მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიტიკური პოლარიზაცია ჩვენებურად, ანუ იცხოვრე საინტერესო დროში - 17 აპრილი 2019

ufleba.ge

უცნაური ჩინური წყევლა არსებობს - საინტერესო დროში იცხოვრეო. უკვე 30 წელია საქართველოს მოსახლეობა ამგვარი კრულვის მსხვერპლია. პერმანენტულად დედის გინებამდე მისული (დღესაც ამ კონდიციაში ვიმყოფებით) პოლიტიკური პოლარიზაცია, სასიკვდილო რეალობის მკვებავი ძარღვია. ხშირად განწირული ადამიანები საზვარგარეთ გარბიან, რადგან შეუძლებელია ბორბალში ერთი და იმავე წრეზე ტრიალი.

ბლოგის გმირის ცხოვრებაც ახდენილი ჩინური წყევლის ჭრილში წარიმართება. 

***

ნიკა, 1991 წელს, თსუ- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ჩაირიცხა, „ქვეყანა დაინგრა“. მოსკოვში იანაევისგეკაჩეპემუნივერსიტეტებში სწავლა შეწყვიტა და სტუდენტებსკარტოშკაზეგაშვება დაუპირა. ტანკზე ამხედრებულმა ელცინმა რუსული დემოკრატია გადაარჩინა და 22 ნოემბერსოქროს ხანადაიწყო.

თბილისში რომ ჩამოვიდა, ორთაჭალის ავტოსადგურის წინ უზარმაზარი ბილბორდი დახვდა - „საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, თბილისი კი შიგ ჩასმული ბადახში“. ხოლო შიგ რუსთაველის გამზირზე (უნივერსიტეტის ეზოშიც) გაუთავებელი მიტინგები გუგუნებდა. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სიძულვილი და წყევლა-კრულვა ზეცას აღწევდა. ნიკას აქამდე ეგონა, რომ მსგავსი გაქანებით მხოლოდ ზოგიერთი თანასოფლელი (.. უმძრახი მეზობლობა) გამოირჩეოდა.

თსუ- პირველი კორპუსის ეზოში მორიგი გამომსვლელი სიტყვას რომ დაასრულებდა, ბრბო ორ-ორად კაცად იყოფოდა და სამკვდრო-სასიცოცხლო დავას იწყებდა. შეთანხმებას ვერც-ერთი წყვილი ვერ აღწევდა, რამეთუ ყველა ბრძენი იყო საკუთარ ომში. ერთსულოვნება მხოლოდ მაშინ სუფევდა, როცა რომელიმე ლიდერი მეგაფონში გულშემზარავად ჩასძახებდა - „ქართველნო დაიჩოქეთ“! მანამდე ერთმანეთზე გავეშებული ადამიანები წამიერად იჩოქებდნენ და  მარჯვენა მუშტს ზეაღმართავდნენ.

ერთხელდეზერტირებისბაზრიდან ბრუნდებოდნენ, როცა გზად ლობიო-კარტოფილით ჩამოხდნენ და მსგავს რიტუალში მიიღეს მონაწილეობა. მეგობარი აქ პირველად მოხვდა, ისე გულიანად გაეცინა, გრძელწვერაშეფიცულებსძლივს გაასწრეს. უკან მისდევდათ ლიდერის ქადაგებაქრისტესა და ბარაბასგზაზე, აბელსა და კაენზე...

ნიკა 22 იანვარს საფელში მიდიოდა, როდესაც მეტრომთავისუფლების მოედანიშეუჩერებლად გადალახა და მგზავრებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს, მიწისზემოთ ომი დაიწყო. 6 იანვარს რომ დაბრუნდა, რუსთაველი დაბომბილ სტალინგრადს ჰგავდა. ნატყვიარებში იყო შემოსილი ქაშვეთიც. ბაგების სტუდქალაქის მაღაზიაში სოფლის რძისა და არაჟნის მოტანაც შეეწყვიტათ.

სამაგიეროდ, კვირა არ გავიდოდა, ამგარეუბანშიმკვლელობა არ მომხდარიყო. ხშირად, გარდაცვლილი ისე ეგდო გზის პირას, მომკითხავი არავინ ჩანდა,  გულგრილად ჩაუვლიდნენ გვერდით. სიკვდილი ისე გაუფასურდა, როგორც ალბერ კამიუს რომანშიშავი ჭირი“.

სტუდქალაქის მაღლივი კორპუსის მე-13 სართულზე ლიფტიც აღარ ადიოდა. ცდილობდნენ გარეთ დღეში ერთხელ გასულიყვნენ. წყალიც აღარ მოდიოდა და ეზოდან "ვედროებით" ამოჰქონდათ. ასაკოვანი ბიძა ესტუმრა, ყოველ სართულზე ისვენებდა. სოფელში დაბრუნებულმა მამამისს უთხრა, - თუ გინდა შვილიოქროს ხანასარ შესწირო, სასწრაფოდ ნაქირავებ ბინაში გადმოიყვანეო.

ტიციან ტაბიძის ქუჩაზე დენი ითიშებოდა, გაზი უფრო ხშირად მოდიოდა და წყალიც, ისე რა, იყო. ადვოკატიხაზეინიდამარცხებულიზვიადისტებისდაცვის გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. თითქმის ყოველ საღამოს დამთვრალი ამ ცხოვრებისქუმ ნარ წუნემოშემოსძახებდა. ტანსრული ზედსიძეებიბუინობასიქამდე უთმენდნენ, სანამ თავადაც ბოლომდე არ გამოტყვრებოდნენ, იწყებოდა გამიშვი-გამატარე.

ეს სიძეები პირწავარდნილიშევარდნაძისტებიიყვნენ. ყოველ მიკრო-ომზე  მეზობელ-მოჭიდავე მუხრანი დანჯღრეულ გიტარაზე მერკურისშოუ მასთ გოუ ონსდასცხებდა, ვითომ არც გვესმოდახაზეინების ჟღურტული“. ბოლო აკორდი ადვოკატის საცვლების ამარაპადვალში“, ანუ ჩვენთან გამოღწევა იყო.

- ბიძიკო, იმ კაცის დედა ვატირე, სიძეებს, თანაც შევარდნაძისტებს თავისთან საცხოვრებლად რომ შემოუშვებსო, - იტყოდა. ხოლო ფხიზელი, - რომ იცოდეთ, ერთი სიძე ბიზნესმენი, მერე თანამდებობის პირი მყავსო, - იმეორებდა.

ერთხელაც, ქიზიყელი კოჭლამაზაშვილები გვყავდნენ სტუმრად. „ხაზეინსმათივე თანასოფლელი და მოგვარეზვიადისტიჰყავდა დაცული სასამართლო პროცესზე. ვერაფრით დამშვიდდა, სანამ ბოლომდე არ გამოარკვია, რომ ჩვენი კოჭლამაზაშვილები განდევნილ პრეზიდენტს უთანაგრძნობდნენ. იმ სოფელში თურმე უამრავი მოგვარე ცხოვრობს და პოლიტიკური ორიენტაციის გამო დანა-სისხლად გადაკიდებული ყოფილან.

სტუდენტობა მეექვსე კორპუსის გაყინულ აუდიტორიებში მიმდინარეობდა, ამას საპირფარეშოს მოურჩენელი სუნიც ემატებოდა. ნაომარ ქვეყანას უნივერსიტეტის გასათბობად არ ეცალა. ერთი მომღერალი კურსელი იშვიათად გამოჩნდებოდა, მთელი ლექციადენიკინისდროინდელ“, უზარმაზარ მერხზე უკრავდა და გულში ღიღინებდა, რომ არ გაყინულიყო. ასე იბადებოდა ჯგუფსახისცნობილი სოულ მუსიკა.

მეორებეზპრედელნიკკურსელს თავი იმით მოჰქონდა, რომ თბილისში ლიმუზინი მარტო კიტოვანს ჰქონდა და კიდევ მისისაძმოსწევრებს, რომლებმაც მანქანა უკრაინიდან მოიპარეს. ესკაი ბიჭიპარალელურად ლირიკულ ლექსებსაც წერდა, სადაც მთავარი პერსონაჟი შეყვარებული ქალის თვალები იყო. მაკას უყურებდა ქვეშ-ქვეშად, როცა გზნებით კითხულობდა.

ცოტა ხანში შეგვატყობინეს, გლდანის პოლიციაში დაჭერილი ჩვენგან შველას ითხოვდა. მივედით, ცალ-ყბად მოგვისმინეს დაკულტურულადგამოგვყარეს. პოსტრევოლუციური ქვეყნის ეროვნულ პოლიციას არა დანაშაული და სასჯელი, ქრთამი უნდოდა, რომ მწირი ხელფასის ამარა თავი როგორმე გადაერჩინა. ახლობლებმა უფროსთან სანამოთუზბირიარ მიიტანეს, „მელიმუზინემდღის სინათლე ვერ იხილა.    

ერთი ლექტორი გვყავდა, გვარად ქრისტესაშვილი, ხშირად იმეორებდა, გამსახურდიას ხელისუფლება, შეცდომების მიუხედავად, მარტო იმიტომ იყო მისაღები, თავისი არსით ეროვნული იყოო. იმდენჯერ თქვა, სანამ თსუ- დერეფნებიდან არ გაქრა. სამაგიეროდ, პატივში იყო პოლიტოლოგიის მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამდა, ქართველებს ჭკუაზე მხოლოდზაკონის კანონიმოგვიყვანსო.

ნიკას ძმამ სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში იჩხუბა. იქაურმაკაი ბიჭებმა“ „ჩამოსულიჯგუფელის დაჩაგვრა მოინდომეს, ეს ძმაც შუაგულ თავ-პირის მტვრევაში გადაეშვა. კოჭლამაზაშვილთან ერთად საბურთალოს პოლიციაში აღმოაჩინეს. ერთადერთი შანსი ბინძური საკნიდან გამოსაყვანადმხედრიონელობისდაბრალება იყო, ღრმად კორუმპირებულ ფორმიანებთან სხვა არაფერი გაჭრიდა. ძმის საექიმო კარიერა იმ ღამით რომ არ გადარჩენილიყო, სტუდქალაქელი მეზობლის, ზალიკოს მორიგი ღრმაზაპოისგანვეღარაფერი იხსნიდა. სად იყო მაშინ სასწრაფო დახმარება და კაი ცხოვრება, ჩემმა მზემ.

მერე ნიკამ ორგანიზაციამამულიშვილისდამფუძნებელ ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. მხიარულ კრებას ძირითადად საბჭოთადროინდელი თანამდებობის პირები, .. წითელი დირექტორები ესწრებოდნენ. დღემდე არ ავიწყდება, ეს ადამიანები რაღაც სხვანაირად გამოიყურებოდნენ, - აი, ლოყებღაჟღაჟა, ღიპიან-ღაბაბიანი ბიძაკაცები. საიდანღაც ინტრიგანი პუბლიცისტი გამოხტა სცენაზე და... ბატონებო, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ჩვენი თაობის ხალხი მის მართვას არ ჩამოსცილდებაო. გაოგნებულმა თავმჯდომარემ იკითხა, - ახლავე მოვშორდეთ ამ ქვეყანას, ბატონო გაიოზ, თუ ცოტა მერეო, - დარბაზში არავის ეცინებოდა.

ყოველთა ქართველთა მსოფლიო ფორუმზეცმიიღო მონაწილეობა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სხვადასხვა რეგიონში გაშლილი სუფრები იყო. პარალელურად მედიაში იწერებოდა სტატიები სათურებით, - „ლხინი ჭირიანობის დროს“. ბოლო ზღაპრული ტრაპეზი საპატრიარქოს ეზოში გაიშალა, რომელზეც ქვეყნის პერმიერ-მინისტრი თამადობდა.

მერე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს და ერთ-ერთ გასამხედროებულ, იმ დროისთვის უკვე სახელმწიფო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ, კარგი საქმეების საკეთებლად. ამ მიზნით წევრებს სოფელ საგურამოს სამხედრო ბაზაზე ამზადებდნენ. 1995 წელს შიდა-სახელისუფლებო დაპირისპირება (სკანდალური ლიდერის დაპატიმრება) იმით დასრულდა, რომ მცხეთის პოლიციამ ბიჭები იქიდან გამოყარა ისე, რომ თბილისამდე გზის ფულის გარეშე ნამდვილად არ დაუტოვებია.  

არათუ არასამთავრობო, სამათავრობო ორგანიზაციებიც სულს ღაფავდნენ და ნიკამ წამყვან ოპოზიციურ გაზეთში მუშაობა დაიწყო. ცოტა ხანში, გაზეთის დამფუძნებელი, გრძელტარიანი დროშით ხელშიმოპედზეამხედრებული ნახა, როცა ისვარდების რევოლუციისწალენჯიხელ მომიტინგეებს თბილისში მოუძღვებოდა. კოლეგებმა ერთი კი გაიფიქრეს, ახლა კი გვეშველება, ჰონორარი ცოტა მოგვემატებაო. ნურას უკაცრავად, პირიქით მოხდა და იძულებული გახდა პოლიციაში წასულიყო სამუშაოდ, სადაც ხელფასი მაინც ექნებოდა.

იქ ქრთამს არ იღებდა და კანონს იცავდა. მალევე მიხვდა, მოწოდებით უფლებადამცველი ბოლომდე დამსჯელად ვერ ივარგებდა და წამოსვლა გადაწყვიტა. პატიოსან თანამშრომელს არ უშვენდნენ, როცა სხვებს არც კი ეკითხებოდნენ, ისე ათავისუფლებდნენსაკუთარი განცხადების საფუძველზე“. მესამე შესვლაზე სამმართველოს უფროსმა განცხადებაზე ხელი მაინც მოუწერა.

მანამდე კი, 2008 წლის აგვისტოს ომი იყო, რომელიც თანამშრომლის მამამ, ჯიბო ძიამ ასე შეაფასა, - უსასრულო შიდადაპირისპირების გამო, უკვე მერამდენეჯერ მიწები დავკარგეთო. თბილისში დაბრუნებულს მთელ რუსთაველზე გაქანებულისაკნების ქალაქიდახვდა.

ისევ გაზეთში მუშაობა განაახლა. „გაერთიანებული ოპოზიციისპირველ გრანდიოზულ მიტინგზე იმდენი მქუხარე სიტყვა ისმინა, მთელი ღამე ხელისუფლების ლანძღვა-გინება ეზმანებოდა, რომელსაც მანამდე ორი წელი ფორმაში პატიოსნად ემსახურებოდა. ისევ ორად-ორი გზა არსებობდა, - ხელისუფლების რიგითი ჭანჭიკი ყოფილიყავი და ვერაფერი შეგემჩნია, მეორე - ოპოზიციაში და მთავრობა გეგინებინა. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს ეხმარებოდა; რომელსაც უფროსისგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რაიონში ყველანაირი დაპირება გაეცა, რის მოფიქრებასაც ადგილობრივები შეძლებდნენ. ესეც ყველაფერსარახუნებდა“, სოფლელებს მარტო 300 მილიონი ლარის ღირებულების წყლის პრობლემის მოგვარებას პირდებოდა.

არჩევნები დასრულდა დაყოვლისშემძლეკანდიდატს შეპირებული 300 ლარის გადახდაც კი არ უნდოდა. ამ დროს კარადის უჯრები ტკიცინა ასლარიანებით გამოტენილი ქონდა. ჰოდა, ისეთი სიფათით დაადგა თავზე დამპალ კაბინეტში, ხმაც არ ამოუღია, ისე დააძრო კუთვნილი ჰონორარი. საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მის პატრონს ეს სულაც არ ანაღვლებდა, ხელისუფლების გამარჯვებული კანდიდატი მალევე მისი ყურმოჭრილი მონა გახდა. ხანდახან პოლიტიკური პოლარიზაცია რაიონებში სიურეალისტურ ხასიათს იძენს.

მთლიანობაში, ოპოზიციამ არჩევნები მოიგო და ახალი ხელისუფლების ჟურნალისტური ტრიბუნიდან გინება არაფრის მომტანი იყო. შუაც მაგრად იყო გაკრეფილი.

2014 წლის ბოლოს ნიკამ ისევ მთავარ ოპოზიციურ გაზეთში დაიწყო მუშაობა. დამფუძნებელმა ხელისუფლებისგანფული რომ ვერ იშოვა“, მის დაუნდობელ გინებაზე გადავიდა. თან გარშემო ყველასა და ყველაფერში სუს-ის აგენტურა ელანდებოდა. მთავარი სამიზნე ისევ ფული იყო, ამის გამო რესპონდენტების დაშანტაჟებასაც არ ერიდებოდა. ამაში გაზეთის თანამშრომლების გამოყენებას და მერე მომზადებული მასალების გამოქვეყნებაზე უარის თქმას, გასაგებია, რის სანაცვლოდაც.

ბოლოს იქამდე მივიდა, რედაქციიდან წასული მორიგე რედაქტორი (თავისივე ბავშვობის მეგობარი) სუს-ის პირწავარდნილ აგენტობაში დაადანაშაულა, - აბა, ბინა იპოთეკიდან როგორ გამოისყიდეო. ისეთი მყრალი სიტყვებითაცშეამკო“, თავმოყვარე თანამშრომელი მასთან ვეღარ გაჩერდებოდა. ნიკასთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, ოთხი წლის თავზე ქუდი დაიხურა და წამოვიდა.

მტერს, ისეთ უმუშევრობასა და უსასოობაში აღმოჩნდა, უკვე მერამდენედ. ამ დროისთვის გაზეთებშიც ისეთი ღატაკი სიტუაცია დახვდა, იქ მუშაობა ხორცსაც ვერ იხსნიდა. ქუჩაში დარჩენილს ვალები ყოველდღე ემატებოდა.

განწირულს ისევ 90-იანელი მეგობარი დაეხმარა და ერთ-ერთი ჰოსპიტლის პიარმენეჯერად დააწყებინა მუშაობა. თუ რამე სასწაული არ მოხდა, მცირე ხელფასი შემდგომ არჩევნებამდე მაინც ექნება. მერე თუ ხელისუფლება შეიცვალა, ალბათ ისევ ქუჩაში აღმოჩნდება. სათავეში მოსული ძალა ხომ მინისტრიდან დამლაგებლამდე ყველასერთგული ხალხითცვლის.

მანამდე, ნიკამ რამენაირად უნდა მოასწროს ვალების ცოტ-ცოტა მაინც გასტუმრება და არჩევნებამდე ბანკისგან შედარებით დაბალპროცენტიანი კრედიტის აღება, რომ ქუჩაში აღმოჩენის შემდეგ, ოფისიდან იფისში ხეტიალისას შუა შარაგზაზე სული არ გაძვრეს. ძნელია იცხოვრო ქვეყანაში, სადაცპატიოსანი მხოლოდ ვირია და იმასაც ...“.

* * *

ჩვენმა გმირმა რის ვაი-ვაგლახით ჩინურ წყევლას, იგივე საინტერესო დროში ცხოვრებას  თავი როგორღაც დააღწია და გადარჩა. ხშირად ფიქრობს, ეს იმიტომ შეძლო, რომ სხვა სამყაროში, სსრკ-ში დაიბადა და გაიზარდა. როგორ შეძლებს ამ ჯოჯოხეთში ბრძოლას და გადარჩენას ბოლო 30 წელიწადში, "დამოუკიდებელ საქართველოში" დაბადებულ-გაზრდილი თაობა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია