მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო აუცილებლად გაერთიანდება! - 26 მაისი 2019

ufleba.ge

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი, ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი, მაიზერ გელოვანი, საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

- ყველა ქართველსა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარს გილოცავთ დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს. 

კარგად მახსოვს 1991 წლის 26 მაისი, ეროვნულ სტადიონზე პირველი სამხედრო აღლუმი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მთელი სტადიონი პირთამდე ხალხით იყო გადაჭედილი. 

პირველი გვარდიელი ვარ და მეამაყება, რომ ასეთ ღირსშესანიშნავ ისტორიულ ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. 

აღლუმი ჩაიბარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ. ხალხი სიხარულისგან ტიროდა. მაშინ საქართველო ერთიანი და მთლიანი იყო. 

არ იყო მომხდარი თბილისის ძმათამკვლელი ომი, სადაც ორად გახლეჩილი ეროვნული გვარდია რუსთაველის პროსპექტზე ტყვიით დაუპირისპირდა ერთმანეთს. 

იმ ავადსახსენებელი ომიდან გამარჯვებული არავინ გამოსულა, დამარცხებით კი საქართველო დამარცხდა. დაემხო ხალხის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება. 

ამ სამარცხვინო ომს მოჰყვა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიების დაკარგვა, რაც დღემდე გრძელდება და ჯერჯერობით ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსს ვერ ვხედავ. სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. 

მიუხედავად ამისა, მე და ჩემი თანამებრძოლები იმედს არ ვკარგავთ, რომ ადრე თუ გვიან საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და დამოუკიდებლობის ზეიმს მართლაც საერთო-ეროვნული ზეიმის ელფერი ექნება. უფალი ჩვენთან არს“, - აცხადებს მაიზერ გელოვანი. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია