მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ დავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - 01 მაისი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაციადაიცავი შენი წილი სამშობლოდავით გარეჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართული მიწების არასწორად ინტერპრეტირების საკითხის დროულად გადაწყვეტას მოითხოვს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონში გამორჩეულად პოზიტიური ურთიერთობებია. კარგად ვიცით, რომ ოფიციალური ბაქო მუდამ მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო ასპარეზზეც ხმას აძლევს თბილისის სასარგებლოდ (მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების წინააღმდეგ მიმართული ეთნოწმენდის საკითხში). იგივეს აკეთებს ქართული მხარე და მეგობარ აზერბაიჯანს ყველგან და ყველაფერში გვერდით უდგას.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ია წლებში შექმნილი, სახელმწიფო საზღვრის  დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია არამხოლოდ არაეფექტურად, არამედ საერთოდ არ მუშაობს, რაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში, მუდმივად  შექმნილ პრობლემებში გამოძახილს ჰპოვებს. ეს განსაკუთრებით მართლმადიდებლური დღესასწაულების დროს ხდება.

ჩვენთვის წინაპრების სისხლით გაპოხიერებული თითოეული მტკაველი მიწა წმინდაა და, მითუმეტეს, თუ ეს წმინდა ბერების საძვლეა.

ამიტომ სასწრაფოდ გადასაწყვეტია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, მის მიმდებარედ ქართული მიწების არასწორად ინტერპრეტირების საკითხი. ასევე, ორივე მხარის კომისიებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ სხვა, სამწუხაროდ, ჯერაც დაუკანონებელი სასაზღვრო ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ამასთან, დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ეფექტური გახდება“, - აღნიშნულია საერთაშორისო ასოციაციადაიცავი შენი წილი სამშობლოსგანცხადებაში, რომელსაც ორგანიზაციის თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი ხელს აწერს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია