მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში 59,52 პროცენტით გაიმარჯვა - 29 ნოემბერი 2018

სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დამთავრდა

ufleba.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიქართული ოცნებისმხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ცესკო- ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა უბანი. სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59, 52% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 147 627 ხმა.

ცესკო- ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობისსაპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 780633 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40,48%-ია.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის 72- მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.

რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს იმართება, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 307 საჩივარია შესული.

ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივრების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერაა დაწერილი და ძირითადად, პროცედურული ხასიათის საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნა.

შედეგების ბათილობასთან დაკავშირებული საჩივარი ხუთ უბანს ეხება: სიღნაღისა და წყალტუბოს თითო-თითო უბანი, მარნეულის სამი უბანი და ხულოში გადასატანი ყუთი.

მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ამ ეტაპზე არ ვიზიარებთ, – ამის შესახებნაციონალური მოძრაობისპრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია დაძალა ერთობაშიარეალურად აჩვენებს საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია