მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი იმიგრანტის მიღება სურს - 11 იანვარი 2019

ufleba.ge

კანადას მომდევნო სამ წელიწადში მილიონი იმიგრანტის მიღება სურს. ქვეყნის პარლამენტმა სამოქმედო პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მილიონი იმიგრანტისთვის მოქალაქეობის მინიჭება იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

კანადამ 2017 წელს 286 ათასზე მეტი მუდმივი მცხოვრები დაამატა, 2019 წელს ეს რიცხვი შესაძლოა, 350 ათასამდე გაიზარდოს.

კანადის ხელისუფლების გეგმის თანახმად, 2020 წელს მუდმივი მოქალაქეობა შესაძლოა 360 ათას, 2021 წელს კი 370 ათას იმიგრანტს მიენიჭოს.

კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის მინისტრის, აჰმედ ჰუსენის განცხადებით, იმიგრანტების შედინება ქვეყნის მოსახლეობის დაბერების პროცესს გაანეიტრალებს და შრომით ძალას გაზრდის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია