, თბილისელების ერთი ნაწილია. გიას ყველა უჭერს მხარს, ვისაც გააჩნია მამულიშვილური გრძნობა, კაცობა, ადამიანობა და ელემენტარული სინდისი.

- თანამდებობრივი ინტერესი ახსენეთ, კონკრეტულად ვინმეზე ხომ არ მიანიშნებთ?

- კონკრეტული ეჭვი არ მაქვს. სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ყველა სტურუქტურაში ჩაბუდებული არიან და ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მსგავსი შავბნელი ძალები მოაშორონ. ეს არ ეხება ჯანდაცვის სამინისტროს. დავით სერგეენკოს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები იმისთვის, რომ წარმატებული სტრუქტურა აქვს. ამიტომ წესიერი სერგეენკო ასეთივე წესიერ თვალავაძეს მხარს უჭერს.  

ბიძინა გუჯაბიძე, ყოფილი პარლამენტარი:

- ჯერ დაკავების ემოციურ ნაწილზე ვისაუბრებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გია თვალავაძეს კანონთან რამე წინააღმდეგობა ექნებოდა და ეს ახლაც ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი ამბავია. არაა გია ის კაცი (უწესიერს ოჯახში აღზრდილი და ჩამოყალიბებული), რომ მსგავსი რამ ჩაედინა, უბრალოდ გამორიცხულია. როგორც ჩანს,  გიას საქმიანობა ვიღაცის ინტერესთან გადაიკვეთა, რასაც გამოძიება დაადგენს. გამორიცხულია, რომ პროკურატურას და ძიებას გიას საწინააღმდეგო მასალები ჰქონდეს.  როგორც ვიცი, მყარი მტკიცებულებები არ არსებობს და პირადად გიასთან მიმართებაში ამაზე საუბარი ხომ საერთოდ აბსურდია. თუ რაღაც სატელეფონო ზარები შემოდიოდა, ამაზე ცალკე სამსახურია და რეაგირებას ის ახდენს. გია თვალავაძე არ იყო ვალდებული ყველა აფთიაქთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდა, რამე განკარგულება მიეცა ანდა თვალი დაეხუჭა. შესაძლოა, სადღაც ელემენტარული დაუდევრობა გამოიჩინა, მაგრამ გამორიცხულია ეს განზრახ გაკეთებინა ან სამსახური ბოროტად გამოეყენებინა.

- მოთხოვნა?

- როგორც მე, ასევე საზოგადოება თვლის, რომ ამ საქმეში გია უდანაშაულოა. გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება და თუნდაც თავდებობით გაათავისუფლონ. ეს არის ნაკლებად მძიმე დანაშულთა კატეგორია, რომელიც სავალდებულო პატიმრობას არ ითვალისწინებს. როგორც ვიცი, გია დაპატიმრებამდე გამოძიებასთან თანამშრომლობდა და გამოძიებამ კარგად იცის, რომ ის არსად წამსვლელი და თავის ამრიდებელი არ არის. ვერც გავლენას მოახდენს ვერავისზე. ასე რომ, აქ ყველაზე მისაღებია, თუ გიარაო იქნება გამოყენებული და ამაში ყველა მიიღებს მონაწილეობას.

თავდებში პარლამენტარები უდგებიან, - ჩემი მეგობარი კარლ კოპალიანი, ზაზა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, თემურ ჭკუასელი, - მათ ხელი მოაწერეს თხოვნას გირაოს შეფარდების თაობაზე.

თემურ ჩხაიძე, ლანჩხუთის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, საფეხბურთო კლუბგურიასლეგენდარული კაპიტანი:

- გამოძიების მიმდინარეობის საწინააღმდეგო არავის აქვს, მაგრამ ეს ადამიანი შეუძლოდაა, გაქანებული ნევროზი აქვს, წარმოშობით ლანჩხუთელი ამის გამო რვა წელია მშობლების სახლიც კი არ ყოფილა. მოხუცი დედ-მამა თბილისში აქეთ აკითხავს. ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გიას გათავისუფლებით არაფერი არ ირღვევა, სახლიდან ივლის ჩვეულებრივად და ჩვენებას მისცემს. ამაზე უამრავი ადამიანი თავდებში უდგება. პარლამენტის დეპუტატები არიან ჩართულები, რომ სააპელეციომ მართებული გადაწყვეტილება მიიღოს.

ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება და პროკუარატურა შეცდომაშია შეყვანილი, საქმეზე სამართალი უნდა დადგეს. ჯერ ლანჩხუთის რაიონში გიას მხარდასაჭერად 1500 კაცი გამოვიდა ისე, რომ წესიერი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. გია მართლაც შეუფასებელი ადაიანია, არანაირი პარტიული არ აინტერესებს, თავისი საქმის პროფესიონალია და, რაც მთავარია, ადამიანი უყვარს. შემთხვევა არ მახსოვს, რომ ვინმეს შეეწუხებინოს და უყურადღებოდ დაეტოვებინოს. აქ მარტო ლანჩხუთსა და გურიაზე საუბარი არ არის. ოთხი წელი დეპუტატი ვიყავი და მოწმე ვარ, რომ თუ როგორ ყურდღებით ექცეოდა ადამიანებს და რაც კი შეეძლო, ყველას პატივს სცემდა. ახლა, ასეთი კაცის დამსახურების არგათვალისწინება წარმოუდგენელია.    

რევაზ ჯიჯიაშვილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარი ექიმი:

- გიასნაირი წესიერი კაცი საქართველოში ბევრი არ დადის. ომის დროს გარკვეული პერიოდი  აფხაზეთში იმყოფებოდა და როცა ჩამოვიდა, ვუთხარი, - ბატონო გია, თქვენ ომის ვეტრანობა გეკუთვნით-მეთქი.

- ეგ როგორ, თქვენ ბიჭები თავიდან ბოლომდე იქ იყავით და ეს როგორ უნდა ვიკადროო, - მიპასუხა.

ის კაცია, რომელიც თავისი დანიშვნის დღიდან, მთელი 12-14 წლის განმავლობაში ვეტრანების ოჯახებს (მათ შორის დაღუპულთა ოჯახებს) გვერდში ედგა. მათი ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის ყველაფერს აკეთებდა. დარწმუნებული ვარ, რომ გიას სიმართლე დადგინდება, მართლმსაჯულება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამ ხელისუფლებას ასეთი წესიერი კაცის გაწირვა არ უნდა სჭირდებოდეს. გიას ჯანმრთელობა გართულებულია და ამ დროს ეს კაცი საშიში არ არის ქვეყნისთვის, რომ გამოვიდეს, ნორმალურად იმკურნალოს და ოჯახთან იყოს. ამიტომ ვთხოვთ გირაოს საფუძველზე გამოუშვან და სიმართლე დადგინდეს. თუ საჭირო გახდება პასუხს აგებს, მაგრამ წარმოუდგენელია მართლმსაჯულებამ წესიერებასთან უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს.

მეტსაც გეტყვით, მთელი ვეტერანთა საზოგადოების წარმომადგენლები ყოველდღე გვირეკავენ და გიას ჯანმრთელობას კითხულობენ. 2004 წლიდან მოყოლებული ამ ბიჭების სადარაჯოზე იდგა და მარტო მე მისი უშუალო დამხარებით ბიჭებისთვის უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ამიტომ მინდა ჯანმრთელი იყოს და ოჯახს დაუბრუნდეს. თუ დამნაშავეა ჩვენც ვაგებთ პასუხს მასთან ერთად და მისი საძმო-სამეგობრო ბოლომდე გვერდში დავუდგებით. ამას ათი ათასობით ვეტერანის სახელით გეუბნებით, რადგან ამის უფლებამოსილება მიღებული მაქვს.

მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება და სააპელაციო მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. გიამ 14 წლის განმავლობაში ერისა და ქვეყნის წინაშე ის პატივისცემა დაიმსახურა, რომ ციხეში სასიკვდილოდ არ გაწირონ და გირაოს სახით გამოუშვან.

სიკო გეგიაძე, აქციის მონაწილე:

- მე გიას ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად მოვდივართ და მისი პროფესიონალიზმისა და კეთილშობილების მჯერა. აბა რა გითხრათ, საოცრად გულისხმიერი ადამიანია. აქ ჩვენი შეკრება .. დანაშაულის გამოკვლევას კიარ ემსახურება, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის  და დარწმუნებული ვარ სიმართლე დადგინდება. მაგრამ გიას ჯანმრთელობაა კრიტიკულია, ძალიან ცუდადაა. ამიტომ შევიკრიბეთ, რათა სასამართლომ გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა და საპყრობილეში არ მოკლან ეს კაცი. გამოვიდეს, გარეთ იყოს, არსად გამქცევი და დამმალავი არ არის. არც პასუხისმგებლობას გაექცევა და არც არაფერს. წარმოშობით ლანჩხუთელები ვართ, რომლებიც აქ თბილისში ვცხოვრობთ. სხვათაშორის, ახლა აქ რაც ხალხია, ამდენი და კიდევ მეტი ყოველ დილას გიას სამსახურში ხვდებოდა და ყველას მაქსიმალურად ეხმარებოდა.

რასაკვირველია, მომხრე ვართ, რომ სიმართლე დადგინდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმართლე გიას მხარეს იქნება და შექმნილი სიტუაციიდან თავისუფალი გამოვა. დამნაშავე ვინცაა ის დაისჯება, მაგრამ ამ ეტაპზე ლაპარაკია სიკვდილ-სიცოცხლეზე და ეს კაცი უნდა გადავარჩინოთ, სხვაზე არ გვაქვს საუბარი.

ვიქტორ ცაავა, „გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრისხელმძღვანელი:

- მხარს ვუჭერ აქციას, რადგან ვფიქრობ ქვეყანას არ აქვს ფუფუნება ისეთი შვილები დაკარგოს, როგორიც გია თვალავაძეა. დღეს ხალხი იმისთვისაც მზად არის, რომ დაიცვას ყოველი უდანაშაულო ადამიანი. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ გიას გათავისუფლებას, რადგან ბრალდებები თითიდან გამოწოვილია და სინამდვილეს არ შეესაბამება.  

შეგახსენებთ, რომ .. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავებას ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს განცხადებით, მან საქმის დეტალები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია ყველა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გია თვალავაძე ჩემი აზრით, ბუნებით წესიერი კაცი არის. რაც შეეხება გამოძიებას, მე არ მაქვს უფლება, რომ განვიხილო, რა და როგორ იქნა გამოძიებული, თუმცა ცალსახაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ და მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“,-განაცხადა სერგეენკომ.

.. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშიბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

სააფთიაქო ნარკომანიისსფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო , ქეთევან , ლაშა , ნინო . და ნათელა . გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.„სააფთიაქო ნარკომანიისსფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო , ქეთევან , ლაშა , ნინო . და ნათელა . გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია“, – განაცხადეს სუს-ში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია