მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოსამართლეთა ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით არასამთავრობოები გამოძიებას ითხოვენ - 18 თებერვალი 2019

ufleba.ge

მოსამართლეთა ფეშენებელური სახლები - არასამთავრობო სექტორი საგამოძიებო უწყებას მიმართავს. სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ სამართალდამცველმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ, რა სახსრებით ააშენეს მოსამართლეებმა მდიდრული საცხოვრებელი სახლები, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მოსამართლეების ოფიციალური შემოსავალი და აშენებული სახლების მასშტაბები იმდენად შეუსაბამოა, რომ აუცილებელია, ამით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.

გააკეთებენ თუ არა განმარტებებს თავად მოსამართლეები, უცნობია, თუმცა “შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ ისინი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

„თავად საჯარო სამსახურის ბიურომაც და სახელმწიფო სტრუქტურებმა უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რომ საზოგადოებას, როგორც წესი, ჰქონდეს საშუალება, როცა ვლაპარაკობთ ჩვენ მოსამართლეებზე, ვიცოდეთ და გაგვაჩნდეს ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ ფინანსებთან, შემოსავლებთან, საკრედიტო ისტორიებთან​. ჩვენ ვლაპარაკობთ არა უბრალოდ რიგით საჯარო მოხელეებზე, არამედ ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ამ ქვეყანაში,“- ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

მოსამართლეთა მრავალმილიონიანი ქონების შესახებ რეპორტაჟი  „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში გავიდა.

http://rustavi2.ge/ka/news/126057

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია