მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ ისარგებლონ უფასო ვაქცინით" - 26 იანვარი 2019

ufleba.ge

გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული, მოვუწოდებთ მათ, ისარგებლონ უფასო ვაქცინით, – ამის შესახებ "პირველ არხს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ განუცხადა.

მაია ლაგვილავა აცხადებს, რომ ფიქსირდება წითელას შემთხვევების მატება და გრძელდება უფასო აცრების გაკეთება.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფის პირებს, ორსულებს გრიპის უფასო ვაქცინით. დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვაქცინაცია მხოლოდ 100-მდე ორსულს აქვს ჩატარებული. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ეს შანსი, იზრუნონ თავიანთი და მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია.

რაც შეეხება წითელას, სამწუხაროდ, ფიქსირდება შემთხვევების მატება. დღეის მდგომარეობით წითელათი 600-მდე დაავადებული პაციენტია დაფიქსირებული. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს წითელას უფასო ვაქციანაციას და უკვე 17 000-მდე პირია აცრილი შესაბამის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

წითელას თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები შაბათ-კვირის განმავლობაში გახანგრძლივებული დღის რეჟიმით იმუშავებენ საღამოს 22:00 საათამდე და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს წითელაზე უფასოდ აცრის ჩასატარებლად“, – განაცხადა მაია ლაგვილავამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია