მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება - 09 მაისი 2019

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს გამგეობის წევრებმა, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა დაგენერალთა კლუბისწარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს. მათ მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

ufleba.ge სერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს გამგეობის წევრს, დავით ფანცულაიას ესაუბრება.

- ბატონო დავით, რას დატვირთვა აქვს თქვენთვის 9 მაისს?

- ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ ღირსეული პატივი მიგვეგო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გმირებისთვის.     

ჩემთვის და საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოსთვის 9 მაისი ბოროტების დამარცხებასთან და სიკეთის გამარჯვებასთან ასოცირდება. ეს დიდებული დღე რომ არ ყოფილიყო, დღეს ამ შესანიშნავ ადგილზე არ ვიდგებოდით და სამამულო ომის გმირებს სათანადო პატივს ვერ მივაგებდით.

- ომში საქართველოს მოალაქეების მიერ შეტანილ წვლილზე რას გვეტყოდით?

- მეორე მსოფლიო ომში ქართველების მიერ შეტანილი წვლილი უდიდესია და ეს კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლებით არის დადასტურებული. საქართველომ ფაშიზმის დამარცხებაში უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო და ეს ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს.

- არიან თუ არა ვეტერანები სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ დაფასებული?

- ვფიქრობ, ქვეყანა ამ გმირ ადამიანებს საკადრის პატივს მიაგებს. ასევე, შესაძლებელია მთავრობისთვის ახალი ინიციატივების შეთავაზება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს.

ვეტერანებს უფრო მეტი ყურადღება, დაფასება, სითბო სჭირდებათ, რადგან მათ თითოეული ჩვენგანის მშვიდობიანი მომავალი უზრუნველყვეს. მათი გაწეული სამსახური მუდმივად უნდა გვახსოვდეს და გავისიგრძეგანოთ.

- რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა სახელმწიფომ, რომ ამდენი პრობლემების შემდეგ ქვეყანამ ისევ გამარჯვების გზით იაროს?

- ისევ და ისევ ამ ხალხის, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ვეტერანთა შრომა და ღვაწლი არ უნდა დაიკარგოს, თითოეული ამ ადამიანის გმირობა უნდა გვახსოვეს და მოვუფრთხილდეთ; რათა ჩვენც მათ მიერ გაკვალული გზით ვიაროთ, მაგალითი ავიღოთ; ამ ხალხის მამოძრავებელი სულისკვეთება არ უნდა დავკარგოთ და მხოლოდ ამ გზით გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს.

ვფიქრობ, სახელმწიფომ ბოლო წლებში ვეტერანის ცნება უფრო კარგად გაიაზრა და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა. ამ მხრივ, ქვეყანა სწორი გზით მიდის და სასიკეთო პროცესები უნდა გაგრძელდეს.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია