მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციების გაზრდა იგეგმება - 06 მაისი 2019

ufleba.ge

წლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადა, სადაც გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების რიგით მეხუთე კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.

ნინო ჯავახაძის განცხადებით, ასევე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ამისთვის ვამატებთ კამერებს. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე სხვადასხვა ტიპის კამერა იქნება, ნომრისა და სახის ამომცნობი, ზოგადი ხედვის და ასე შემდეგ. ვაპირებთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასე ვგეგმავთ საკანონდებლო ცვლილებებს. ცვლილებები უკვე მომზადებულია და უკვე დავიწყებთ განხილვას მთავრობასთან და შემდეგ პარლამენტში უნდა წარვადგინოთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც მაგალითად უკავშირდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას, დგომა-გაჩერების წესების დარღვევას, სიჩქარის გადაჭარბების სანქციების გაზრდასა და გამკაცრებას. ასევე, ვგეგმავთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემის ჩამოკლება ვიდეოკამერებს მივაბათ“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია