მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ლომჯარია - ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის - 16 იანვარი 2019

ufleba.ge

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.

„ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რადგან  რამდენიმე საკითხი ითქვა, თითქოს ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს, თითქოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა დარეგულირდეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა საკითხია. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს სჭირდება კიდევ მეტად დარეგულირება ან გამკაცრება.

ნამდვილად გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და რა ინიციატივაც უნდა გამოითქვას, სახალხო დამცველი დაიცავს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს და იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია