მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგი უგულავა პროკურორებსა და მოსამართლეებს - გაინტერესებდათ, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? - 06 მარტი 2019

ufleba.ge

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა მუქარის წერილთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ გამოძიების კონტექსტში ორმაგ სტანდარტსა და შერჩევით სამართალზე მიუთითებს.

უგულავა აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და 2014 წლის ივლისში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა პროკურორმა მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა და წერილი წარადგინა, რომელიც მისივე თქმით, უგულავას მუქარის წერილი იყო საქმის მოწმის მიმართ.

„ხაზარაძის აფრიალებული წერილის არ გჯერათ? ნებისმიერს შეეძლო დაეწერა ხომ?! მაშ, მისმინეთ პროკურორებო და მოსამართლეებო. ახლა აგიხსნით, რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში. მცირე მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან. 2014 5 ივლისია. „კაპეზედან“ სასამართლოში მიმიყვანეს. პროკურორი ჯერანაშვილი გირაოს დამძიმებას და წინასწარ პატიმრობას ითხოვს, მაგრამ ფორმალური საფუძველი ვერ გამონახა. უცებ საქაღალდიდან აძრობს რაღაც ფურცელს და ამბობს – ესაა მუქარის წერილი, რომელიც უგულავამ მოწმე გიორგი კაპანაძეს (რიჟა) ლონდონში „შავი კაცის“ მეშვეობით გადასცა. გაოგნდა ყველა. ბრიტანეთის სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში მოვითხოვეთ გამოძიება“, – წერს უგულავა.

მისი თქმით, მოსამართლე გოგინაშვილმა უდრტვინველად გაიზიარა „შავი კაცის“ ვერსია.

„ასე დაიწყო ჩემი იძულებითი სამეცნიერო მივლინება. გოგინაშვილი აპელაციაში უვადოდ გამწესდა, ჯერანაშვილი თბილისის პროკურორის მოადგილე გახდა. შეკითხვა – იმ „შავი კაცის“ წერილზე ჩემი ანაბეჭდი იყო? მუქარის ტექსტი უგულავების საგვარეულო სიგელზე იყო სისხლით ამოტვიფრული? რატომ იყო ის სარწმუნო და გახარიას ხაზარაძისისადმი წერილი საეჭვო? ხომ არაფერი გამოგიძიებიათ. გაგიგიათ რა არის ორმაგი სტანდარტი ან შერჩევითი სამართალი რა არის?

გაინტერესებდათ რატომ გაფურთხებთ ხალხი სახეში? პასუხი მარტივია – თქვენ ეს დაიმსახურეთ“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია