მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნიკა მელია - მალე დადგება დრო, კირკიტაძეს ადგილს გახარია გაუცვლის - 12 მარტი 2019

ufleba.ge

მალე დადგება  დრო, როდესაც კირკიტაძეს ადგილს გახარია გაუცვლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი არ იყო.

„პროტესტის ნიშნად დავტოვეთ დარბაზი, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ მურუსიძეები, ჩინჩალაძეები, გახარიები არ დამარცხდებიან. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიძე და კიდევ ბევრი სხვა მოწმე თავს მუდმივად შარში არ ჩაიგდებს და მომავალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს. ისინი იტყვიან, რა ზეწოლების ქვეშ უხდებოდათ გადაწყვეტილებების მიღება”, - აცხადებს ნიკა მელია.

გურჯაანის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია