მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მერია ყველაფერს გაკეთებს, რომ ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო არ აშენდეს" - 21 იანვარი 2019

ufleba.ge

თბილისის მერიაში კახა კალაძისა და სასტუმრო „ბუდაპეშტის” დამფუძნებელს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ტერიტორიის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით, მხარეებს შორის მორიგება ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სასტუმროს მეპატრონე პოზიციებს არ თმობს, მაგრამ მერია ყველაფერს გაკეთებს, რომ ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო არ აშენდეს.

„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული. ერთ-ერთი იყო სპეც-ნებართვა, რომელიც 2013 წელს გიგი უგულავას მიერ იყო გაცემული, ეს არის უვადო ნებართვა. ამის საფუძველზე იყო გაცემული უშუალოდ მშენებლობის ვადიანი ნებართვა, რომელსაც ვადა ამოეწურა. ეს ადმიანი აცხადებს, რომ ხელში უჭირავს უვადო სპეცნებართვა, ეს არის სპეციალური აქტი , რომელიც გამოსცა მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ და ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღესაც ძალაშია. სწორედ ამის საფუძველზე აქვს მეპატრონეს ვაკის პარკში 30- მეტრიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის უფლება. ეს არის საკმოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა, თუმცა ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დაუშვათ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. განვიხილავთ ყველა შესძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით ამ ადამიანთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ის არ თანხმდება არც ადგილმონაცვლეობაზე, არც პარამეტრების შემცირებაზე და საკმაოდ მყარად  გრძნობს თავს, რადგან ხელში უჭირავს სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა. ამ სამართლებრივ პოზიციებს არის ჩაბღაუჭებული ადამიანი და პოზიციებს არ თმობს“, -განცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განცხადებით, მერია ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან, არასდროს უსამართლოდ არ იქცევა და კანონს არ არღვევს. ამიტომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რომ დაბალანსდეს სამართლებრივად ქალაქის, მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესები. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვაკის პარკი არის ერთადერთი უნიკალური ადგილი თბილისში, მერია ასეთ უბედურებას ხელს ვერ შეუწყობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია