მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია - ზურაბიშვილმა თქვა, რომ მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი - 11 იანვარი 2019

ufleba.ge

„მან თქვა, რომ მე არ ვარ პრეზიდენტი ქვეყნის, მე ვარ ფრანგი პენსიონერი,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციას.

ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილის ის განცხადებების, რომელშიც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მელიას შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებებმა აშკარა გახადა, რომ პრეზიდენტი პოლიტიკას ემიჯნება და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

„მან თქვა, რომ არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში. არ მაინტერესებს რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მართველ გუნდში? არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

- ჟურნალისტებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა შიდა პოლიტიკის ყველაზე მწვავე საკითხებზე საუბარს სწორედ იმ მოტივით აარიდა თავი, რომ ის აღარ არის პოლიტიკური პერსონა.

საქართველოს ისტორიაში ბოლო არჩევითი პრეზიდენტი ამბობს, რომ პოლიტიკა, სასამართლო, მმართველ გუნდში დაპირისპირება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია მისი საქმე არ არის. 

ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ ხელფასზე უარს ამბობს და მისი ინიციატივით ეს თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება. თავად ზურაბიშვილი კი საფრანგეთიდან მიღებული პენსიით იცხოვრებს, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია