მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინის დეფიციტია - 14 იანვარი 2019

ufleba.ge

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინის დეფიციტია. პრეპარატი, რომელსაც H1N1 ვირუსის პრევენციისათვის იყენებენ მარაგში აღარ არის. საკმარისი არ აღმოჩნდა არც ის 41 000 ცალი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ 3000 ერთეული ვაქცინის შემოტანას შეძლებს,  თუმცა რამდენად აღმოჩნდება პრეპარატი ეს რაოდენობა საკმარისი, უცნობია. 

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომავალ კვირას შემოტანილი უფასო ვაქცინა ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ისევ სოციალურად დაუცველებსა და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ პირებზე გადანაწილდება.

„მოვილაპარაკეთ ვისთანაც კონტრაქტი გვქონდა და მოძიებულია გარკვეული რაოდენობა შემოვიტანთ და მომავალ კვირაში იქნება გარკვეული რაოდენობა ვაქცინის, რომლითაც გადავწყვიტავთ გრიპის კომიტეტზე რა კატეგორიის ადამიანებს შევთავაზებთ“-ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია