მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მადრიდი პოლიტიკური პრობლემები მოტივით საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს" - 29 იანვარი 2019

ufleba.ge

ესპანეთი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური პრობლემები არ არის. შესაბამისად, მადრიდი ამ მოტივით საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟუზეპ ბორელ ფონტელიესმა განაცხადა.

ესპანური გამოცემა cope.es-ის ცნობით, ეს განცხადება ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ეს ნაკადი უნდა შემცირდეს და ამ ადამიანებმა არ უნდა ხარჯონ დრო და ფული ამოცანებზე, რომლებიც ვერ შესრულდება. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია არ შეცვლილა, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 40-დან 1000-მდე გაიზარდა, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ „საქართველოს მოქალაქეების გულუბრყვილობას ან გაუნათლებლობას ზოგიერთი ადამიანი ბოროტად იყენებს, მათ არასწორ გზაზე აყენებს და ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას ურჩევს“.

საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მადრიდში გუშინ გაიმართა. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია