მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ცხოველების ფერმა“ - 01 მარტი 2019

 

ufleba.ge

ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოში სხვა დარგებთან ერთად, მესაქონლეობაც  ნელ-ნელა ვითარდება. ქვეყანამ იმას მაინც მიაღწია, რომ ბაზრობებზე ცხენისა და ვირის ხორცის დეკეულისად გასაღებას ადვილად ვეღარ ახერხებენ. მარტო ბოლო დღეებში, სურასათის ეროვნულმა სააგენტომდეზერტირებისმიმდებარე ტერიტორიიდან ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმოშობის ხორცპროდუქტები ამოიღო.

რაღა შორს წავიდეთ, საკუთარ გამოცდილებაზე მოგიყვებით. იმავე ვაგზალზე, კინოთეატრსაპოვნელასგვერდით, წინსაფრიანი (რომლის გარდამავალ ფერებზე სჯობს არაფერი გითხრათ) გამყიდველისგანფარშიშევიძინე. ჯერ ხარშვისას სუნი აუშვა, „წმინდა ძროხააქ ნამდვილად არაფერ შუაში იყო. ამაზე თვალები დავხუჭეთ, მაგრამ მზაგუფთისთვისგემო ხომ უნდა გაგვესინჯა? ოჯახის წევრებმა თითო კოვზიდააგემოვნესთუ არა, ჯამები უხმოდ გვერდზე გადადეს. მე კი კატასავით ზურგს მიწაზე არ ვცემდი დადანაშაულებრივ ჭამასვაგრძელებდი. იმ ღამით, ალბათ 90-იანების გამოცდილებამ გადამარჩინა.

საახალწლოდ, ამავე ტერიტორიაზე, გზის პირას დახვავებული ხორცი შევიძინე. გამყიდველმა რეკლამა მოაყოლა, ერთი ნახვითშებმულივიყავი. მივიტანე სახლში და იმდენ ხანს ვხარშეთ, რეზინი ვერ გაუძლებდა, ნორმალური პროდუქტი ხომ ნამცეცებად დაიშლებოდა. ახალი წელი ისე დადგა, „კერძიისევ მზადდებოდა, ის დროებაც ამვნებიანითუხთუხით დაგვამახსოვრდა.   

თერგისბაზრობის მოპირდაპირე მხარეს ლორიანისენდვიჩიშევიძინე. ისეთი გულისრევაავიკიდე“, ვაგზლიდან ვაკემდე ტაქსისტს სამჯერ გავაჩერებინე. მას მერე, საცხობებიდან ლობიანისა და ხაჭაპურის მეტს არაფერს ვყიდულობ. იმასაც წინასწარ ვამოწმებ, რადგან ძალიან ხშირია დაძველებული პროდუქტით ვაჭრობა.

ქიზიყელ მეგობარს აქაურ სუპერმარკეტში შეძენილი ღორის მწვადი შევთავაზე. გაკვირვებული მეუბნება, - ვერაფერი გამიგია, ჩვენეული ღორის ხორცთან შედარებით აბსოლუტურად სხვა გემო აქვსო. ეგ როგორ, რაღაც მსგავსება ხომ უნდა იყოს-მეთქი. ვერაფერს ვერ გეტყვიო, - მხრებს იჩეჩავს.

აქ აღარაფერს ვამბობ რძისა და ხორცპროდუქტების გზის პირას, ღია წესით, წარმოუდგენელ ანტისანიტარიაში გასაღებაზე; როცა მალფუჭებად პროდუქტს ზედ ყველაფერი ის ედება, რისგანაც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. დარგში ელემენტარული ნორმების დაცვაც აქედან დასაწყებია.   

* * *

ინფორმაცია განმარტებისთვის

2015 წლის 1 იანვრიდან ძალაშია მსხვილფეხა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვილფეხა საქონლისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას, მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით მსხვილფეხა საქონლის გადაადგილებაზე და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეტიკეტირების, გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას ხორცით ვაჭრობისას, ასევე, მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფას. იდენტიფიკაციის დასრულების შემდეგ ცნობილი იქნება მსხვილფეხა საქონლის ზუსტი რაოდენობა, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მეცხოველეობაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმისა და განხორციელების პროცესში.

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მოიცავს ოთხ ელემენტს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაციას, თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს.

საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტიულობის დონე დაბალია, ამის მიზეზი სანაშენე საქმიანობის განუვითარებლობა, მწირი, არაბალანსირებული საკვები ბაზა, პირუტყვის შენახვის სტანდარტების გაუთვალისწინებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მექანიზაციის დეფიციტია. ადგილობრივი, ჯიშების ფურის საშუალო წლიური წველადობა 1100-1200 ლიტრს, ხოლო ხორცის გამოსავლიანობა 45-50%- არ აღემატება. პროდუქტიულობას ხელს უშლის ისიც, რომ ხელოვნური განაყოფიერების სერვისი ცხოველთა მეპატრონეებისთვის ხელმიუწვდომელია როგორც ფინანსურად, ისე ტერიტორიულად. ასევე, დაბალია ამ მხრივ ცნობადობა. ქვეყანაში ამჟამად მეცხოველეობის პროდუქტიულობა არ აღემატება პოტენციური შესაძლებლობის 50-60%.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ 2015-2020 წლებში განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება სანაშენე სისტემის შექმნა, ხელოვნური განაყოფიერების სერვისცენტრების განვითარება; სასელექციო პროგრამების და ჯიშების ახალი სტანდარტების შექმნა; ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების შესწავლის, რეაბილიტაციისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით სათანადოდ აღიჭურვება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის ზოოვეტერინარული ლაბორატორია.

* * *

მეცხოველეობა, როგორც სოფლის მეურნეობის დარგი

მეცხოველეობის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. მეცხოველეობა უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა პროდუქტი), მსუბუქ მრეწველობას - ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვა), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვა), ორგანულ სასუქს.

მეცხოველეობის პროდუქტებისა და მათი ნარჩენებისაგან ამზადებენ ცხოველურ საკვებს (მოხდილი რძე, ძვლისა და ძვალ-ხორცეულის ფქვილი და სხვა), სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს (ჰარმონიული პრეპარატები, სამკურნალო შტარი და სხვა).

მეცხოველეობის ძირითადი დარგებია მეძროხეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, მეთხეობა, მეცხენეობა, მეკამეჩეობა, მებოცვრეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეაბრეშუმეობა, მენადირეობა.

მეცხოველეობის წარმოშობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. მეცხოველეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მემცენარეობის განვითარებასთან.

საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი იყო და არის. არქეოლოგიური გათხრები და ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლები ადასტურებს უძველეს პერიოდში მეცხენეობის, მეცხვარეობისა და მეძროხეობის განვითარების მაღალ დონეს. ხალხური სელექციის გზით შეიქმნა ჯიშები: იმერული და თუშური ცხვარი, ხევსურული და მეგრული ძროხა, თუშური და მეგრული ცხენი, მეგრული თხა, კახური ღორი, თიანეთური ინდაური, ქართული რუხი მთის ფუტკარი და სხვა.

ამასთან, ჩამოყალიბდა მეცხოველეობის გაძღოლის ყველა ბუნებრივ-საწარმოო ზონის შესაფერისი სისტემები. მეცხოველეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ცალკეულმა პირებმა, საზოგადოებებმა. XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომელიც მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დარგში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა მაშინ ამას დიდი გაქანება არ ჰქონია.

1927 წელს შეიქმნა საქართველოს ზოოტექნიკური საცდელი სადგური, რომელიც მეცხოველეობის პირველი სამეცნიერო დაწესებულება იყო ამიერკავკასიაში. სადგურში ილია ჯანდიერის ხელმძღვანელობით დაიწყო ადგილობრივი ჯიშების შესწავლა, მათი შეჯვარება კულტურულ ჯიშებთან და მრავალმხრივი მეცნიერული კვლევა მეცხოველეობისა და საკვებმოპოვების დარგში.

* * *

მშობლიური მეცხოველეობა“, ანუ საქონელი ნელ-ნელა თავის პატრონს ემსგავსებაო

ალბათ დაკვირვებიხართ, სოფლად შინაური ცხოველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. იქ ხშირად ამბობენ, საქონელი წლების განმავლობაში საკუთარ პატრონს ემსგავსებაო, თუ პირიქით (რიგითობას რა დიდი მნიშვნელობა აქვს). სოფლის ბირჟაზე ეზოდან გამოგდებულ, ერთიანად გაძვალტყავებულ და ნაკელში ამოგანგლულ ზაქს რომ დაინახავენ, ძველი კაცები პატრონს ძალიან უბრაზდებიან. როგორც წესი, კარგ მეურნეს, სადგომში საქონელიც სუფთა და მაძღარი ჰყავს.

მამაჩემის დამოკიდებულება მახსენდება ცხვართან, - როცა ბეკეკები მასზე ზედ აცოცდებოდნენ, ბალახსა და ფოთლებს ასე ხელით აჭმევდა. ამ დროს, პატრონსა და ოთხფეხებს შორის ისეთი უტყვი ურთიერთაგება სუფევს, სიტყვებს აზრი არ არ აქვს, ეს იდილია საკუთარი თვალით უნდა იხილო. ხოლო ძროხებისთვის 011-ის მარკისჟიგულითბალახი (იონჯა) ისე მოაქვს, თვითონ მანქანაში საერთოდ აღარ ჩანს. სამაგიეროდ, ჩანს მიზანი, რომ საქონელს საკვები არ მოაკლდება.

აი, ბიძაჩემის ისტორია კი სულ სხვაა. თავის დროზე, რაიკომის მეორე მდივანი ბოლოს ჩამოაქვეითეს და მუნიციპალიტეტის ავტოკლუბის დირექტორად დანიშნეს (წარმოიდგინეთ, ასეთი თანამდებობაც არსებოდა). რაიონული ცენტრიდან სოფლებში უნდა ევლოთ და მეცხოველეობა-მეფრინველეობის ფერმებში კინოფილმები ეჩვენებინათ. ჰოდა, ამათაც კინომექანიკოსი (მთავარი მოქმედი პირი) სამსახურიდან გაუშვეს, ფილმებს დირექტორი და ავტოკლუბის მძღოლი აჩვენებდნენ. ცხელ-ცხელი სეანსებიდან კი, სახლში თითო ცხვრით ბრუნდებოდნენ. ალბათ, იყო ამ ყველაფერში რაღაც სიურეალისტური. 

* * *

სამამულო ფერმები და დაკარგულივირის რქები

გადავწყვიტე თანამედროვე ფერმებთან დაკავშირება და ვრცელი რეპორტაჟის მომზადება. ადგილზე ჩასვლა, ფერმის მონახულება, მფლობელთან, თანამშრომლებთან გასაუბრება, გათქვირულ საქონელთან სელფების გადაღება და ყველაფერ კარგის კეთება, რაც კი იქ, ბუნების წიაღში შესაძლებელი იქნებოდა. კაცი ბჭობდა და პოტენციური რესპონდენტი  გულში იღიმებოდაო.

თელეთში ფერმის (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებ) წარმომადგენელს ვურეკავ და საკუთარ სურვილებზე ვუყვები, - ჩამოვალ თქვენთან, ვრცელ ჟურნალისტურ მასალას მოვამზადებ და ეს ყველაფერი თვენთვისაც ერთგვარი რეკლამა იქნება-მეთქი. გულისყურით მისმენს და ტელეფონს მითიშავს. კარგა ხნის შემდეგ რთავს და მპასუხობს, - ამ კვირაში სტუმრებს ველოდებით და შემდეგ კვირაში იყოს, ადგილზე პასუხისმგებელი პირი არავინაა, რომ კომპეტენტურად გაგესაუბროთო; ამ სტუმრებს დიდი ხანია ველოდებით და, ახლა, როგორც საჭიროა ყურადღებას ვერ მოგაქცევთო... წარმატებას ვუსურვებ და ვემშვიდობები.

რატომღაც, ავტოკლუბის დირექტორი ბიძაჩემი მახსენდება. მაგრამ ის ხომ ძველი და უკუნი დროება იყო, ჩვენ ხომ ახლა ევროკავშირის ასცირებული წევრები ვართ და ინტეგრაციის ტალღებს მედგრად მივაპობთ?

კუმისში არსებულ ფერმასფეისბუქისოფიციალურ გვერდზე ვწერ იგივე დაუოკებელ სურვილებზე. - არ მგონია ჩვენს ფერმაზე მასალის მომზადება პრობლემა იყოსო და მერევირის რქებივითიკარგება, კონტაქტზე საერთოდ აღარ გამოდის. ბოლოს ვთხოვ ტელეფონის ნომერი მომწეროს, რათა დავურეკო და ადგილზე ჩავიდე, ამაოდ ვშვრები.

ფერმაამბრისადმინისტრაცია თბილისის ფარგლებში კრწანისის ქუჩაზე კია, მაგრამ უშუალოდ ფერმა დმანისის გომარეთში მდებარეობს. ადმინისტრაციის წარმომადგენელი დიდი გულისყურით მესაუბრება, სამწუხაროდ, გომარეთში ვეღარ ჩავდივარ. სასურველი რეპორტაჟი არ გამოდის, ამით დაკმაყოფილება გვიწევს. 

* * *

არა უშავს, გთავაზობთ დარგის ბოლო სიახლეებსსაქართველოს მერძევეობის ასოციაციისგან

- 14 მარტს, თბილისში, რძის სექტორის მესამე კავკასიური კონგრესი გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

- მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმერების ტექნიკური დახმარებისთვის ახალ პროგრამას დაიწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადა. ახალი პროგრამა, რომელიცერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

- მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა არსებობს, რომელიც 2016-2020 წლებზეა გაწერილი. აღნიშნული პროგრამა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის მაღალი დონის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის ჩარჩო დოკუმენტია. მისი მიზანია შეესაბამებოდეს ეროვნულ მიზნებს, აღწეროს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების განხორციელება,  ცხოველთა ჯანმრთელობის ევროპული განვითარება, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგთან და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ხედვაა, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში გრძელვადიანი გაუმჯობესების მიღწევა, რომელიც შეესაბამება დაინტერესებული მხარეების საჭიროებებს, შესაძლებელს ხდის საკვების უსაფრთხო წარმოებას, აუმჯობესებს საზოგადოების ჯანმრთელობას, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობას და შესაძლებელს ხდის ვაჭრობას.

იხილეთ: http://georgiandairy.org/ka/post/2016-2020-tslebis-tskhovelta-janmrtelobis-erovnuli-programis-khedva-amotsanebi-miznebi-da-prioritetebi

- ბექა ბერიშვილმა საგურამოს სოფელ ნავდარაანთკარში 2016 წელს თანამედროვე ფერმა ააშენა. ჰოლშტეინის და ანგუსის ჯიშის მაღალპროდუქტიული საქონელი კი საზღვარგარეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანა და 2-3 თვეში გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ნედლი რძის მიწოდებას დაიწყებს.

ორმოცდახუთი სული ჰოლშტეინი და ასორმოცდათხუთმეტი  ანგუსის ჯიშის ძროხა ორი დღის წინ შემოვიყვანეთ ბელორუსიიდან. ფურები 2 თვეში მოიგებენ და მალევე ბაზრის ნედლი რძით მომარაგებას დავიწყებთ. ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტულ გადამამუშავებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები არ გვაქვს, თუმცა უვნებელი რძის წარმოებას ვგეგმავთ და ვფიქრობთ, რომ  გადამამუშავებლებთან თანამშრომლობის პრობლემა არ გვექნება“, - ამობობს ბექა ბერიშვილი.

- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2018 წლის ნედლი რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 532 მილიონი ლიტრია, რაც 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.7%-ით სჭარბობს.

ამავე სამსახურის წინასწარი კვლევის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874,8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3,8 პროცენტით ნაკლებია.

- ფერმერ ხვიჩა ლალიაშვილის ოჯახს თელეთში მერძევეობის ფერმა 1992 წლიდან აქვს. თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები კი გასულ წელს უნგრეთიდან შემოიყვანა. ამ დროისთვის მისი პირუტყვის საშუალო დღიური წველადობა 1,5 ტონა რძეს შეადგენს. ლალიაშვილების ფერმასაქართველოს მერძევეობის ასოციაციაშიორი დღის წინ ასოცირებულ წევრად შევიდა და დანარჩენ ფერმერებთან ერთად უფრო მეტი შედეგის მიღწევას გეგმავს.

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომებითაღებული ვალდებულებების  შესრულების  ფარგლებშიმომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე  ტექნიკური რეგლამენტიშეიქმნა. ამ ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერითმომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე სახელმძღვანელო მითითებებიმომზადდა.

იხილეთ: სახელმძღვანელო მითითების მიზნები

- 2019 წლის 1 მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით დარეგულირდება. რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი.

ახალი რეგულაციით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია; მათ შორის, სავალდებულოა ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის; ეტიკეტზე ასევე განთავსდება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).

რეგულაციამ ხელს უნდა შეუწყოს სამართლიანი საინფორმაციო პრაქტიკის დამკვიდრებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორის საქმიანობის სტიმულირებას.

- ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში კახა ავაზაშვილი თანამედროვე მეცხოველეობის ფერმის შექმნა სამი წლის წინ დაიწყო. ძველი არაპროდუქტიული ადგილობრივი ჯიშის საქონელი გაყიდა და უცხოური ჯიშის ხბორები შემოიყვანა. დღესდღეობით მის ფერმაში მხოლოდ შვიცის, ჰოლშტეინის და სიმენტალის ჯიშის ძროხებია. თავდაპირველად შემოყვანილი ხბორებისგან ახლა უკვე 8 მეწველ ფურად იქცა, რომელთა მაღალპროდუქტიულ წველადობაზე ფერმერი დიდი იმედებს ამყარებს.

- გასულ წელს პრემიერ-მინისტრა მამუკა ბახტაძემ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ ინიციატივა გააჟღერა, თუმცა ამ დრომდე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღგ- გაუქმებას მერძევე ფერმერები და გადამამუშავებელი კომპანიები ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე თვის წინ წარდგენილ კანონპროექტზე ფინანსათა სამინისტროს მიერ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და განხილვები მიმიდინარე წლის  თებერვლისთვის გადადო.

- „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“ - ხუთი ახალი წევრი (მინდია გუშკაშვილი, ზურაბ მასურაშვილი, ბექა ბეროშვილი, ალექსანდრე მოდებაძე და როინ ტერტერაშვილი) ორი ასოცირებული წევრი (დარეჯან კანთელაძე და ბიჭიკო ლალიაშვილი) დაემატა.

ახალი წევრების შემოერთებამდე ასოციაციას ექვსი თანამედროვე ფერმა („მარტყოფი ბაგა“ - გიორგი ასლანიკაშვილი, „დორანი ფერმა“ - მამუკა წილოსანი, „ნიბა 2008“ - ბაკურ ეჯიბაშვილი, „შირაქი +“ - ნიკოლოზ ბენიაიძე,  შპსშტორი“ - მამუკა კობახიძე, და ინდივიდუალური მეწარმე ჯემალ ხატიაშვილი ) წარმოადგენდა. უახლოეს ხანში ასოციაციაში შემავალი ფერმერების რაოდენობა კიდევ რამდენიმე წევრით გაიზრდება.

ასოციაციის მიზნებია საკუთარ წევრებს დაეხმაროს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში, ხელი შეუწყოს რძის წარმოების დარგის განვითარებას საქართველოში, მერძევეობის დარგში თანამედროვე, მოწინავე მეთოდების და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მათ სამეურნეო საქმიანბაში დანერგვას. ამას გარდა,  მხარი დაუჭიროს მერძეული ფერმის მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ასევე ხელი შეუწყოს მისი წევრებისა და მერძევეობაში დასაქმებული სხვა პირების სამეწარმეო ინტერესებს.

საქართველოს მერძევეობის აცოციაცია“- საკუთარი ვებგვერდი Georgiandairy.org აქვს. ეს ვებსაიტი წარმოადგენს საქართველოს მესაქონლეობის სექტორის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ რესურსს, რომელიცსურსათის ხარისხისა და უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორის განვითარების გზითპროექტის  ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ხორციელდება.

* * *

ცხოველების ფერმა 

რაკი მიმოხილვას ვაკეთებთ (რომელიც ჟანრულად ბევრს იტევს), - ჯორჯ ორუელიცხოველებისფერმაში წერს: „ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი“; ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“; „ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“; „ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა“, -  დიდი ძმა ჩვენ აღარ გიყურებს“, მაგრამ დღევანდელი თავისუფლების პირობებშიც პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებად გვაქვს განვითარებული.

იმედია, „მუუუ-დაბღავლებამდე ელემენტარული საკითხების მოწესრიგებას დავიწყებთ და ამაში სწორედ ევროდირექტივები დაგვეხმარება. მაგალითად, ხორცისა და რძის სახელით ბაზარზე ღრმად საეჭვო პროდუქტები არ უნდა იყიდებოდეს; ეტიკეტი შინაარს (შიგთავსს) ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს; პროდუქტებით ვაჭრობისას ჰიგიენის აუცილებელი ნორმები ყველგან დაცული უნდა იყოს; საკვებისგან ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მუდმივი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს და .. 

... სხვათაშორის, ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტი ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ სხვებთან ერთად (კოლხი მედეა, კირკე და სხვ.) მითოლოგიური მინოტავრიც (მინოსის ხარი - ბერძნულ მითოლოგიაში კაცის ტანიანი და ხარის თავიანი ურჩხული, რაც პოსეიდონის ხართან შეუღლებულმა პასეფაემ შვა. ლაბირინთში დაბმული ხარ-კაცი იკვებებოდა მსჯავრდებულთა ხორცით და მოხარკე ათენიდან ჩამოყვანილი ქალ-ვაჟებით) წარმოშობით ქართველი იყოო. არის ამაში რაღაც, მაგრამ თემაზე მუშაობისას არა მინოტავრი და ღორის კოლტში შესული ეშმაკები, არამედ სოფლად ოჯახის მარჩენალი კამეჩი თებრო მახსენდება და ბოლოს, სწორედ მასზე გიამბობთ.

* * *

თებრო

სოფლად ჩვენი ბუმბერაზი კამეჩის, თებროს შესახებ მინდა მოგიყვეთ. ვერ გეტყვით, რატომ  მაინცდამაინც თებრო. თუმცა ადრე სოფელში ყველა ჯიშიან კამეჩს ამ სახელს არქმევდნენ ხოლმე.   

ჩვენს ქოხში თებროკამეჩები არასოდეს გამოლეულან. ბოლო მათგანი დაიჩაგრა. დედაჩემის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, საქონლის გეგმიური მოწველა მამამ ითავა. აქედან იწყება თებროს უბედურებაც.

ყოველ საღამოს, ნახირიდან მორეკვის შემდეგ მამაჩემი პირთამდე სავსე ვედროს წველიდა. თვალებგაფართოებული თებრო თავიდან რაღაცნაირად უძლებდა ამ ტანჯვას. ხოლო იგრძნო რა თვითმარქვია მწველავი მისგან ხელის აღებას არ აპირებდა, მცირე ეშმაკობას მიმართა და ვედროიანის დანახვისთანავე მიწაზე მოწყვეტით იშხლართებოდა. მამა ანკესზე ასე ადვილად არ ეგებებოდა და სანამ ჯიშიან ცურში ხელს არ ჩაავლებდა, მანამდე მცდელობას არ აკლებდა.

თებროს ერთი კი ჟრუანტელი დაუვლიდა და უზარმაზარი ჰაბიტუსის ლამის ყველა უჯრედიდან ნოყიერ რძეს გამოჰყოფდა.

თებროსკაიფიიქ მთავრდებოდა, ოდეს ნაშიერის ფართოდ გადმოკარკლულ თვალებს წააწყდებოდა. დედის რძის სურვილით აღტკინებული ზაქი ავტომატურ რეჟიმში ხან დედაკამეჩს შეჰყურებდა, ხანაც მამაჩემს, რომელიც წველას გამეტებით აგრძელებდა. მას ვედრო უნდა გაევსო, მაშინ როცა თებროს მშიერი ზაქი ჰყავდა დასაპურებელი.

ჰოდა, თებრო როცა იგრძნობდა, რომ ნაშიერი ხახამშრალი რჩებოდა, ერთს კი აიქნევდა უკმაყოფილოდ მარცხენა ფეხს და დაუპატიჟებელ მწველავს აგრძნობინებდა, რომ ზაქის ურძეოდ დარჩენილი ცოდვა არ ასცდებოდა.

არამკითხე მწველავიც ერთიორჯერ კიდევ მარდად გამოჰკრავდა ხელს დაბერილ კერტებს და როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ცოდვილი ვედროს გადმოსვლას აღარაფერი ეკლო, ათქვირებულ თებროს მისსავე სისხლსა და ხორცს უთმობდა.

უნდა გენახათ ზაქის ხბოსებრი აღტკინება, როცა ცურს პირში მოიგდებდა და სიამოვნებისგან მონუსხული კამეჩისებურ ყბას ხარბად ააცმაცუნებდა. ამით თებროს და ზაქს შორის მყარდებოდა ის გასაოცარი კავშირი, რასაც სიტყვების სამყაროში ზედმეტი აღწერა არ სჭირდება.

დედაჩემის დაღუპვის შემდეგ, თებრო სოფლის მეორე ბოლოში გავყიდეთ. კარგა ხნის განმავლობაში ყოველი ნახირიდან მორეკვის შემდეგ მთელ სოფელს შეუჩერებლად გადმოივლიდა და ჩვენი ქოხის რკინის კარებთან ბღაოდა ხოლმე. დედაჩემი, მარცხენა მკლავზე გადაკიდებული ვედროთი მას აღარ ხვდებოდა და თებრომაც ნელნელა თავი დაგვანება.

* * *

თემაზე ასევე იხილეთ ბმულები:

ihow.ge: მესაქონლეობაროგორ მოვუაროთ საქონელს (ძროხა)

on.ge:  10 ჯიშის ძროხა, რომელიც ყველაზე მეტ რძეს იწველება

agrokavkaz.ge: მესაქონლეობის ტრადიციული ფორმები საქართველოში

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია