მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საჩხერეში „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემენ - 11 იანვარი 2019

ufleba.ge

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი „ტამიფლუს“ უფასოდ გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მუნიციპალიტეტებში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს H1N1 ვირუსის (ე.წ. ღორის გრიპი) საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ და შეუზღუდავი რაოდენობით გადაეცა.

ვაქცინა მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციითა და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100-ის (ც ნ ო ბ ა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) წარდგენის შემდეგ გაიცემა.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ლალი ტაბატაძის განცხადებით, ვაქცინის რაოდენობა შეზღუდული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, ყველა პაციენტს მიეწოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია