მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეკა ბესელია - მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება - 22 თებერვალი 2019

ufleba.ge

დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება“, – განაცხადა ბრიფინგზე ეკა ბესელიამ.

„რთულია და ძალიან ემოციური ჩემთვის, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რაც უნდა განვაცხადო. ცხადია, რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია ვთქვა, ამ პოლიტიკური გუნდიდან მიდვივარ იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება.

კოჰაბიტაციას არ გადაყვება თითოეული ოჯახისთვის ყველაზე ღირებული რამ, სამართალი, სამართლიანი სასამართლო, ჩვენ ყველამ ერთად სრულიად საქართველოსთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერი გყაქვს ბოლომდე მისაყვანი, ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა.

რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შემქნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათ უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა. იმ ძალადობრივი მმრთველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება, რომელთაც ეს კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე, ამაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს.

„ქართული ოცნება“ პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ გვაქვს ღირებულებთა სხვაობა, ჩემი ყველა მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მე მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით ვერ გამოიღო შედეგი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, რაც შეეხება კიდევ ორ დეპუტატს გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს, ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია, დატოვებენ თუ არა ისინიც „ქართულ ოცნებას“.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დალოდება მისი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებსაც აქვთ პროტესტი საკანონდებლო ორგანოში მიმდინარე მოვლენებზე.

„დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ჩემი კოლეგები უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა შევქნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. ეს იქნება უახლოეს მომავალში, ამის შემდეგ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს. ამაზე უფრო დეტალურად დღეს არ ვისაუბრებ. გავაკეთებ ყველაფერს, გამოვიყენებთ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად. არ გამოვრიცხავ არც ერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტს, რაც არის კონსტიტუციური, რათა ამ ბრძოლას ჰქონდეს ერთიანი, ერთობის მატარებელი, სამართლიანობის მიზნისკენ მიმავალი ფორმები. ჩვენ ვართ პარლამენტში, გვაქვს დეპუტატის მანდატები, რაც გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ ხალხის სახელით, შეხვედრები გვექნება ხალხთან, დაველოდოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია