მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით სერგეენკო - აუცილებელია სიმპტომების აღმოცენებისთანავე მიმართონ ექიმს და მიიღონ სწორი მკურნალობა - 09 იანვარი 2019

ufleba.ge

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ გრიპით დაავადების მიმდინარეობა მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ავადობა ცალსახად უკან იხევს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

„დღეის მდგომარობით, გუშინდელთან შედარებით, რიგი პოზიტიური მაჩვენებლებია – თითქმის ასით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის გამო, რაც კარგი დინამიკაა. სასწრაფოზე გამოძახება გადანაწილდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებზე და შემცირების დინამიკაა, თითქმის ცხრაასით განიმუხტა სასწრაფო დახმარება გამოძახებებისგან. ეს ტვირთი აიღეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებმა და უმეტეს შემთხვევაში, ეს გვარდება სატელეფონო კონსულტაციით, უშუალოდ გასინჯვით და რიგ შემთხვევებში, ბინაზე მისვლითაც.

თუმცა, ძალიან საყურადღებოა, რომ დაავადების მიმდინარეობა მძიმეა, ჰოსპიტალებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ეს ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივად ავადობა ცალსახად უკან იხევს, მისი მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

სერგეენკოს თქმით, იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45 პროცენტია, ვინც ეს პირველი ორი დღის განმავლობაში გააკეთა.

„აუცილებელია, ეს პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ანუ სიმპტომების აღმოცენებისთანავე მიმართონ ექიმს და მიიღონ სწორი მკურნალობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია