მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სამების ტაძრისკენ მსვლელობა იმართება - 17 მაისი 2019

ufleba.ge

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა მიმდინარეობს.

პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვის, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება. ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე საზოგადოების დაკვეთაა.

„მოვაწყობთ მსვლელობას სამების საპატრიარქო ტაძრისკენ. დღეს აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და ვგრძნობთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნილებას, დაკვეთას, რომ მათ უხარიათ დღევანდელი დღესასწაული და კმაყოფილებით იღებენ მონაწილეობას ამ ზეიმში. ვხედავთ მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს და ვგრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ ჩვენისთანა მონოეთნიკური წარმომავლობის ერისთვის აუცილებელი იქნება თვითმყოფადობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, არავის არ ვეწინააღმდეგებით, უბრალოდ, ვაფიქსირებთ ქართველი ერის ნებას, რომ ჩვენ გვინდა ტრადიციული ოჯახები და ეს ტრადიციული ოჯახები არის ჩვენი ხვალინდელი დღე“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია