მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დოდო გუგეშაშვილი: ვეტერანებისთვის განკუთვნილი დღის სტაციონარი ექსპლუატაციაში 2 თვეში შევა - 30 იანვარი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის, დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 2 თვეში, ვეტერანებისთვის განკუთვნილი დღის სტაციონარი ექსპლუატაციაში შევა. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„იამანიძის ქუჩაზე იყო ჰოსპიტალი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. დანგრეული, მოუწესრიგებელი შენობა იყო. შემდეგ დაიხურა, მაგრამ სანიკიძის სახელობის ბრენდი შენარჩუნდა. კახოვკის ქუჩაზე 2 თვეში ექსპლუატაციაში შევა დღის სტაციონარი, პოლიკლინიკა. ყველაზე რთული რაც არის: არ გვაქვს რენტგენისა და ტომოგრაფიის აპარატი. ვფიქრობ, ამ 2 თვეში სპონსორი გამოჩნდება. დანარჩენი, ყველაფერი წესრიგშია. სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღის სტაციონარს სჭირდება. შენობა გარემონტებული და მაღალი სტანდარტებისაა.

ასევე, მერიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 500 310 კვადრატული მიწა გადასცა, ვეძებთ ინვესტორს. ლუბლიანას ქუჩაზე გეგმაშია ჰოსპიტალის მოწყობა“, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

მისივე თქმით, ვეტერანებთან დაკავშირებით, პოლიტიკა გადასახედია.

„ვეტერანთათვის, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, რაღაცები შეიცვალა, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, ის 22 ლარი, რაც წინა ხელისუფლებამ აკადრა ვეტერანს, დღესაც დარჩა. მეშვიდე წელია ახალი ხელისუფლებაა, ამაზე არავინ ფიქრობს, რომ ეს არის სამარცხვინო. ასევე, ვეტერანის შესახებ კანონი ვერ მიიღო პარლამენტმა. უკვე მეშვიდე წელია ხელისუფლებისგან ვითხოვთ 22-ლარიანი დახმარების გადახედვას, ეს არის მათხოვრული, ღირსების შემლახველი, დისკრიმინაციული. ჯერჯერობით, ამაზე პასუხი არ არის“,- განაცხადა გუგეშაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია