მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თორნიკე მამალაძე - ვიდგებით სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული - 05 თებერვალი 2019

ufleba.ge

პროტესტის მეორე დღე საქართველოს საპატრიარქოსთან - გუშინდელი ღამე მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან გაშლილ კარვებში გაათენეს, - ამის შეახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.  

მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, 2 წლიანი მოლოდინის შემდეგ მამა გიორგის ზიარების მიღების საშუალება მიეცეს. მოთხოვნებს შორისაა მსჯავრდებული სასულიერო პირის გათავისუფლებაც, რადგან ოჯახის განმარტებით, ის უკანონო პატიმარია.

მამალაძეები საპატრიარქოსთან პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

”ვითხოვთ მის ზიარებას. დავიწყეთ საპროტესტო აქცია, გაგრძელდა  სამ საათს და ველოდებოდით, საპატრიარქოს რომელიმე წარმომადგენელი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, არავინ ყურადღება არ მოგვაქცია, ამიტომ გადავწყვიტეთ კარვის გაშლა, 24 საათიან საპროტესტო რეჟიმში გადასვლა და ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული,“ - აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალძის ძმა თორნიკე მამალაძე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია