მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო - 14 იანვარი 2019

ufleba.ge

საქალაქო სასამართლომ დავით კირკიტაძე უდანაშაულოდ ცნო. დავით კირკიტაძის საქმეზე, რომელიც ქვემო ქართლში მისი გუბერნატორად მუშაობის პერიოდს ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება - გირაოც გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.  

ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, კირკიტაძის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ არსებობდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმის აღძვრა პოლიტიკურ დევნას ემსახურებოდა.

პროკურორი, გიორგი მიქელაძე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ მიესალმება. მისი განცხადებით, სასამართლოში კირკიტაძის ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები იყო წარდგენილი. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ასევე, ბრალდებამ გირაოს სახით მისი მამის კუთვნილი ბინის აღსრულებაში გადაცემა მოითხოვა.

ბრალდების მხარის განცხადებით, გუბერნიის ბალანსზე რიცხულ ძვირადღირებულ სპეცტექნიკას კირკიტაძე კანონდარღვევით, პირადი ინტერესებისთვისაც იყენებდა, კონკრეტულად კი მისი ძმის სასარგებლოდ.

მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით კირკიტაძეს პატიმრობა ისედაც შეფარდებული აქვს.

დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია