მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ენმ" დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს - 23 თებერვალი 2019

ufleba.ge

ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონლური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბესიკ ბრეგაძემ განაცხადა, „მოძრაობა ძალა ერთობაშია“, „გირჩი“, „თავისუფალი საქართველოსა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან.

მისი თქმით, დავით კირკიტაძე არის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი და მძევალი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ დავით კირკიტაძე არ დაემალება სასამართლოს, არ მოახდენს ზეწოლას მოწმეებზე და არ გაანადგურებს მტკიცებულებებს“, – განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია