მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შვედეთის ელჩი - საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი გაიზარდა - 23 იანვარი 2019

ufleba.ge

შვედეთის ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი შვედეთში 2018 წელს გაიზარდა. "კურიერის" კითხვებზე წერილობითი პასუხის დროს ულრიკ ტიდე-სტრომი აცხადებს, რომ შვედეთში ძარცვის დიდი ნაწილი ჩადენილია სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული ადამიანების მიერ.

ელჩის აზრით, ეს ფაქტი  არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქართველი თავშესაფრის მაძიებელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული.

„უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ მიმართვების რიცხვი გაიზარდა. 2016 წელს შვედეთში 737-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. 2017 წელს, როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, რიცხვი 1105- ამდე გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს მოქალაქეები რაოდენობით რიგით მეოთხე ადგილზე იყვნენ შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, 1156 მიმართვით. ძალიან მცირე გამონაკლისით, ყველა მიმართვა უსაფუძვლოდაა ჩათვლილი. თანხმობის მიღების მაჩვენებელი ახლოსაა 0 პროცენტთან.

მიჩნეულია, რომ ბინების ძარცვის შემთხვევების ნახევარი შვედეთში სხვა ქვეყნების  მძარცველთა დაჯგუფებების მიერაა ჩადენილია, მათ შორის საქართველოცაა, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. მაღაზიების ორგანიზებული ძარცვაც ამ პრობლემის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კავშირი უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობასთან, ჩვენ რასაკვირველია, არ ვგულისხმობთ, რომ ყველა  თავშესაფრის მაძიებელი ქართველი ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა, რომ შვედეთის პოლიციამ გააძლიერა ძალისხმევა მძარცველთა ჯგუფების შესაჩერებლად და ამ ზომებს აშკარა ეფექტი აქვს. 

დიალოგი და თანამშრომლობა შვედეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის გაძლიერდა, კარგად ფუნქციონირებს და უფრო ინტენსიურიც გახდება. გაუმჯობესებული ძალისხმევით გავაგრძელებთ უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის შემთხვევების შეზღუდვას და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედება ფასეული მიღწევაა, რომელიც პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და მისი დაცვა ჩვენს საერთო ინტერესებში შედის," ამბობს შვედეთის ელჩი "კურიერის" კითხვებზე წერილობითი პასუხისას.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია