მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ბინის დაქირავებამდე, გაზის დანადგარები სპეციალისტებს შეამოწმებინეთ - 16 თებერვალი 2019

ufleba.ge

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ვიდრე იქირავებთ ან იგირავებთ ბინას, აუცილებლად შეამოწმებინეთ გაზგაყვანილობა და გაზის დანადგარები სპეციალისტებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, წუხელ, სანზონაში, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში ორი წლის ბავშვი ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. კომპანიის ინფორმაციით, სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სახლში კუსტარულად დამონტაჟებულ, აკრძალულ ღიაკამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდნენ.

„ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სახლის დათვალიერების დროს გაირკვა, რომ კერძო სახლში მეპატრონე ოთახებს აქირავებს, სადაც ასევე რამდენიმე ღიაკამერიანი წყალგამაცხელებელია. უსაფრთხოების მიზნით, კერძო სახლში მცხოვრებთ გაზის მიწოდება შეუწყდა. კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახლის მეპატრონე გააფრთხილეს, რომ გაზი უნებართვოდ არ ჩართოს და სასწრაფოდ შეცვალოს აკრძალული ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები დახურული წვის კამერიანი დანადგარებით, რადგან საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს. სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შემთხვევების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ბუნებრივი აირის ნამწვი ბუნებრივ აირზე საშიშია, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია