მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - პრეზიდენტი და პრემიერი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა იგნორირების პოლიტიკას აგრძელებენ - 09 იანვარი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ (თავმჯდომარე - დოდო გუგეშაშვილი) აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების იგნორირების სამწუხარო პოლიტიკას აგრძელებენ.

„31 დეკემბერს, სრულიად საქართველოს ახალი წლის შემობრძანება როგორც ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ასევე მთავრობის მეთაურმა მიულოცა. საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის ამ ქვეყანაში როგორი ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობიან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს. სამწუხაროდ, მან მისალოც სიტყვაში ერთი სიტყვითაც არ ახსენა ეს ადამიანები.

რასაკვირველია, ვეტერანებისთვის მილოცვა არც ბატონ ბახტაძეს გახსენებია. როგორც ჩანს, პრეზედენტიც და პრემიერ მინისტრიც იზიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, ომის ვეტერანების არშემჩნევასთან და იგნორირებასთან დაკავშირებით. საუბარია იგივე სამარცხვინო 22-ლარიან დახმარებაზე, ურნაში გადაგდებულ ვეტერანების შესახებ კანონზე და ა.შ. როგორც ჩანს, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ „მგლის თავზე სახარების კითხვას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.     

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია