მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"სახელმწიფო თუ აპირებს დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ფარული ჩანაწერი მიიღო და ნახა, ათასობით ადამიანის დასჯა მოუწევთ" - 02 თებერვალი 2019

ufleba.ge

სახელმწიფო თუ აპირებს, რომ დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ფაილი მიიღო და ნახა, მათ მოუწევთ ათასობით ადამიანის დასჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, სადაც ფარული ჩანაწერების საქმეზე „გირჩის“ სამი აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„ზუსტად რა ბრალდება აქვს ყველას ჩვენს აქტივისტს არ ვიცი, რადგან ყველასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია ამბობენ, რომ მათ უბრალოდ მიიღეს „ინბოქსში“ ფაილები და  მათ ნაწილს ეს ნანახიც კი არ აქვს. ეს ბრალდებები, რომელსაც აცხადებენ არის თითიდან გამოწოვილი. ცხადია, უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ატვირთა ფაილები და მასობრივად გაავრცელა, თუ სახელმწიფო აპირებს, რომ დასაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ეს ფაილი მიიღო და ვინც ნახა, მათ მოუწევთ ათასობით ადამიანის დასჯა. გასაგებია, ამ შემთხვევაში საუბარია შერჩევით სამართალზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია