მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"კულტურულ საზოგადოებას შეუძლია, კანონის ჩარჩოებში შეცვალოს პოლიტიკა" - 10 თებერვალი 2019

ufleba.ge

ქართულ ემიგრაციას აქვს განცდა, რომ მათი სამშობლო განსაცდელშია, – ამის შესახებ "პირველ არხს" მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ ლიეჟში განუცხადა, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება და ალტერნატიული მთავრობის შექმნას აანონსებს.

მაჭუტაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, როგორ წარმოუდგენიათ იდეის ავტორებს ალტერნატიული მთავრობის არსებობა და განაცხადა, რომ კულტურულ საზოგადოებას შეუძლია, კანონის ჩარჩოებში შეცვალოს პოლიტიკა.

„კულტურული საზოგადოება, საზოგადოება, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დაიცვა, შექმნა, განავითარა ქართული სახელმწიფო, მოახერხებს იმასაც, რომ ასევე კულტურულ ვითარებაში, კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით შეცვალოს ქართველი ხალხის ნების შესაბამისად თავისი პოლიტიკური წესრიგი ქვეყანაში. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საარჩევნო პროცესს, ითვალისწინებს მანიფესტაციურ მეთოდს, ითვალისწინებს ყველა მეთოდს, რომელიც შეგნებულმა და ცივილიზებულმა კაცობრიობამ გამოიმუშავა, რათა მოქალაქეები, პოლიტიკოსები აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს და თავიანთ პოლიტიკურ სიტყვას ამბობდნენ ისე, როგორც საჭიროა“, – ამბობს მაჭუტაძე.

მისივე თქმით, არ აქვს არანაირი წარმოდგენა, რა სამოქმედო გეგმა იქნება წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლოა, არსებობდეს ქუჩის აქციების დაწყების სურვილი, რაც მისი თქმით, კანონს არ ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია