მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზვიად კუპრავა - დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ასანჟს საქართველოში - 22 თებერვალი 2019

ufleba.ge

ზვიად კუპრავა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავს, მისი საქმით დაინტერესდნენ.

როგორც მან გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეპრესიების მსხვერპლია.

„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პარლამენტს. გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩემი საქმეებით, ორივე საქმით. გთხოვთ, ჩაიხედოთ მათში, ნახოთ რა ხდება და დარწმუნდეთ, რომ მე ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ვიდევნები“, – განაცხადა კუპრავამ.

მისი თქმით, არ აქვს საშუალება, შინ წავიდეს, რადგან იძულებულია, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში იყოს.

კუპრავა ხელისუფლებას მიმართავს, მის წინააღმდეგ აღძრული ორივე საქმე სასამართლოდან გაიწვიოს.

„ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს უფლება, ვიცხოვრო მშვიდად,  არ ვიყო დევნის ობიექტი, თუნდაც არ ვიყო დღეს გაერთიანებული ოპოზიიცის შტაბში. აქ იძულებით ვიმყოფები, რადგან არ მაქვს შესაძლებლობა, წავიდე სახლში და ვიყო ოჯახთან ერთად. ამავდროულად, მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას – დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ასანჟს საქართველოში“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია