მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოს აშშ-ს ლიდერების უფრო დაკვირვებული მზერა სჭირდება - 18 ივნისი 2012

[foreignpress.ge]
თედო ჯაფარიძე

ბოლო ორი კვირის გამავლობაში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს კონგრესის ათეულობით წევრს, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს, მეცნიერებს და სხვა სამთავრობო და საგარეო პოლიტიკური სფეროს ცნობილ წარმომადგენელს შევხვდი, რათა მათთვის ერთი გზავნილი გადამეცა – პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში არც ისე სტაბილურია და არც ისე მკაფიო, როგორც ჩანს და შეერთებული შტატების ლიდერებისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველო ცუდი მიმართულებით მიჰყავს და რეალურად მართლაც ძირს უთხრის შეერთებული შტატების ინტერესებს. დემოკრატიული გარემო სწრაფად უარესდება, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მოკავშირეები ამკაცრებენ რეპრესიებს როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე რიგითი მოქალაქეების მიმართ.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველო ცდილობდა თავი წარმოეჩინა შეერთებული შტატების სანდო პარტნიორად. ქართველები დიდი კონტიგენტით იბრძვიან შეერთებული შტატების გვერდით ერაყსა და ავღანეთში და მხარს უჭერენ აშშ-ს სხვა საგარეოპოლიტიკურ მიზნებს. თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა 1 მილიარდ დოლაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოს განვითარებისთვის და მილიონები – დემოკრატიზაციისათვის. პრეზიდენტ სააკაშვილს სურს, რომ ამერიკელები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად აღიქვამდნენ.

სამწუხაროდ, სიტუაცია ადგილზე საკმაოდ განსხვავებული და როგორც ჩანს, შეერთებულ შტატებს აღარ აქვს უკუგება გაღებული ინვესტიციებიდან. გაჩნდა იმის რისკი, რომ ის უნებლიეთ აფინანსებს ქართველი ხალხის რეპერესიებს სააკაშვილის რეჟიმის მეშვეობით. აშშ-ს მთავრობამ არ უნდა მიიჩნიოს, რომ საქართველოში დემოკრატიაა მხოლოდ იმიტომ, რომ ის დიდი კონტიგენტითაა წარმოადგენილი ავღანეთში.

ანგარიშებში თავმოყრილია ყოველდღიური და დეტალური ინფორმაცია იმ უდანაშაულო მოქალაქეების დევნისა და დაპატიმრებების შესახებ, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს. რეპორტიორებს აპატიმრებენ, კანონები იცვლება, პედაგოგებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ და ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერის იძულების მიზნით კეთდება. ამ ფაქტების დიდი ნაწილი მოხვდა ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და Amnesty International-ი, მაგრამ ყურადღების მიუხედავად, ასეთი აღმაშფოთებელი შემთხვევების სიხშირე მატულობს.

როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ასევე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისარგებლეს ბოლოდროინდელი შეხვედრებით (იანვარში სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში, მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტი და ივნისში სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში) და არაორაზროვნად შეახსენეს სააკაშვილსა და მის მოკავშირეებს – ისინი ელიან „თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ და „ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას“.

ეს კომენატარები თან სდევს ბოლო ორი თვის განმავლობაში ჯონ ბასის (აშშ-ს ელჩი საქართველოში), ირაკლი ალასანიას (საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში), დემოკრატი სენატორის ბენ კარდინის, რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის, დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის, კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ გაკეთებულ ფრთხილ განცხადებებს, ისევე როგორც Amnesty International-ს ს გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სპიკერის ანგარიშებს.

7 ივნისს დემოკრატმა კონგრესმენმა ჰოვარდ ბერმანმა (კალიფორნია), კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის გავლენიანმა წევრმა განაცხადა, „მე შეწუხებული ვარ ძალისხმევით, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ცნობილ პოლიტიკურ ოპონენტს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოს, ასევე ვარ შეშფოთებული ცნობებით იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებს აშინებენ და მათი ხელმისაწვდომობა მედიაზე შეზღუდულია. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით“.

როგორც ეს ლიდერები აღნიშნავენ, ზოგიერთი მათგანი სხვებზე უფრო რბილად, „დემოკრატია“ წესრიგში არ არის. ეს არ არის დემოკრატიული მთავრობის და შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორის ქმედებები. ეს ისეთი ავტორიტარული მთავრობის აქტივობებია, რომელიც ცდილობს ხელისუფლებას ჩაეჭიდოს.

საქართველოს დამდეგი არჩევნები (2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო) ჩემი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეერთებულმა შტატებმა მკაცრად და საჯაროდ უნდა დაგმოს ის, რაც საქართველოში ხდება და შეახსენოს მოქმედ მთავრობას, რომ უსამართლო არჩევნები და ადამიანის უფლებების გააფთრებული დარღვევა მკვეთრად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. ხმები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს, კვლავ ვრცელდება. არსებითად „პუტინის სცენარი“ არის ის, რაც საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება.

ის, რაც საქართველოს სჭირდება, ეს არის სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, რომელიც პატიოსნად ასახავს ხალხის ნებას მათი ლიდერების არჩევისას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მაისის ბოლოს, 150 000 ათასზე მეტი ადამიანმა მოიყარა თავი თბილისის თავისუფლების მოედანზე სწორედ ამ იდეალების მხარდასაჭერად.

თუკი საქართველო სრულად ახორციელებს ძველი „ვარდების რევოლუციის“ ათწლეულის დემოკრატიულ დაპირებას და შეერთებული შტატების ნამდვილი პარტნიორია, თბილისში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ჰქონდეს ადგილი. მიმდინარე მთავრობა არ ადგას თავისუფლების და კეთილდღეობის გზას. იმისთვის რომ ეს მოხდეს, რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე, უფლებები და ხმები დაცული და გაგონილი უნდა იყოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია