მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"დღეს და ხვალ ტამიფლუს მარაგები შეივსება" - 09 იანვარი 2019

ufleba.ge

დღეს და ხვალ „ტამიფლუს“ მარაგები შეივსება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, წამლის მარაგის მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„ცალსახად ვადასტურებ, რომ „ტამიფლუს“ ​საკმარისი მარაგია. დღეს და ხვალ წამლის მარაგით შეივსება როგორც სააფთიაქო ქსელები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება პირბადეებს, პირბადეებზე აფთიაქებმაც უნდა იზრუნონ, რომ მომარაგება გაზარდონ და თუ ამ მხრივ დეფიციტი დავინახეთ, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია