მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს - 15 თებერვალი 2019

ufleba.ge

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ანაკლიის პორტის პროექტს უკავშირებს. "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ბრძანებით დააგვირგვინა ის რეპუტაციის შემლახველი კამპანია, რომელიც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და "თიბისის" წინააღმდეგ დიდი ხანია გრძელდება.

რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ, ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ საკითხი ჯერ კიდევ 11 თვის წინ გავლენიანმა იურიდიულმა კომპანიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მამუკა ხაზარაძე უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს და "თიბისის" ინტერესების დაცვას სამართლებრივად გეგმავს, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია