მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჯანდაცვის სამინისტრო - გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია - 14 იანვარი 2019

ufleba.ge

გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.

გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დაიწყო და მისი მიღება ხუთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში ნებისმიერ მოქალაქეს ფორმა ასის ან ექიმის რეცეპტის საშუალებით შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 700 კოლოფზე მეტი „ტამიფლუა“ გაცემული.

სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსის მეორე ეტაპი დაიწყება, სამკურნალო მედიკამენტის მარაგი 10 ათასი ცალით იქნება შევსებული, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია