მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ" - 09 იანვარი 2019

ufleba.ge

აცრების გაკეთება დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც დღეს აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება, – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი.  ასევე, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე.

„დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი  იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება.

„სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან  აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ.

შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამიტომაც არის რეკომენდაცია რისკის ჯგუფების მიმართ, აიცრან, რომ შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს.

„აცრა მძიმე გართულებებისგან ძალიან ეფექტურად იცავს“, – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია